თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას, მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მეუღლის საქმეზე სასამართლო გარჩევების მოკლე ექსკურსს აკეთებს.
"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რა ხდება ბაჩოს საქმეზე, მოკლედ მოგახსენებთ, ჩემო ტკბილებო:
როგორც იცით, ბაჩო გამართლდა 4 ბრალდებაში (1. ვაშლის თლაზე, 2. წელს ზემოთ შიშვლებს რომ ავარჯიშებდა ზამთარში, 3. სუტენიორ ზვიად აბესაძის ვითომ ცემის ფაქტი რესტორანში და 4. ბალერინა სპეცრაზმელები) და ერთში (ქურდების საქმეზე) გამტყუნდა, მაგრამ პრეზიდენტმა შეიწყალა, ანუ ბაჩოს მსჯავრი არ ადევს, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია ისევ წინასწარ პატიმრობაშია.
დარჩა მხოლოდდამხოლოდ ერთი საქმე (პატიმრებისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა ციხეში) რაზეც ახლა ზის წინასწარ პატიმრობაში, ეს ბრალი გახსოვთ ალბათ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამამართლებელი განაჩენის წინა დღეს წაუყენეს, ერთადერთი მოწმის (მამა ნიკოლოზის) ჩვენება დევს მხოლოდ საქმეში, რომელსაც ოთხჯერ აქვს შეცვლილი ჩვენება და განაცხადა კიდეც ტვ-თი რომ პროკურატურაში აიძულეს.
მუხლი არის მსუბუქი, არასაპატიმრო (ანუ წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იყოს პირი), ითვალისწინებს 0-დან 3 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას.
სასამართლო პროცესები ჯერ არ დაწყებულა, უკვე ორჯერ გადადეს, ჯერ 17 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, მერე 18 დეკემბრისთვის გადადეს და ახლა 15 იანვარს გადაიტანეს, პროკურატურის მოთხოვნით. დარწმუნებული ვარ, ახალ საქმეს კერავენ და ეს დრო ამისთვის სჭირდებათ.
აი, ეს არის და ეს - მოკლე ისტორია სახელად "პატიმრობიდან ტყვეობამდე"...", - წერს ნადარეიშვილი.
ბაჩო ახალაია, რომელსაც 2005 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით წლის ნოემბერში ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.