"როგორ შეძლო ყელის გამოჭრა ვენებგადაჭრილმა კაცმა" - რისი თქმა სურდა სიკვდილის ბოლო წუთებში გელა მებონიას

"როგორ შეძლო ყელის გამოჭრა ვენებგადაჭრილმა კაცმა" - რისი თქმა სურდა სიკვდილის ბოლო წუთებში გელა მებონიას

გასულ კვირას თბილისში დაკრძალეს მოძრაობა "საქართველოს არწივის" ლიდერი გელა მებონია. მან საზოგადოებას თავი სკანდალური განცხადებებით დაამახსოვრა. იგი ყოფილი ძალოვანი იყო და მოსკოვიდან სამშობლოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა. აცხადებდა, რომ ძველი ხელისუფლება დევნიდა, მოკვლითაც ემუქრებოდნენ, ამიტომ საქართველოდან გაიქცა.

თბილისში დაბრუნებულმა მებონიამ ვაზაგაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადება გააკეთა. ირწმუნებოდა, რომ ის ერთ-ერთი თვითმხილველი იყო იმისა, თუ როგორ ჩაუწყვეს ჩახოცილებს მანქანაში ძალოვანებმა იარაღი. მებონია ამხელდა მაშინდელ პოლიციის უფროსს ირაკლი ფირცხალავას, რომ იარაღის ჩადების ბრძანება უშუალოდ მან გასცა. ამ დეტალებზე მებონიამ ზურაბ ვაზაგაშვილის მამასთან, იური ვაზაგაშვილთანაც ისაუბრა. ბატონი იური არ გამორიცხავს, რომ გელა მებონია მოიშორეს: "მებონია პირდაპირ ხელს ადებდა ირაკლი ფირცხალავასა და ყოფილ პოლიციელ გიორგი ცააძეს. ითხოვდა, ისინი პროკურატურას დაეკითხა. ფირცხალავა კი დაჰკითხეს, მაგრამ რა რეაგირება მოჰყვა მის ჩვენებას, არ ვიცი. ცააძე ბოლოს მატროსოვის ციხეში იჯდა. ვიცი, რომ გამოუშვეს და აქედან წასვლაშიც დაეხმარნენ. ახლა შევიტყვე, რომ მოსკოვის პოლიციაში დაუწყია მუშაობა. ეჭვი მიჩნდება, ხომ არ არის ცააძე გასვრილი ამ საქმეში?"

გელა მებონია იმასაც ამბობდა, რომ გირგვლიანის ცხედარი პირველად მან ნახა და დასძენდა, რომ ოლეგ მელნიკოვი მკვლელობის დროს იქ გახლდათ: "სანდრო ნაწამები და შიშველი იყო. ენით ვერ აღვწერ, რა მდგომარეობაში იყო ცხედარი. ჩვენ იქ 6 კაცის ნაკვალევი აღმოვაჩინეთ. ერთი ოლეგ მელნიკოვის ფეხსაცმელს დაემთხვა. მეექვსე ვინ იყო, უცნობია, დანარჩენი ოთხი კი ისინი იყვნენ, ვინც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ. ისინი დათა ახალაიას ბრძანების გარეშე ვერაფერს მოიმოქმედებდნენ".

მებონიას კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება ბორდელებს უკავშირდებოდა - მან შს სამინისტროს მიაწოდა სასტუმროების სია, სადაც არასრულწლოვან გოგონებს პროსტიტუციას აიძულებდნენ. მოგვიანებით თბილისში რამდენიმე ასეთი ბუნაგი დაიხურა. იგი ასევე გამოეხმაურა "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას "როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი", სადაც ჩემი რესპონდენტი (თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი) აცხადებდა, რომ როენა ხუცურაულის ცნობილ სასტუმროს ძალოვანები კონსპირაციული შეხვედრებისთვის იყენებდნენ და იქ კეთდებოდა ფარული ჩანაწერებიც. მებონიამ მითხრა, რომ ამ სასტუმროზე უამრავი სამხილი ჰქონდა და მნიშვნელოვანი მასალა შესაბამის სამსახურებსაც კი გადასცა, შესაბამისად, ელოდა როენას დაკავებასაც. მაშინ მებონიამ ჩემს რესპონდენტთან შეხვედრაც კი მთხოვა და შეხვდა კიდეც...

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ