ცნობილი მსახიობები მიმტანების ამპლუაში - საქველმოქმედო საღამო რესტორან "დაუნთაუნში"

 ცნობილი მსახიობები მიმტანების ამპლუაში - საქველმოქმედო საღამო რესტორან "დაუნთაუნში"

"მაგიდა ქმედებისთვის" - ამ სახელწოდებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა და რესტორანმა "დაუნთაუნმა" ერთობლივი საქველმოქმედო საღამო გამართეს. თეატრის მსახიობებმა ერთი დღით მიმტანის ამპლუა მოირგეს და საზოგადოებას განსაკუთრებული მომსახურება შესთავაზეს. საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში შემოსული თანხა (3600 ლარი) კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს გადაეცემა.

"დაუნთაუნში" უამრავი ხალხი შეიკრიბა. მიმტანის პროფესია რთული აღმოჩნდა, თუმცა მსახიობებმა ამ როლსაც წარმატებით გაართვეს თავი. აქციაში, რომელიც ხუთი საათი გაგრძელდა, უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და სოლიდური თანხაც შეგროვდა. სულ მალე შემოსული თანხა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრისა და რესტორან "დაუნთაუნისგან" კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების სახლს გადაერიცხება.

იხილეთ სიუჟეტი

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია