გან­წი­რუ­ლია დან­გრე­ვის­თვის - "ჩვენს თვალ­წინ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი ნად­გურ­დე­ბა"

გან­წი­რუ­ლია დან­გრე­ვის­თვის - "ჩვენს თვალ­წინ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი ნად­გურ­დე­ბა"

შე­ნო­ბე­ბის დან­გრე­ვა-­დე­მონ­ტა­ჟის სა­კითხი არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში. გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის გარ­და არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა "უ­კა­ნო­ნო" თავ­შე­სა­ფარს უნ­გრე­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვთ... რა შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა უკა­ნო­ნოდ, ვინ იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­სი დე­მონ­ტა­ჟის შე­სა­ხებ და უნაზღ­ა­ურ­დე­ბათ თუ არა მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი? - ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ებ­ზე მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ზვი­ად კერ­ვა­ლიშ­ვილ­სა და არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სან­დრე სა­რა­ლი­ძეს მივ­მარ­თეთ.

ზვი­ად კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი: - შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კითხი "პრო­დუქ­ტის უსაფ­რთხო­ე­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოქ­ცე­ვის კო­დექ­სით" და "მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წე­სი­სა და სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის N57 დად­გე­ნი­ლე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა. ამ ნორ­მა­ტი­უ­ლ აქ­ტებ­თან შე­უ­სა­ბა­მო მშე­ნებ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა: უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბა არის შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ან დრო­ე­ბი­თი შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბის გან­თავ­სე­ბა სა­ნე­ბარ­თვო მოწ­მო­ბით გან­საზღ­ვრუ­ლი პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ. ასე­ვე, შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბა­თა გან­თავ­სე­ბა დად­გე­ნი­ლი სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით: ნე­ბარ­თვის გამ­ცე­მი ორ­გა­ნოს მი­ერ შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა. აგ­რეთ­ვე სამ­შე­ნებ­ლო რეგ­ლა­მენ­ტე­ბის დარ­ღვე­ვა. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნე­ბარ­თვო ან სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბის ან მი­სი ნა­წი­ლის მთლი­ა­ნი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი დე­მონ­ტა­ჟის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ი­ღე­ბა ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის დად­გე­ნი­ლე­ბით, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა "სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მი­ერ. უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბა ან რე­კონ­სტრუქ­ცია ქა­ლაქ თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც იწ­ვევს შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბის გა­ბა­რი­ტე­ბის ცვლი­ლე­ბას, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას: ა) სა­ხელ­მწი­ფოს ან თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე - 10.000 ლა­რით; ბ) კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე - 8.000 ლა­რით. უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბა, რე­კონ­სტრუქ­ცია ან დე­მონ­ტა­ჟი შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბის გა­ბა­რი­ტე­ბის შე­უც­ვლე­ლად, ან სა­ინ­ჟინ­რო-­კო­მუ­ნა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის უნე­ბარ­თვო რე­კონ­სტრუქ­ცია ჯა­რიმ­დე­ბა 4.000 ლა­რით. ასე­ვე, სამ­შე­ნებ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­თა და სამ­შე­ნებ­ლო რეგ­ლა­მენ­ტე­ბით გან­საზღ­ვრუ­ლი სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას: ქა­ლაქ თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­ო­რე კლა­სის შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბი­სათ­ვის - 2.000 ლა­რით; მე­სა­მე კლა­სის შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბი­სათ­ვის - 3.000 ლა­რით; მე­ოთხე კლა­სის შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბი­სათ­ვის - 4.000 ლა­რით.

ალექ­სან­დრე სა­რა­ლი­ძე: - თუ ნა­გე­ბო­ბა კა­ნო­ნი­ე­რი­ა, მი­სი დე­მონ­ტა­ჟი კერ­ძო მე­სა­კუთ­რის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ა, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და­ან­გრი­ეს შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც 13-სარ­თუ­ლი­ა­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და ახ­ლა 35-სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბენ. არ ვი­ცი, რო­გორ "გა­აპ­რა­ვეს" იმ სახ­ლის დან­გრე­ვა; თბი­ლის­ში შე­ნო­ბის სი­მაღ­ლეს, ფარ­თობს ნორ­მა­ტი­უ­ლი ქა­ლაქ­და­გეგ­მა­რე­ბი­თი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი გან­საზღ­ვრავს, ვინ Dდა­ამ­ტკი­ცა ეს პრო­ექ­ტი?

-  არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რას ნიშ­ნავს უსა­ხუ­რი შე­ნო­ბა?

-  თუ ლაპარაკია ლე­გა­ლურ პრო­ცე­დუ­რა­ზე, ეს არ უნ­და იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვინ­მეს გე­მოვ­ნე­ბა­ზე, უნ­და მოხ­დეს ლან­დშაფ­ტის, გა­რე­მოს შეს­წავ­ლა, ყვე­ლა პა­რა­მეტ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, აი­ტანს თუ არა ეს ტე­რი­ტო­რია ამ­ხე­ლა შე­ნო­ბას, სიტყ­ვა "უ­სა­ხუ­რი" ბე­ლეტ­რის­ტი­კა­ა, თუ სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბით არ არის გა­მაგ­რე­ბუ­ლი. ჩვენ თვალ­წინ ნად­გურ­დე­ბა "ი­მე­ლის" შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც იმ ეპო­ქის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლი­ა, და­ან­გრი­ეს "ზა­რია ვოს­ტო­კას" შე­ნო­ბა რუს­თა­ველ­ზე, რეს­ტო­რა­ნი "ა­რაგ­ვი", კორ­ტე­ბი, ნიჩ­ბოს­ნო­ბის ბა­ზა სა­ნა­პი­რო­ზე, ჩათ­ვა­ლეს, რომ აქ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კითხი იყო, ასე­ვე, და­ან­გრი­ეს კერ­ძო კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თობი, შე­ნო­ბა მეტ­რო "დე­ლის­თან", კერ­ძო მე­სა­კუთ­რის­თვის კი ზა­რა­ლი არა­ვის აუ­ნაზღ­ა­უ­რე­ბი­ა. მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ნაჩ­ქა­რევ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს არ უნ­და იღებ­დეს, ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სის­ტე­მა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მხო­ლოდ ­Qკა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა პა­ნა­ცეა არ არის, ასე­თი სა­კითხ­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სის გზით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და წყდე­ბო­დეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია