"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ნი­სთ­ვის მიძ­ვ­რე­ბა"

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ნი­სთ­ვის მიძ­ვ­რე­ბა"

ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თსუ ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ტრის­ტან მა­ხა­უ­რი არა­ერ­თი მო­ნოგ­რა­ფი­ი­სა და გა­მოკ­ვ­ლე­ვის ავ­ტო­რია, თუმ­ცა აღი­ა­რებს, რომ პო­ე­ზია მის­თ­ვის ისე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა.

- ბა­ტო­ნო ტრის­ტან, გა­ო­რე­ბის შეგრძნე­ბა ხომ არ გიჩ­ნ­დე­ბათ იმის გა­მო, რომ მხატ­ვ­რულ სიტყ­ვა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბას ერ­თ­დ­რო­უ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბით?

- არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმი­ტომ, რომ მა­ინც იმ სუ­ლი­ერ სა­უნ­ჯეს­თან მი­წევს შე­ხე­ბა, რა­საც სიტყ­ვა ჰქვია, თუმ­ცა პო­ე­ზია სხვა სფე­როა - ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა და ფოლ­კ­ლო­რის­ტი­კა კი - სულ სხვა, ამა­ვე დროს, სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სამ­ყა­როს გვთა­ვა­ზობს ცხოვ­რე­ბა. ვფიქ­რობ, რომ სა­მი­ვე ამ სფე­რო­ში ადა­მი­ა­ნის სა­ხე, მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და თვით­მ­ყო­ფა­დი ბუ­ნე­ბა უნ­და ჩან­დეს. შე­მოქ­მე­დი სხვე­ბი­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი უნ­და იყოს, სხვაგ­ვა­რად მას თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

- თქვენს კა­ლამს ეკუთ­ვ­ნის ლექ­სი "მგე­ლი", რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი სა­გა­ლო­ბე­ლია, თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თის აზ­რით, მგლე­ბის მი­ბაძ­ვას ნა­ცარ­ქე­ქი­ო­ბა ჯო­ბია. თქვენც ასე ფიქ­რობთ?

- ამ ლექ­ს­ში მთა­ვა­რი ის არის, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ მრწამსს არ უნ­და უღა­ლა­ტოს. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ ლექ­სის და­სას­რულს:

"მა­ინც არ მინ­და მორ­ჩი­ლე­ბით

დავ­ხა­რო თა­ვი,

გა­ვუყ­ვე თეთ­რი სახ­ლე­ბის­კენ

მი­მა­ვალ ბი­ლიკს,

რად­გა­ნაც ვი­ცი:

მეც ძაღ­ლი­ვით და­მა­ბა­მენ

ფა­რე­ხის ახ­ლოს

და ვუ­და­რა­ჯებ იმას, რა­საც

უნ­და ვმუს­რავ­დე!"

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი იმას არ უნ­და მი­ემ­ხ­როს, რი­სიც არა სწამს, რი­სიც არ სჯე­რა. ეს არის გო­ნივ­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და არა ბრიყ­ვუ­ლი ბრძო­ლა. ბრიყ­ვულ­მა ბრძო­ლამ და და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბამ მარ­თ­ლაც დი­დი ზი­ა­ნი მოგ­ვი­ტა­ნა და ჩა­მოგ­ვარ­ჩი­ნა. ჩემს "მგელ­ში" კი სულ სხვა რამ იგუ­ლის­ხ­მე­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს ლექ­სი 1983 წელს დავ­წე­რე, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო გე­ორ­გი­ევ­ს­კის ტრაქ­ტა­ტის ხელ­მო­წე­რის 200 წლის­თავს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ზე­ი­მობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იქ­მ­ნა ჩეჩ­ნე­თის ჰიმ­ნი, სა­დაც მგე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ მე მა­საზ­რ­დო­ებ­და ქარ­თუ­ლი იგა­ვი მგლი­სა და ძაღ­ლის შე­სა­ხებ, მა­საზ­რ­დო­ებ­და სი­ნამ­დ­ვი­ლე და ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბის ლექ­სე­ბი, თუმ­ცა არა­ვინ გა­მი­მე­ო­რე­ბია და ამ ლექ­სით ჩე­მი სათ­ქ­მე­ლი გა­მოვ­ხა­ტე.

- ისე, საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ას­თან შუბ­ლით შე­ჯა­ხე­ბა ძვი­რად ხომ არ და­უჯ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს?

- იცით, რა? - ეტყო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სთ­ვის ბო­ლომ­დე მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ იყო ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც. პირ­ვე­ლი, ანუ გა­მოღ­ვი­ძე­ბის ეტა­პი, ძა­ლი­ან კარ­გი იყო და ამას თა­ვის დრო­ზე მე­რაბ კოს­ტა­ვაც ამ­ბობ­და: ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა სწყუ­რო­და და აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის გზე­ბი იყო არას­წო­რი. ბრძო­ლის დროს ზოგ­ჯერ უკან­და­ხე­ვაც სა­ჭი­როა, და­ფიქ­რე­ბაც და სიფ­რ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაც... მაგ­რამ ვინც ამას ამ­ბობ­და, არ და­უ­ჯე­რეს. გარ­და ამი­სა, ძა­ლიან ბევ­რი ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი იყო, რო­მელ­მაც უკან დაგ­ვ­წია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩვენ კა­ცი­ჭა­მი­ო­ბის პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ, ამ სიტყ­ვის სრუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, შიგ­ნი­თაც იყო ქარ­თ­ვე­ლე­ბის ღა­ლა­ტი, ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მომ­დევ­ნო ეტა­პე­ბი ჩვენ­მა ხალ­ხ­მა ძა­ლი­ან ცუ­დად გან­ვ­ლო. ჩვენ უნ­და გვცოდ­ნო­და, რომ ვე­რაგ და ბო­როტ ძა­ლას­თან გვი­წევ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, მაგ­რამ ეს თა­ვის დრო­ზე ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რადგან საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ამ ჩა­ა­ძი­ნა ჩვე­ნი ხალ­ხი, ფეს­ვებს მოს­წყ­ვი­ტა და ავი­სა და კარ­გის გარ­ჩე­ვა გა­უ­ჭირ­და.

- ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ა­ნე­თი­დან არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დი წა­მო­ვი­და…

- მთა სი­სუფ­თა­ვის, სიწ­მინ­დის, სის­პე­ტა­კის სიმ­ბო­ლოა და იქი­დან წა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დი­დი პო­ე­ტუ­რი ნი­ჭით არი­ან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, მაგ­რამ მათ სჭირ­დე­ბათ ძა­ლი­ან დი­დი შრო­მა, კითხ­ვა, აზ­როვ­ნე­ბა, რომ ეს ნი­ჭი ბო­ლომ­დე გა­მო­ი­ყე­ნონ. მთი­ე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან გა­მოვ­ყოფ­დი ბე­სიკ ხა­რა­ნა­ულს, ჯარ­ჯი ფხო­ველს, აწ გარ­დაც­ვ­ლილ მა­მუ­კა წიკ­ლა­ურს, ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურს, მა­ნა­ნა ჩი­ტიშ­ვილს და სხვებს - ეს ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც მარ­თ­ლა ქმნის ამინდს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში. ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის კი ლია ლი­ქო­კელი უდავოდ იმე­დის­მომ­ცე­მი ახალ­გაზ­რ­დაა. მთა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი რე­სურ­სი არის, მაგ­რამ ყო­ფი­თი რე­ა­ლო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. იქა­უ­რო­ბა ხალ­ხი­სა­გან და­ი­ცა­ლა და გა­უ­და­ბურ­და. ცო­ტა ხან­ში ალ­ბათ ტყი­თა და ჯა­გე­ბით და­ი­ფა­რე­ბა მთის სოფ­ლე­ბი. ასე მა­გა­ლი­თად, გუ­და­მა­ყარ­ში, სო­ფელ დუ­მაცხო­ში ერ­თი კა­ცი ცხოვ­რობ­და - ჯო­ყო­ლა აფ­ცი­ა­უ­რი, გარ­და­იც­ვა­ლა და ის სო­ფე­ლი ნა­სოფ­ლა­რად იქ­ცა, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა. ამი­ტო­მაც, მთავ­რო­ბა­ში უნ­და იყოს ხალ­ხი, ვინც იქ არის გაზ­რ­დი­ლი და იცის იქა­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ნი­სთ­ვის მიძ­ვ­რე­ბა. მარ­თა­ლია, იყ­ვ­ნენ მთი­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვათ, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბა­ზე არ ზრუ­ნავ­დ­ნენ. რა უნ­და მთას? - გზა, ხი­დი, ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია და შე­ღა­ვა­თი­ა­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბი. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იქ ცხოვ­რო­ბენ და მე­ურ­ნე­ო­ბე­ბიც აქვთ, ისე­თი პი­რო­ბე­ბი უნ­და შე­ვუქ­მ­ნათ, რომ ზამ­თარ­შიც არ ჩა­მო­ვიდ­ნენ ბარ­ში. ხე­ლი­სუფლე­ბამ ისი­ნი უნ­და მო­ა­მა­რა­გოს პრო­დუქ­ტით, რო­მე­ლიც მთას სჭირ­დე­ბა. რაზ­მე­ბი უნ­და შე­იქ­მ­ნას, რომ თიბ­ვა­ში მი­ეხ­მა­რონ. თუ სა­ქო­ნე­ლი არა ჰყავს, ადა­მი­ა­ნი მთა­ში არ გა­ჩერ­დე­ბა, წა­მო­ვა და ის სო­ფე­ლიც და­იც­ლე­ბა. უნ­და იყოს მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც იქა­უ­რი გლე­ხი ხელ­საყ­რელ ფა­სად ჩა­ა­ბა­რებს ხორცს, რძეს, თაფლს, მატყლს. სა­წარ­მო­ე­ბი უნ­და შე­იქ­მ­ნას, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი­თაა იქა­უ­რო­ბა მდი­და­რი, ხალხს სამ­სა­ხუ­რი და ხელ­ფა­სიც უნ­და ჰქონ­დეს, მრა­ვა­ლი გზა არ­სე­ბობს, რომ ეს ხალ­ხი მა­მაპა­პურ მი­წა­ზე რო­გორ­მე და­ვა­მაგ­როთ. სკო­ლე­ბი უნ­და იყოს, კი­ტო­ხის სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე არა ჰყავთ, ფშავ-ხევ­სუ­რეთ­სა და გუ­და­მა­ყარ­ში ბევ­რი სო­ფე­ლია ასე­თი. ხალხს იქაც უნ­და ჰქონ­დეს კომ­პი­უ­ტე­რი, ინ­ტე­რნე­ტი და რაც მთა­ვა­რია, მე­ურ­ნე­ო­ბა. ახ­ლა კი რა ხდე­ბა? - ჩა­მო­დის ეს საწყა­ლი მთი­ე­ლი გლე­ხი, ჩა­მო­აქვს ერ­ბო, ყვე­ლი, კა­რა­ქი და კა­პი­კე­ბად აბა­რებს გა­დამ­ყიდ­ველს. მე­რე ეს ყვე­ლი და ერ­ბო ათი კა­ცის ხელ­ში გა­ივ­ლის, რომ მომ­ხ­მა­რებ­ლამ­დე მი­ვი­დეს. უნ­და იყოს მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც გლე­ხი თა­ვის ნაშ­რომს ჩა­მო­ი­ტანს და გა­ყი­დის. მთავ­რო­ბამ ეს უნ­და მო­აგ­ვა­როს, თო­რემ მთას ვერ ვუშ­ვე­ლით, და თუ მთა ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, მა­შინ ბარ­საც ეშ­ვე­ლე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია