მო­სი­ა­რუ­ლე ძეგ­ლე­ბის ეპო­პეა გაგ­რძელ­დე­ბა?

მო­სი­ა­რუ­ლე ძეგ­ლე­ბის ეპო­პეა გაგ­რძელ­დე­ბა?

რო­ცა ძეგ­ლებს ებ­რძვით, პოს­ტა­მენ­ტე­ბი შე­ი­ნა­ხეთ, ვინ­ძლო გა­მო­გად­გეთ, - ამ­ბობ­და პო­ლო­ნე­ლი პუბ­ლი­ცის­ტი სტა­ნის­ლავ ლე­ცი. მო­სი­ა­რუ­ლე ძეგ­ლე­ბის ეპო­პეა გრძელ­დე­ბა, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ნა­წი­ლი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგ­ლის პირ­ვან­დელ ად­გი­ლას დაბ­რუ­ნე­ბას ითხ­ოვს. რა ბე­დი ელის სხვა ძეგ­ლებს, რომ­ლებ­საც ასე­ვე შე­უც­ვა­ლეს მი­სა­მარ­თი? - ამ სა­კითხ­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ა, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი: - და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ფი­გუ­რა ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ის სწო­რედ იქ იდ­გა, სა­დაც უნ­და მდგა­რი­ყო - თბი­ლი­სის ერ­თ-ერთ ცენ­ტრა­ლურ, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე და მი­სი გა­და­ტა­ნა ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან, დიღ­მის ტრა­სა­ზე, ზურ­გით დე­და­ქა­ლა­ქის­კენ, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი­ა; მათ, ვინც ეს ძეგ­ლი აქ დად­გა, ის­ტო­რია არ იცი­ან - და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი თბი­ლი­სი­დან კი არ გაქ­ცე­უ­ლა, მან ქა­ლა­ქი არა­ბე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ახ­ლა კი ძეგ­ლი ისე დგას, თით­ქოს თბი­ლი­სი­დან ქუ­თა­ის­ში გარ­ბის. ჩვე­ნი დი­დი მო­ქან­და­კის, მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ქან­და­კე­ბა კვლავ სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნის" წი­ნა მო­ე­დან­ზე უნ­და დაიდ­გას, ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც თვი­თონ მო­ქან­და­კემ აირ­ჩი­ა. ვფიქ­რობ, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის­გან, მო­ქან­და­კე­ე­ბის­გან, ურ­ბა­ნის­ტე­ბის­გან უნ­და შე­იქ­მნას კომ­პე­ტენ­ტუ­რი კო­მი­სი­ა, რო­მე­ლიც ამ თე­მა­ზე სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ა, მხატ­ვა­რი: - ძეგ­ლებს შე­ეშ­ვან, ამ ენერ­გი­ის ხარ­ჯვას, სჯობს, ცოცხ­ლებს მი­ხე­დონ, ხალხს ყო­ფა შე­უმ­სუ­ბუ­ქონ. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლიც და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეც ცოცხ­ა­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ცხოვ­რობ­დნენ, იბ­რძოდ­ნენ. სა­დაც არ უნ­და წა­ი­ღონ და­ვი­თი­სა და ილი­ას ძეგ­ლე­ბი, ისი­ნი მა­ინც ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ფი­გუ­რე­ბად რჩე­ბი­ან, ბევრ ცოცხ­ალ­ზე ცოცხ­ლე­ბი არი­ან.

ნერ­სე ბა­ცა­ში, მო­ქან­და­კე: - რო­ცა ასე­თი კლა­სი­კუ­რი ძეგ­ლი, დი­დი ხე­ლო­ვა­ნის მი­ერ შექ­მნი­ლი ქან­და­კე­ბა სად­მე გა­და­გაქვს, თვი­თონ ავ­ტორს მა­ინც ხომ უნ­და ჰკითხო აზ­რი? თურ­მე ფუ­ლი მე­რი­ას გა­და­უხ­დია და ახ­ლა ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს!.. სუ­ლი და გუ­ლი რომ არ გაქვს, გა­სა­გე­ბი­ა, მაგ­რამ ჭკუა ხომ მა­ინც უნ­და გქონ­დეს, ცოცხ­ა­ლი კლა­სი­კო­სის მი­ერ შექ­მნილ ქან­და­კე­ბას რო­გორ ეხე­ბი? და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლს ქუ­თა­ის­შიც შე­უც­ვა­ლეს ად­გი­ლი, აღ­მა­შე­ნებ­ლის მო­ედ­ნი­დან რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან გა­და­ი­ტა­ნეს. სა­მარ­ცხვი­ნო "მე­დე­ა" ბა­თუმ­ში, და­კუ­ჭუ­ლი ბოთ­ლის ქან­და­კე­ბა, კვერ­ცხე­ბი და შლო­პან­ცე­ბი - იმ დრო­ის სა­ხედ დარ­ჩე­ბა. ამი­რა­ნის ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა პრო­მე­თეს სა­ხით "ბარ­ბი" თუ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის კა­ცის ძეგ­ლი დად­გა, რო­მე­ლიც მე­რე ბორ­ჯომ­ში "გა­ი­პა­რა"? ძეგ­ლთმებ­რძო­ლე­ო­ბას გა­მარ­თლე­ბა არა აქვს. ვფიქ­რობ, ძეგ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი თა­ვის ძველ ად­გილს უნ­და და­უბ­რუნ­დეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია