ფუ­ფა­ლას სინ­დრო­მი - "სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­ნა­ბე­რე­ბი და ბერ­ბი­ჭე­ბი მომ­რავ­ლდნენ"

ფუ­ფა­ლას სინ­დრო­მი - "სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­ნა­ბე­რე­ბი და ბერ­ბი­ჭე­ბი მომ­რავ­ლდნენ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­ნა­ბე­რე­ბი­სა და ბერ­ბი­ჭე­ბის სიმ­რავ­ლე­ზე არა­ერ­თგზის თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, თუმ­ცა ალ­ბათ უნ­და ით­ქვას, რომ გა­ცი­ლე­ბით რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ში­ნა­ბე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ამ "ე­პი­თეტს" მა­შინ­ვე მი­აკ­რა­ვენ, რო­გორც კი 30-32 წელს გა­და­ა­ბი­ჯე­ბენ ხოლ­მე. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას, ოჯახს, დისშ­ვი­ლებ­სა თუ ძმისშ­ვი­ლებს გა­და­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის დრო არა­სო­დეს ჰყოფ­ნით და მი­ზეზ­თა გა­მო ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რის პოვ­ნას ვერ ახერ­ხე­ბენ. ფსი­ქო­ლოგ ნა­ნა ჩა­ჩუ­ას აზ­რით, ამ ადა­მი­ან­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტის შექ­მნა არც ისე ძნე­ლი­ა:

- რო­დე­საც ე.წ. ში­ნა­ბე­რებ­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ა: ყვე­ლამ იცის, რომ არ­სე­ბობს დე­დობ­რი­ვი ინ­სტინ­ქტი, რო­მე­ლიც სხვა­ზე ზრუნ­ვას, მოდ­გმის დაც­ვა­სა და უდი­დეს მგრძნო­ბე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რით, დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის ფორ­მუ­ლა ასე ჟღერს: "შვი­ლო, რო­გო­რიც უნ­და იყო, მე მა­ინც მიყ­ვარ­ხარ!" მაგ­რამ ამ "შვილ­ში" არ იგუ­ლის­ხმე­ბა მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი - ადა­მი­ა­ნი ბი­ო-­ფსი­ქო-­სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბა­ა, ამ­დე­ნად, ქა­ლის­თვის არ­სე­ბობს ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი და არ­სე­ბობს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი - ანუ ის, ვის­ზეც ზრუ­ნავს და თა­ვის სიყ­ვა­რულს ხარ­ჯავს. ამი­ტომ ქა­ლი­სათ­ვის მთა­ვა­რი ის კი არ არის, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი ჰყავ­დეს, არა­მედ მას უნ­და ჰქონ­დეს საზ­რუ­ნა­ვი, ობი­ექ­ტი, რო­მელ­თა­ნაც ის სა­კუ­თარ თავს გა­მო­ხა­ტავს. მთა­ვა­რი­ა, რომ ის აღ­მოჩ­ნდეს სიყ­ვა­რუ­ლის გა­ცე­მი­სა და მი­ღე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ ამი­სათ­ვის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დაშ­ვი­ლო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სუ­ლაც არ არის.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლე­ბი ილუ­ზი­ე­ბით ცხოვ­რო­ბე­ნო...

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, რად­გან ვინ­მე­ზე ზრუნ­ვა სუ­ლაც არ არის ილუ­ზი­ა, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს გა­მო­ხა­ტავს და ეს არის სწო­რედ მი­სი ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სი. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლე­ბის სიმ­რავ­ლე სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნაკ­ლი­სი­ა, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს სუ­ლაც არ არის ტრა­გე­დი­ა: მარ­ტო დარ­ჩე­ნა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი უბე­დუ­რი უნ­და იყოს და თა­ვი­სი დე­დობ­რი­ვი ინ­სტინ­ქტის გა­მო­ხატ­ვა ვერ შეძ­ლოს. შემ­თხვე­ვი­თო­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ზოგ­ჯერ ქმნის პი­რო­ბებს იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი ვერ იპო­ვა, ამას შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მან თა­ვი­სი ქა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და დე­დობ­რი­ვი გრძნო­ბა ვერ გა­მო­ავ­ლი­ნოს. ბედ­ნი­ე­რე­ბა ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში­ა, სა­დაც პი­როვ­ნე­ბა სა­კუ­თარ თავს იპო­ვის და გა­მო­ავ­ლენს.

- ქარ­თულ ენა­ში არის საკ­მა­ოდ უსი­ა­მოვ­ნო ეპი­თე­ტი - "ში­ნა­ბე­რა", რო­მელ­საც 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქალს "მი­ა­კე­რე­ბენ" ხოლ­მე.

- დი­ახ, არ­სე­ბობს სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰუ­მა­ნუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით უმარ­თე­ბუ­ლ­ოა. ისე კი, ში­ნა­ბე­რა, რო­გორც ასე­თი, სუ­ლაც არ არის ცუ­დი სიტყ­ვა. ღმერ­თმა ქნას, რომ ყვე­ლა "შინ" დაგ­ვა­ბე­როს. "შინ" ძა­ლი­ან კარ­გი სიტყ­ვა­ა, "შინ" თუ გაქვს, ეს არის ძა­ლი­ან დი­დი სიმ­დიდ­რე და მო­დი, ორი­ვე სიტყ­ვას ასე შევ­ხე­დოთ.

- ტი­პუ­რი სა­ხე მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლი­სა არის ფუ­ფა­ლა - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეძებს სიყ­ვა­რულს, ზოგ­ჯერ იგო­ნებს კი­დეც, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტო­ა.

- მე თუ მკითხ­ავთ, ფუ­ფა­ლა ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ა, ეს არის ადა­მი­ა­ნის და­უშ­რე­ტე­ლი უნა­რი იმი­სა, რომ იოც­ნე­ბოს, იფიქ­როს. ამავ­დრო­უ­ლად, ეს არის ადა­მი­ა­ნის მა­რა­დი­უ­ლი ტკი­ვი­ლი და მერ­ყე­ო­ბა ყოფ­ნა­სა და არ­ყოფ­ნას, იმედ­სა და უი­მე­დო­ბას, "ჰო­სა" და "ა­რას" შო­რის. ჩვენ ყვე­ლა­ნი, რო­გო­რე­ბიც უნ­და ვი­ყოთ, სა­დაც უნ­და ვი­ყოთ და რო­გო­რი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლიც უნ­და ვი­ყოთ, თუ "ფუ­ფა­ლო­ბას" არ ვა­ტა­რებთ სა­კუ­თარ თავ­ში, სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით.

- ალ­ბათ ცალ­კე მსჯე­ლო­ბის თე­მაა ე.წ. ბერ­ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლო ხა­ნებ­ში ასე­ვე ძა­ლი­ან მოგ­ვიმ­რავ­ლდნენ.

- ბერ­ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ო­ჯა­ხე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, მარ­თლაც მომ­რავ­ლდნენ და ეს უმე­ტეს­წი­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. თა­ნაც, გარ­კვე­ულ ასაკს რომ გა­დას­ცდე­ბი­ან (ამ ასაკს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ), უკ­ვე ეჩ­ვე­ვი­ან ცხოვ­რე­ბის ამ წესს და გა­ურ­ბი­ან იმას, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც შეც­ვა­ლონ. ისი­ნი ეჩ­ვე­ვი­ან მარ­ტო­ო­ბას, თუმ­ცა მა­მა­კა­ცი­სათ­ვის მარ­ტო­ო­ბა უფ­რო ძნე­ლია, იმი­ტომ, რომ ქა­ლე­ბი საზ­რუ­ნა­ვი ობი­ექ­ტის მო­ძებ­ნას ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ, მა­მა­კა­ცებს კი ეს უჭირთ. თუმ­ცა, არი­ან ისე­თი მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ საქ­მეს "იშ­ვი­ლე­ბენ" ხოლ­მე, რო­გორც და­ვით გუ­რა­მიშ­ვილ­მა "იშ­ვი­ლა" თა­ვი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქმნი­ლე­ბა და მას "და­ვი­თი­ა­ნი" უწო­და.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია