სარეკლამო SMS-ის გაგზავნა შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

სარეკლამო SMS-ის გაგზავნა შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მოქალაქეთა მონაცემების და უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს.

საუბარია შემთხვევებზე, როცა მოქალაქეები კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შეტყობინებებს სმს-ების მეშვეობით იღებენ.

"ამ მხრივ კანონს აქვს ხარვეზი. კანონი ამბობს, რომ მხოლოდ წერილობითი ფორმით უნდა მოითხოვო, თუ გინდა სმს-ების გამოგზავნის შეწყვეტა. ეს ადამიანებისთვის მოსახერხებელი ფორმა არ არის. ამიტომ ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს. კიდევ ერთი გამოწვევაა ის, რომ კანონი კერძო სექტორის მიმართ ინსპექტირების ნაწილში ძალაში 2016 წლიდან შედის. ჩვენ გვინდა ამ ვადის გადმოწევა, რადგან არსებობს ფინანსური სანქცია, რომელიც კანონშია ჩადებული და თუ მოქალაქე ჩათვლის, რომ პირდაპირი მარკეტინგი მის მიმართ არასწორად განხორციელდა, მას შეეძლება ჩვენ მოგვმართოს, აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

მისივე განმარტებით, აპარატის საკანონმდებლო წინადადება, სავარაუდოდ, იქნება ის, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი, იმავე ფორმით ითქვას უარი პირდაპირ მარკეტინგზე. კანონი ასევე დაარეგულირებს მონაცემთა შეგროვების საკითხს, ანუ პირდაპირი მარკეტინგისას ადგილი უნდა ჰქონდეს ღიად გამოხატულ თანხმობას. ასევე, უნდა გამარტივდეს სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმი.

"თუ ორგანიზაცია ამ ვალდებულებას დაარღვევს, ანუ მოქალაქის მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემების დამუშავებას მაინც გააგრძელებს, პირი ჩვენ მოგვმართავს და ჩვენ განვახორციელებთ ინსპექტირებას, რის შემდეგაც მივიღებთ ჯარიმის გადაწყვეტილებას 3 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით", - განმარტა თამარ ქალდანმა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია