სოსო რობაქიძე: "ხელისუფლებამ სამართლიანობა თაროზე შემოდო"

სოსო რობაქიძე: "ხელისუფლებამ სამართლიანობა თაროზე შემოდო"

სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის გამო, უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე. რობაქიძე აცხადებს, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება არ აღადგენს სამართლიანობას, მაშინ ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას გადააყენებს და ამას მომავალი ხელისუფლება გააკეთებს.

"მოვითხოვ, დაჩქარდეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ჩემი აზრით, თაროზეა შემოდებული. ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას არ აქვს სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება. ისინი ანგარიშს უწევენ ევროპას და ამერიკას, რომ რამენაირად, არ დასაჯონ ხალხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ნაციონალებს დიდი ლობები ჰყავთ საზღვარგარეთ და ამისათვის მუშაობენ. ვფიქრობ, ახალ მთავრობას უნდა ეყოს გაბედულება, რომ სამართლიანობა აღადგინოს, სწორედ ამისთვის მისცა ხალხმა ხმა ახალ ხელისუფლებას. სააკაშვილის ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის გამო, უარი თქვეს სამართლიანობის აღდგენაზე და დღესაც ასე გრძელდება. თუ იმედი საბოლოოდ გადაგვეწურება, მაშინ სერიოზულად დავიწყებთ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ. მაშინ ამ ხელისუფლებას ხალხი გადააყენებს და მოვა ის მთავრობა, რომელიც აღადგენს სამართლიანობას", - ამბობს სოსო რობაქიძე.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ