გიგი უგულავამ პროკურატურა დატოვა - მერი დაკავებული არ არის

გიგი უგულავამ პროკურატურა დატოვა - მერი დაკავებული არ არის

ბრალის წარდგენის მიუხედავად დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაკავებული არ არის. არსებული ინფორმაციით, უგულავამ მთავარი პროკურატურის შენობა უკვე დატოვა.

ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, მიმართავს თუ არა პროკურატურა თბილისის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უგულავას წინააღმდეგ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

იხილეთ ვიდეო

ამავე თემაზე:

გიგი უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

უგულავა: ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება და გაგრძელდება გამარჯვებისთვის

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ