"დაბლები და მსუქნები ნუ გამომეხმაურებიან" - უფლებების დარღვევა დამსაქმებელთა მხრიდან

"დაბლები და მსუქნები ნუ გამომეხმაურებიან" - უფლებების დარღვევა დამსაქმებელთა მხრიდან

აქ­ცე­ვენ თუ არა ყუ­რადღე­ბას სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბი­სას გა­რეგ­ნო­ბას, ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს? არის თუ არა მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გა­რან­ტი? შეიძლება თუ არა ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვად შე­ფას­დეს? - ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზე თვალ­საზ­რი­სის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად რამ­დე­ნი­მე რეს­პონ­დენტს მივ­მარ­თეთ.

მა­კა ლო­მი­ნა­ძე: - ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მე­ნე­ჯე­რის ვა­კან­სი­ა­ზე გა­ნაცხა­დი შე­ვი­ტა­ნე, კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბი­თაც გა­დავ­ლა­ხე, მაგ­რამ გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ მითხ­რეს, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ამ პო­ზი­ცი­ას ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი; ვფიქ­რობ, გა­რეგ­ნო­ბის გა­მო და­მი­წუ­ნეს, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეს ჩე­მს კონ­კუ­რენტს, რო­მელ­საც მარ­თ­ლაც მო­დე­ლის გა­რეგ­ნო­ბა, პა­რა­მეტ­რე­ბი ჰქონ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, ჩემ­ზე უთ­ქ­ვამთ, ამას ფრონტ-ოფის­ში, სა­დაც კლი­ენ­ტებ­თან, მომ­ხ­მა­რე­ბელ­თან ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ვერ ვა­მუ­შა­ვებ­თო. ვფიქ­რობ, ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა მას­ზე ხომ არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი? სა­სა­მარ­თ­ლო­ში ჩი­ვილს ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ რა აზ­რი აქვს, იტყ­ვი­ან, სხვა კრი­ტე­რი­უ­მით არ დაგ­ვაკ­მა­ყო­ფი­ლაო...

მადონა კო­ი­ძე, მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელმძღვანელი: - ვფიქ­რობ, ეს ფაქ­ტო­რი შრო­მის კო­დექ­ს­ში ასა­ხუ­ლი უნ­და იყოს, დღეს მთლი­ა­ნად ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის ხედ­ვა­ზე, ში­ნა­გა­ნა­წეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა კრი­ტე­რი­უ­მით აირ­ჩე­ვენ თა­ნამ­შ­რო­მელს, სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ, რო­ცა საქ­მე ვაჭ­რო­ბას ეხე­ბა, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის გა­რეგ­ნო­ბა­ზე მე­ტად მი­ს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, იმას, აწ­ვ­დის თუ არა მყიდ­ველს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე, მაგ­რამ რო­ცა საქ­მე ეხე­ბა პრო­მო­აქ­ცი­ებს, სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებს ქუ­ჩებ­სა თუ და­ხუ­რულ პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში, აქ უკ­ვე გა­რეგ­ნო­ბას ძალ­ზე დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ადა­მი­ანს ისე­თი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი უნ­და ჰქონ­დეს, რომ პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ველს, რეს­პონ­დენტს, მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბა თუ ქა­ლი, მას­თან შე­ჩე­რე­ბის, დრო­ის დათ­მო­ბის და გა­სა­უბ­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დეს. თუმ­ცა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ეხე­ბა მხო­ლოდ სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ებს, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა ადა­მი­ა­ნის მხო­ლოდ საქ­მი­ან, პრო­ფე­სი­ულ თვი­სე­ბებს უნ­და მი­ე­ნი­ჭოს, მით უმე­ტეს, თუ საქ­მე სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს ეხე­ბა. რო­ცა ადა­მი­ანს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს, ვა­კან­სი­ას ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით აკ­მა­ყო­ფი­ლებს და უარს მხო­ლოდ იმ ნიშ­ნით ეუბ­ნე­ბი­ან, რომ არა­საკ­მა­რი­სად გრძე­ლი კი­დუ­რე­ბი ან მოკ­ლე ცხვი­რი აქვს და ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლია, მი­სი უფ­ლე­ბე­ბი ილა­ხე­ბა. ეს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვაა ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

გიგი ჩიხ­ლა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თ­ვე­ლოს" იურის­ტი: - ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის­თ­ვის ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვა მა­შინ არ ჩა­ით­ვ­ლე­ბა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ად, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­რეგ­ნო­ბას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ანუ ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ხო­ლო თუ გა­რეგ­ნო­ბას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს და არ­ჩე­ვანს მა­ინც ამ ნიშ­ნით აკე­თე­ბენ, ეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვაა.

- რა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­რეგ­ნო­ბა "ა­უ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა" იყოს?

- მა­გა­ლი­თად, სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ზო­გი­ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში - ან­სამ­ბ­ლი, თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი, ასე­ვე, კომ­პა­ნი­ე­ბის სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ე­ბი­სას.

ხა­ტია შა­მუ­გია, კომ­პა­ნია "ი­სი პა­რის" პი­არმე­ნე­ჯე­რი: - თა­ნამ­შ­რომ­ლის გა­რეგ­ნო­ბას ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევთ ისეთ პო­ზი­ცი­ა­ზე, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, კონ­სულ­ტან­ტი. ჩვენ ადა­მი­ა­ნის გა­ლა­მა­ზე­ბას, ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბით და კონ­სულ­ტან­ტი მე­ტი და­მა­ჯე­რობ­ლო­ბის­თ­ვის, თვი­თო­ნაც კარ­გად უნ­და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ჯან­სა­ღი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­დეს, ისე, რო­გორც კოს­მე­ტო­ლოგ­თან მის­ვ­ლი­სას, უპირ­ვე­ლე­სად, მის კანს ვუ­ყუ­რებთ, სტო­მა­ტო­ლოგ­თან კი - კბი­ლებს. ამი­ტომ ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტი გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ უნარ-ჩვე­ვებ­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი კი­დევ უფ­რო მომ­ხიბ­ვ­ლე­ლე­ბი ხდე­ბი­ან, თა­ვის უკეთ მოვ­ლას სწავ­ლო­ბენ, იცი­ან, რო­მელ ნაკვთს გა­უს­ვან ხა­ზი.

- იურის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის­თ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბა ერ­თ­გ­ვა­რად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვაა...

- რა თქმა უნ­და, გა­რეგ­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, ცუ­დი ტო­ნია. ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­შიც, მო­დე­ლის პა­რა­მეტ­რე­ბი 90-60-90 არ მი­გუ­ლის­ხ­მია, თუმ­ცა, ზო­გი­ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე ადა­მი­ა­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბი­ს და მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის მე­ტად მი­სა­ღე­ბი უნ­და იყოს, მით უმე­ტეს, რო­ცა საქ­მე ეხე­ბა მო­დას, პარ­ფი­უ­მე­რი­ას, კოს­მე­ტი­კას. ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია პო­დი­უმ­ზე ულა­მა­ზო მო­დე­ლი გა­დი­ო­დეს? ჩვე­ნი სფე­როც "ფე­შენ­თან" არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია