დაიცავს თუ არა უგულავას იმუნიტეტი 7-დან 11 წლამდე პატიმრობისგან

დაიცავს თუ არა უგულავას იმუნიტეტი 7-დან 11 წლამდე პატიმრობისგან

დედაქალაქის მერს დაკავებისგან იმუნიტეტი არ იცავს. დაკავებისას იმუნიტეტის საკითხს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი" ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ არ შეიძლება დაკავებულ იყვნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი, სახალხო დამცველი, მოსამართლე. კანონის ამ ჩამონათვალში მერი არ ფიგურირებს.

უგულავას წინააღმდეგ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გიგი უგულავას გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება. საუბარია საერთო ჯამში 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც არა თბილისის განვითარებას, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას" მოხმარდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ:

უგულავას პირველი განცხადება პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ

გიგი უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

უგულავა: ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება და გაგრძელდება გამარჯვებისთვის

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ