NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - მოგწონთ, თუ არა?- გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, ხოლო 11%-ს პროცენტს არ მოსწონს.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 72%-ს მოსწონს, 10%-ს არ მოსწონს; პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 72%-ს მოსწონს; 9 პროცენტს არ მოსწონს; პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა 56%-ს მოსწონს, 21%-ს არ მოსწონს.
როგორც NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუის ნავარომ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით გაიზარდა. ასევე 5 პროცენტით გაიზარდა დავით უსუფაშვილის მოწონების მაჩვენებელი და 65 პროცენტს შეადგენს.
ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" 13-დან 27 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 3,915 რესპონდენტი წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).