ვლადიმერ პუტინი - ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არაკორექტულად მიმაჩნია

ვლადიმერ პუტინი - ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არაკორექტულად მიმაჩნია

ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არაკორექტულად მიმაჩნია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ვფიქრობ, რომ არაკორექტულია ყირიმში არსებული სიტუაციის შედარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუციასთან. ყირიმთან დაკავშირებით მსგავსი, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ხდებოდა, არაფერი ხდება, რადგან თავის დროზე ამ ტერიტორიებმა თავიანთი დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადეს და სამწუხაროდ, იქ ეთნიკურ ნიადაგზე ფართომასშტაბიანი სისხლისღვრა იყო", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ეს არ იყო პირველი მსგავსი კონფლიქტი, თუ 1918 და 1921 წლების კონფლიქტებს გავითვალისწინებთ, როცა სადამსჯელო ოპერაციები ხორციელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ამ ტერიტორიებმა რუსეთის ფარგლებში დარჩენის სურვილი გამოთქვეს და არა – დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში.

"ამიტომ აქ ახალი არაფერია. როგორც იცით, ამ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ მშვიდობისმყოფელები, რომელთაც საერთაშორისო სტატუსი ჰქონდათ და ასევე რუსი სამხედრო მოსამსახურეები. თუმცა, იქ იყვნენ ქართველი სამხედროები და იმ დროისთვის არაღიარებული ამ ტერიტორიების წარმომადგენლებიც. ჩვენი რეაქცია დაკავშირებული იყო არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან, არამედ ჩვენს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმასა და ჩვენი სამხედროების მკვლელობაზე. აი, რაში მდგომარეობდა ამ მოვლენების არსი. მადლობა ღმერთს, ყირიმში მსგავსი არაფერია და იმედია, არც მოხდება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტს კითხვა "ლოს ანჯელეს თაიმსის" უკრაინელმა ჟურნალისტმა დაუსვა, რომელმაც პუტინს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, ყირიმში რუსეთმა ისევე დაიცვას რუსულენოვანი მცხოვრებლები, როგორც ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა.

"საქართველოსთან კონფლიქტის წინ რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ ათასობით რუსული პასპორტი დაურიგა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლებს. მერე კი, კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იყო საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაეცვა. შესაძლებელია თუ არა ჰიჰოთეტურად მაინც, რომ თქვენ ასევე დაიცვათ ყირიმის რუსულენოვანი მცხოვრებლები ან ყირიმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები. შესაძლებელია თუ არა ბუნებაში რუსი ჯარების უკრაინაში შეყვანა", - ჰკითხა "ლოს ანჯელეს თაიმსის" ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს.

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების კითხვებს უპასუხა. პუტინთან პრესკონფერენციას 1300-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა