სად დაიწყო მუშაობა მიხეილ სააკაშვილმა

 სად დაიწყო მუშაობა მიხეილ სააკაშვილმა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ნიუ-იორკის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში რეფორმირების პროგრამაზე მუშაობს.

ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "112 უკრაინასთან" ინტერვიუში განაცხადა. ამით მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, რას აკეთებს ნიუ-იორკში და რატომ არ იმყოფება საქართველოში.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე უნივერსიტეტისთვის ვმუშაობ პროგრამაზე, ჩვენი ქვეყნების რეფორმირების შესახებ. თავის დროზე მე დავამთავრე კოლუმბიის უნივერსიტეტი, ვცხოვრობდი ნიუ-იორკში. თბილისის და კიევის შემდეგ, ნიუ-იორკი არის ჩემთვის ყველაზე ახლობელი და მშობლიური ქალაქი. მაქვს ძალიან კარგი და სერიოზული წინადადება წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტისგან. როდესაც ამ პროგრამაზე მუშაობას დავასრულებ, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში და ჩავერთვები პროცესებში ", - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ:

სააკაშვილი აშშ-ს პატარა ქალაქის მეტროში (ინტერნეტჰიტი)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა