ძაღ­ლე­ბი თბილისში, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებ­ზე უკე­თე­სად ცხოვ­რო­ბენ

ძაღ­ლე­ბი თბილისში, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებ­ზე უკე­თე­სად ცხოვ­რო­ბენ

ალ­ბათ ბევ­რ­მა არ იცის, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბობს ძაღ­ლე­ბის ბა­ღი, სა­დაც მდი­დარ და და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ატა­რონ. ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ და სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ვიდ­რე ზო­გი­ერთ ბავშვს. ამ თე­მა­ზე დაწ­ვ­რი­ლე­ბით ძაღ­ლე­ბის ბა­ღის მე­ნე­ჯერს, ნა­თია ბურ­ჯა­ლი­ანს ვე­სა­უბ­რე.

- რო­გორ გაჩ­ნ­და იდეა, ძაღ­ლე­ბის ბა­ღი და­გე­არ­სე­ბი­ნათ?

- უკ­ვე 10 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, კი­ნო­ლო­გი­უ­რი სკო­ლა გვაქვს, სა­დაც ძაღ­ლებს სა­თა­ნა­დოდ ვწვრთნით. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­იყ­ვა­ნა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი ჩვენ­თან. ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია, დრო არ რჩე­ბა ლეკ­ვის გა­საწ­ვ­რ­თ­ნე­ლად. პატ­რო­ნი მთე­ლი დღე გა­სუ­ლია ში­ნი­დან, ძაღ­ლი მარ­ტოა, მან უნ­და იცო­დეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ავე­ჯი­სა და სხვა სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა და დაღ­რ­ღ­ნა; რომ ოთახ­ში კი არა, გა­რეთ უნ­და მო­ი­საქ­მოს. სწო­რედ ამის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი. ჩვე­ნი ბა­ღი ეზო­ი­ან სახ­ლ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. იდეა კი 7 თვის წინ გაჩ­ნ­და. აქ ძაღ­ლე­ბი ორ ჯგუ­ფად არი­ან გა­ყო­ფი­ლი. ლეკ­ვე­ბი 3 თვი­დან მი­ი­ღე­ბი­ან. მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას კი ჩვე­ნი ვე­ტე­რი­ნა­რი ამოწ­მებს.

- სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში ბავ­შ­ვი რომ მი­ი­ღონ, მშო­ბელ­მა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცნო­ბა უნ­და წა­რად­გი­ნოს. გა­მო­დის, რომ თქვენ­თა­ნაც ანა­ლო­გი­უ­რი მოთხოვ­ნაა...

- ჩვენ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცნო­ბას არ ვით­ხოვთ, მაგ­რამ ვე­ტე­ქიმ­მა მი­სი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ა­მოწ­მოს. ძაღ­ლის პას­პორ­ტის წარ­დ­გე­ნაც აუცი­ლე­ბე­ლია.  

- და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბას არ ითხოვთ?

- არა, და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა და საგ­ვა­რე­უ­ლო ნუს­ხა არ გვჭირ­დე­ბა. ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პას­პორ­ტი გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა, სა­დაც აღ­რიცხუ­ლია, თუ რა ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს ძაღლს გა­და­ტა­ნი­ლი და აც­რე­ბი თუ აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. 3 თვემ­დე ცო­ფის ვაქ­ცი­ნა­ცია არ კეთ­დე­ბა. რო­ცა ამ აც­რა­საც გა­ი­კე­თებს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ძაღ­ლი ბაღ­ში მოხ­ვ­დეს. უამ­რა­ვი ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ­სე­ბობს, რომ­ლებ­ზეც ძაღ­ლე­ბი იც­რე­ბი­ან. ჩვენ ხომ მათ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლე­ბი ვართ. რო­ცა ძაღ­ლი მთე­ლი დღე ჩვენ­თან არის, ის ავად არ უნ­და გახ­დეს და არა­ფე­რი არ უნ­და და­ე­მარ­თოს.

- არ გქო­ნი­ათ შემ­თხ­ვე­ვა, რომ თქვე­ნი "აღ­საზ­რ­დე­ლი" ძაღ­ლი ავად გამ­ხ­და­რი­ყო?

- რო­გორ არა, ცივ­დე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით, ლეკ­ვო­ბის ასაკ­ში ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბათ. მათ ძი­რი­თა­დად, კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, რად­გან ადა­მი­ა­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ძირს დაგ­დე­ბულ ნივ­თებს ან საკ­ვებს ჭა­მენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ისე­თი­ვე ყუ­რადღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ, რო­გო­რიც თო­თო ბავშვს. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის კუთხი­თაც ჩვი­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ: ვაქ­ცი­ნა­ცი­ე­ბი დრო­უ­ლად უნ­და ჩა­უ­ტარ­დეთ, იმუ­ნი­ტე­ტი უნ­და გა­მო­უ­მუ­შავ­დეთ... გარ­და ამი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ლეკ­ვის სწო­რად აღ­ზ­რ­და. რო­გორც ბავ­შ­ვებ­თან გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბითი მიდ­გო­მა, ასე­თი­ვეა ძაღ­ლებ­თა­ნაც. მათ­თ­ვი­საც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლა, წვრთნა, გა­ნათ­ლე­ბა და ა.შ.

- არ მითხ­რათ, რომ ძაღ­ლე­ბის­თ­ვის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბაც ხდე­ბა.

- არ­სე­ბობს წვრთნის სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მა, რო­მელ­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ჰქვია.

- მო­დი, ჯერ ამ ბა­ღის არ­ს­ზე ვი­სა­უბ­როთ უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბამ­დეც ეტა­პობ­რი­ვად მი­ვი­დეთ.

- მოკ­ლედ, გვაქვს ორი ჯგუ­ფი. თი­თო­ში 4-5 ძაღ­ლია. ჯგუ­ფებ­ში ასა­კის მი­ხედ­ვით არ ნა­წილ­დე­ბი­ან. ეს მათ ჯიშ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, გვყავს ჩი­ხუ­ა­ხუა, რო­მე­ლიც ლეკ­ვებს უფ­რო კარ­გად ეგუ­ე­ბა, ვიდ­რე მოზ­რ­დილ ძაღ­ლებს. გარ­და ამი­სა, რო­გორც უნ­და გა­გიკ­ვირ­დეთ, ძაღ­ლებ­მა ერ­თ­მა­ნე­თის ამო­ჩე­მე­ბა იცი­ან. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი აღ­საზ­რ­დე­ლები არიან რო­ი­მა­რა­ნე­ლი და ერ­თი ბოქ­სი­ო­რი, რომ­ლე­ბიც სხვებ­თა­ნაც კარ­გად ურ­თი­ერ­თო­ბენ, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ. გა­მო­რიცხუ­ლია, რომ ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა ჯგუფ­ში "დას­ვა", რად­გან სულ ერ­თად თა­მა­შო­ბენ, ყვე­ლა­ფერს ერ­თად აკე­თე­ბენ.

- ბაღ­ში ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი მი­ღე­ბის სა­ა­თე­ბი გაქვთ?

- ბაღს სა­კუ­თა­რი ტრან­ს­პორ­ტი - მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა, ძაღ­ლე­ბის აყ­ვა­ნას 8 სა­ა­თი­დან ვიწყებთ. და­ახ­ლო­ე­ბით 9-ზე უკ­ვე ყვე­ლა ძაღ­ლი მან­ქა­ნა­ში ზის. სა­ღა­მო­საც 8-დან 9 სა­ა­თამ­დე ვაბ­რუ­ნებთ სახ­ლებ­ში. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაღ­ში თა­მა­შო­ბენ, სე­ირ­ნო­ბენ, ჭა­მენ...

- მათ­თ­ვის ალ­ბათ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბი გყავთ შერ­ჩე­უ­ლი...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ სა­კითხს საკ­მა­ოდ მკაც­რად ვუდ­გე­ბით. ჩვენ­თან მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს, პირ­ველ რიგ­ში, ცხო­ვე­ლე­ბი უნ­და უყ­ვარ­დეს და მა­თი მოვ­ლის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც უნ­და ჰქონ­დეს. აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნაა, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენს თა­ნამ­შ­რო­მელს 3-4 ძაღ­ლი მა­ინც ჰყავ­დეს. გარ­და ამი­სა, ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს სპე­ცი­ა­ლურ ტრე­ნინგს ვუ­ტა­რებთ, რა­თა ისი­ნი გა­და­ვამ­ზა­დოთ და ჩვე­ნი ბა­ღის­თ­ვის უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი გახ­დ­ნენ. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი სამ­სა­ხუ­რია, ბავ­შ­ვის მოვ­ლა­ზე რთუ­ლიც კი...

- ბავ­შ­ვის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ძაღ­ლი არ წა­იქ­ცე­ვა და თავს მა­ინც არ და­არ­ტყამს...

- რო­გორ გე­კად­რე­ბა?! წა­იქ­ცე­ვა კი­დეც და ბევრ რა­მე­საც იტ­კენს. ძაღლს სულ უნ­და უყუ­რო. მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ უნ­და გყავ­დეს.

- თი­თო ჯგუფ­თან თი­თო პე­და­გო­გი მუ­შა­ობს?

- არა, მათ­თან მი­ნი­მუმ ორი ადა­მი­ა­ნი მა­ინც უნ­და იყოს. ჩვე­ნი ბა­ღი წვრთნას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჩვენ მათ იქ მხო­ლოდ ვუვ­ლით. თუმ­ცა, გვაქვს რამ­დე­ნი­მე პუნ­ქ­ტი, რო­მელ­საც ვას­წავ­ლით. ძაღ­ლის წვრთნა 6 თვი­დან იწყე­ბა. მა­ნამ­დე კი მათ ვას­წავ­ლით, რომ ოთახ­ში არ უნ­და მო­ი­საქ­მონ, ავე­ჯი და სხვა ნივ­თე­ბი არ დაღ­რ­ღ­ნან და შე­ჭა­მონ. ვა­სე­ირ­ნებთ. მათ მკაც­რი გან­რი­გი აქვთ, რომ ერ­თ­სა და იმა­ვე დროს გა­ვიდ­ნენ სა­სე­ირ­ნოდ. ასე­ვე, ძაღ­ლ­მა თა­ვი­სი ად­გი­ლი უნ­და იცო­დეს. ყვე­ლას პერ­სო­ნა­ლუ­რი ლო­გი­ნი აქვს და იცი­ან, რო­მე­ლი რომ­ლი­საა, თუმ­ცა სულ პრობ­ლე­მა გვაქვს - ყვე­ლას ერ­თ­მა­ნე­თის ლო­გინ­ში უნ­და და­წო­ლა. ამი­ტომ, პატ­რო­ნებს ვთხოვთ, ეს ლო­გი­ნე­ბი სახ­ლი­დან არ მო­ი­ტა­ნონ.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი სა­სა­დი­ლო­ში იკ­ვე­ბე­ბი­ან?

- კი, ერ­თი ოთა­ხი გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, სა­დაც მო­რი­გე­ო­ბით ჭა­მენ. ჭა­მის დროს პა­ტა­რებს მა­ინც თავ­ზე უნ­და ედ­გას ვინ­მე, რად­გან და­ნაყ­რე­ბუ­ლიც რომ იყოს, სხვას მა­ინც შე­უ­ჭამს. საკ­ვე­ბი პატ­რონს თვი­თონ მო­აქვს. კვე­ბის გან­რი­გიც თი­თო­ე­ულ ძაღლს ისე­თი­ვე აქვს, რო­გო­რიც სახ­ლ­ში. პატ­რო­ნთან რა პი­რო­ბებ­შიც ცხოვ­რობს, იმა­ვე პი­რო­ბებ­ში ვაცხოვ­რებთ. თუ პატ­რო­ნი გვეტყ­ვის, რომ ის დღე­ში ოთხ­ჯერ აჭ­მევს, ჩვენც ასე ვიქ­ცე­ვით. თუ პირ­ველ სა­ათ­ზე ასე­ირ­ნებს, ჩვენც იმ დროს გაგ­ვ­ყავს სა­სე­ირ­ნოდ. ისე­თი შემ­თხ­ვე­ვაც ხში­რია, რო­ცა მოჰ­ყავთ 4-5 თვის ასა­კის, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ძაღ­ლე­ბი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ექი­მის რჩე­ვას ვით­ვა­ლის­წი­ნებთ - თუ გვეტყ­ვის, რომ მი­სი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვის­თ­ვის დღე­ში სა­მი სა­ა­თია სა­ჭი­რო, ის ძაღ­ლი სა­მი სა­ა­თი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად გა­რეთ არის და სე­ირ­ნობს.

- პე­და­გო­გებს რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ძაღ­ლებ­თან? ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბებს ვგუ­ლის­ხ­მობ, გა­მორ­ჩე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თუ უჩ­ნ­დე­ბათ რო­მე­ლი­მე მათ­გან­თან...

- გუ­ლახ­დი­ლად გეტყ­ვი: ჩვენს პე­და­გო­გებს იმა­ზე მე­ტად უყ­ვართ ძაღ­ლე­ბი, ვიდ­რე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის მას­წავ­ლე­ბელს ბავ­შ­ვე­ბი. ისე ნამ­დ­ვი­ლად არ ხდე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი გა­მო­არ­ჩი­ონ და მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ონ. ეს არც შე­იძ­ლე­ბა. თვი­თონ ძაღ­ლე­ბიც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან, ზო­გი მე­ტად თბი­ლია, ზო­გი - არა. ყვე­ლა მათ­განს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. მომ­ვ­ლე­ლე­ბი იცა­ვენ ბა­ლანსს.

- არ უბ­რაზ­დე­ბი­ან?

- გაბ­რა­ზე­ბა და ჩხუ­ბი გა­მო­რიცხუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ძაღ­ლი მსუ­ბუ­ქად და­ტუქ­სონ. ადა­მი­ა­ნი და ძაღ­ლი ხომ ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბიან. ძაღ­ლის ფსი­ქი­კა­ში პე­და­გოგს თა­ვი­სი ად­გი­ლი უნ­და ჰქონ­დეს. ტრე­ნინ­გის დროს პე­და­გო­გი სწავ­ლობს მოქ­ცე­ვის წესს, რომ ძაღ­ლებ­მა პა­ტი­ვი სცენ. რო­გორც პე­და­გო­გი მო­ექ­ცე­ვა ძაღლს, მის­გა­ნაც იმა­ვეს მი­ი­ღებს. ძაღ­ლი ბუ­მე­რან­გი­ვით არის - თუ სწო­რად მო­ექ­ცე­ვი, ანა­ლო­გი­უ­რად გი­პა­სუ­ხებს. ჩვენს აღ­საზ­რ­დე­ლებს უყ­ვართ პე­და­გო­გე­ბი. პატ­რო­ნე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ძაღ­ლე­ბი დი­ლით კარ­თან დგა­ნან და მო­უთ­მენ­ლად ელი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რომ­ლის ხმა­საც საკ­მა­ოდ შო­რი მან­ძი­ლი­დან იგე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ჩვენს მძღოლ­თან - მა­ხოს­თან. მას­ზე ყვე­ლა ძაღ­ლი გიჟ­დე­ბა. ჩას­ხ­დე­ბი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, თა­ვი­ანთ ად­გილს და­ი­კა­ვე­ბენ, ღვე­დებს "გა­ი­კე­თე­ბენ" და ბა­ღამ­დე ასე სხე­დან.

- ერ­თ­მა­ნეთ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ?

- ჩვენ­თან მოჰ­ყავთ ძაღ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა ძაღ­ლი არა­სო­დეს უნა­ხავს. ასეთ აღ­საზ­რ­დელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. მან ჯერ მომ­ვ­ლე­ლი უნ­და გა­იც­ნოს. მე­რე ეტა­პობ­რი­ვად ვაც­ნობთ და­ნარ­ჩენ ძაღ­ლებ­საც. ბაღ­ში მი­ღე­ბამ­დე, ვე­ტე­რი­ნა­რულ შე­მოწ­მე­ბას­თან ერ­თად, აგ­რე­სი­ის ტეს­ტ­საც გა­დი­ან. თუ ძაღ­ლი აგ­რე­სი­უ­ლია, უარს ვე­უბ­ნე­ბით. არის შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ახალ­მო­სუ­ლი იბ­ნე­ვა, ეში­ნია და ცდი­ლობს, თა­ვი და­იც­ვას. ან რო­მე­ლი­მე ძაღ­ლ­თან წაჩხუ­ბე­ბას ცდი­ლობს, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მა­ლე­ვე მე­გობ­რ­დე­ბი­ან.

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ აქვთ?

- არა, რას ამ­ბობ! ძაღ­ლებს წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, 25-დღი­ა­ნი ციკ­ლი აქვთ, რო­ცა შეჯ­ვა­რე­ბა ხდე­ბა. ამას ჩვენ ამ­ძუვ­ნე­ბის პე­რი­ოდს ვე­ძა­ხით. რო­ცა ძაღ­ლი ძუ არის, მა­შინ ბი­ჭი ძაღ­ლე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბენ და ამი­ტომ ასეთ დღე­ებ­ში ძაღ­ლი ბაღ­ში არ და­დის. და­ნარ­ჩენ დროს მა­თი შეჯ­ვა­რე­ბა არ ხდე­ბა.

- მითხა­რით, რომ სკო­ლაც გაქვთ. ბა­ღის დას­რუ­ლე­ბის მე­რე სკო­ლა­ში გა­და­დი­ან?

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. თუ პატ­რონს სურ­ვი­ლი აქვს, რომ მის­მა ძაღ­ლ­მა ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ის­წავ­ლოს, ის ძაღ­ლი სკო­ლა­ში გა­დაგ­ვ­ყავს. ბა­ღის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც გვაქვს ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა. ანუ, პატ­რო­ნის სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძაღ­ლ­თან მი­დის კი­ნო­ლო­გი და მას­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თს მუ­შა­ობს. ჩვენ დი­დი ძაღ­ლე­ბიც გვყავს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უკ­ვე გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლია, მაგ­რამ პატ­რო­ნის მოუცლელობის გა­მო, ძაღ­ლი ისევ ჩვენს ბაღ­ში და­დის. კომ­ფორ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა გვაქვს. აც­რა სჭირ­დე­ბა, და­ბა­ნა, სტი­ლის­ტი თუ ვე­ტე­რი­ნა­რი, ძაღ­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. გარ­და ამი­სა, თუ პატ­რო­ნი და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დის, შე­უძ­ლია, ძაღ­ლი ჩვენ­თან და­ტო­ვოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დე­ნი დღით წა­ვა. მოკ­ლედ, სას­ტუმ­როს ფუნ­ქ­ცი­ა­საც ვი­თავ­სებთ.

- ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ გაქვთ?

- დი­დი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ასე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ახ­ლა ექ­ს­კურ­სი­ას ვგეგ­მავთ.

- არ მითხ­რათ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი უნ­და მო­ი­ნა­ხუ­ლოთ.

- ძეგ­ლე­ბი არა, მაგ­რამ ლა­მა­ზი მინ­დ­ვ­რე­ბი­სა და ტყის ნახ­ვას ნამ­დ­ვი­ლად ვა­პი­რებთ, რომ კარ­გად ირ­ბი­ნონ და ითა­მა­შონ.

- ძაღ­ლი რომ გა­გაბ­რა­ზებთ, "მშო­ბელს" იბა­რებთ?

- არა, არ გვაბ­რა­ზე­ბენ. ბავ­შ­ვი რომ რა­ი­მეს და­ა­შა­ვებს, მშო­ბელს ეტყ­ვით, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ძაღ­ლ­მა რაც უნ­და და­ა­შა­ვოს, მი­სი ბრა­ლი არ არის. ის ყვე­ლა­ფერს ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად აკე­თებს. ჩვენ ვცდი­ლობთ უზ­რუნ­ველვ­ყოთ ისე­თი გა­რე­მო, რომ ძაღ­ლ­მა არა­ფე­რი და­ა­შა­ვოს. "მშობ­ლებ­თან" ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი გვაქვს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე რე­კა­ვენ და კითხუ­ლო­ბენ, ახ­ლა რას აკე­თებს, ჭა­მა თუ არა და ა.შ.

- ანა­ლო­გი თუ აქვს თქვენს ბაღს?

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა.

- ხალხს ბავ­შ­ვე­ბი ვერ დაჰ­ყავს კერ­ძო ბა­ღებ­ში და ძაღ­ლებს რო­გორ ატა­რე­ბენ?

- ძაღ­ლის მოვ­ლა იმ­დე­ნად ძვი­რი ჯდე­ბა, რომ ვი­საც ძაღ­ლი ჰყავს, მი­სი ბაღ­ში ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვს.

- რა სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და უწევთ თქვენს ბაღ­ში კლი­ენ­ტებს?

- 300-400 ლა­რი. ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლად სად ცხოვ­რობს ძაღ­ლი. მას ხომ ჩვენ­მა ტრან­ს­პორ­ტ­მა უნ­და მი­ა­კითხოს.

- ვინ არი­ან თქვე­ნი აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის "მშობ­ლე­ბი". მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თუ იც­ნობს?

- ჩვენ­თან ძი­რი­თა­დად, ჟურ­ნა­ლის­ტებს დაჰ­ყავთ ძაღ­ლე­ბი. მათ შო­რის, მხო­ლოდ ერ­თია, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, მაგ­რამ მის ვი­ნა­ო­ბას ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ. არ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ მი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი გავამჟღავნო.

- თა­ვად რამ­დე­ნი ძაღ­ლი გყავთ?

- ოთხი. მათ­გან მხო­ლოდ ერ­თი, ისიც ხან­და­ხან და­დის ჩვენს ბაღ­ში. მათ ჩემს ეზო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ჩვე­ნი ბა­ღის ფი­ლი­ა­ლი აქვთ მოწყო­ბი­ლი... (ი­ცი­ნის).

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია