გიორგი ღვინიაშვილი და კახაბერ ბუცხრიკიძე პროკურატურაში გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით არიან დაბარებული

გიორგი ღვინიაშვილი და კახაბერ ბუცხრიკიძე პროკურატურაში გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით არიან დაბარებული

გიორგი ღვინიაშვილი და კახაბერ ბუცხრიკიძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. ასევე 20 დეკემბერს, 16:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ბუცხრიკიძე.

საქმე ეხება გ. ღვინიაშვილის ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მომხდარ ალექსანდრე (სანდრო) გირვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, ხოლო კ. ბუცხრიკიძის შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ა. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ სასჯელის მოხდისას საპატიმრო დაწესებულების უკანონოდ დატოვებისა და მათთვის კანონით აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ