რაზე დაიხარჯება ევროკავშირისგან მიღებული 27 მლნ ევრო - მთავრობის განცხადება

 რაზე დაიხარჯება ევროკავშირისგან მიღებული 27 მლნ ევრო - მთავრობის განცხადება

საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან დამატებითი 27 მილიონი ევროს დახმარების მიიღების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ევროკავშირის ახალი ინიციატივის "მეტი მეტისათვის" ფარგლებში დამატებით 27 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ 2013 წლის 12 დეკემბერს ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა.

ინიციატივა "მეტი მეტისათვის" ევროკავშირის იმ პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში.

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას სიღარიბის დაძლევისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში.

თანხების ათვისება მოხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის და თანამშრომლობის პროგრამის (EAPIC) მეშვეობით, რომელიც მოხმარდება საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების და დასაქმების კუთხით მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების (განათლების და მეცნიერების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) შესაძლებლობათა გაძლიერებას.

27 მილიონი ევროდან, 20 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარების სახით პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება მიმართული, ხოლო 7 მილიონი ევრო მოხმარდება ტექნიკური/საექსპერტო დახმარების პროექტების განხორციელებას.

"საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია და ხსენებული სამინისტროები მუშაობენ პროექტის სამოქმედო გეგმის მონახაზის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე, რომელიც საფუძვლად დაედება ფულის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შესაბამის საფინანსო შეთანხმებას. საფინანსო შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის მე-2 კვარტალშია ნავარაუდევი.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 2012 წელს საქართველომ ევროკავშირისგან 22 მილიონი ევროს დახმარება მიიღო, რაც ხმარდება სისხლის სამართლისა და საზღვრის დაცვის და მიგრაციის სფეროებში მიმდინარე რეფორმებს", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა