რაზე ესაუბრა უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს

რაზე ესაუბრა უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების დეტალებზე ესაუბრა.

"ჩვენ საათნახევარი ვისაუბრეთ და მერაბიშვილმა მოყვა დეტალები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ და ის არის გაკვირვებული, რომ გამოძიება არ არის დაწყებული. მერაბიშვილი მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალურად მიაწოდოს მას ინფორმაცია", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებაზე გამოძიების დროული დაწყება აუცილებელია. "აუცილებელია გამოძიების დაწყება, რათა ყველაფერს გაეცეს პასუხი, რაც უფრო დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცესი დროში, ვფიქრობ, შესაძლოა, უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდეს, თუ რატომ არ ხდება განცხადებაზე რეაგირება. აუცილებელია, რომ ზეწოლის შესახებ ნებისმიერმა განცხადებამ გამოძიების სახე მიიღოს", - განმარტა სახალხო დამცველმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ