ჭაბუა ამირეჯიბის წერილი პატრიარქს გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე

ჭაბუა ამირეჯიბის წერილი პატრიარქს გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე

"წერილები პატრიარქს" - ასე ჰქვია წიგნ-ალბომს, რომელშიც წმინდა სინოდის წევრების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ხელოვანების პატრიარქისადმი ხელნაწერი წერილებია დაბეჭდილი, სადაც ისინი უწმინდეს საკუთარ სიხარულს, წარმატებას და ტკივილს უზიარებენ. მათ შორის არის ჭაბუა ამირეჯიბის წერილი, რომელიც მწერალმა პატრიარქს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისწერა. Ambebi.ge გთავაზობთ წერილს:

"უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენო დიდი მოძღვარო და სულიერო წინამძღოლო, ჩვენო ბატონო ილიავ!

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად წილად მხვდა - თქვენი ღვაწლით განათებულ დროში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობთ. მწამს, ამასვე გრძნობენ მილიონობით ჩვენი თანამემამულენი.

გმადლობთ ყველაფრისთვის, - გმადლობთ ქრისტესმიერი სიყვარულისთვის, რომელსაც უმთავრესად უძღვნით ყველა ჩვენგანს, - დიდსა თუ მცირეს. აზრით გვმოძღვრავთ და გვასწავლით სიყვარულს, მიტევებას, სიბრძნესა და დიდსულოვნებას.

მწამს უფალი შეისმენს თქვენს ლოცვებს, რომელთაც მთელი ჩვენი ერის გულისხმევა ერთვის და ჩვენი საქართველო გაბრწყინდება!

თქვენი ბერი დავითი - მზეჭაბუკ, ჭაბუა ამირეჯიბი.

თბილისი, 2013 წლის თვრამეტი ივნისი."

შეგახსენებთ, რომ ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა.

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ჭაბუა ამირეჯიბი: "ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს!"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია