უშიკიშვილის სავარაუდო შემცვლელი: "ეს არის რაიონების სურვილი, რომ მე ვიყო ამ თანამდებობაზე"

უშიკიშვილის სავარაუდო შემცვლელი: "ეს არის რაიონების სურვილი, რომ მე ვიყო ამ თანამდებობაზე"

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა, რომელმაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორად შესაძლოა ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი, დავით ცინცაძე დაინიშნოს.

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არსებობს?

- მოდი ასე ვთქვათ, არ ვიცი. საუბარი ჩემს გარდა სხვებზეც იყო. ჩემზე იმიტომ, რომ ჩემი და რაიონების ურთიერთობა განსაკუთრებულია

- გიორგი უშიკიშვილი ამბობს, რომ მის გათავისუფლებაში ანზორ ერქომაიშვილის ხელი ურევია. თქვენ ერქომაიშვილთან დაახლოებული ფიგურა ხართ. შესაბამისად, ჩვენი ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობას თქვენ დაიკავებთ არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. მით უმეტეს, რომ შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არსებობას თქვენც ადასტურებთ...

- მე მგონია რომ ეს არასწორია. მის გათავისუფლებაში უამრავი, ათასობით ადამიანის ხელი ურევია და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ღირსეულად ვერ მართა ეს სამსახური. ერქომაიშვილთან ახლობლობას ვადასტურებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ის მართავს, ან ვინმეს ცხოვრებაში ჩაერევა. შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ვისგან არსებობს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერქომაიშვილიდან არა და ვერც იქნება, რადგან ის არ წყვეტს ამას. ეს არის რაიონების სურვილი, რომ მე ვიყო ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება თქვენს აზრს, არ ვეთანხმები, ვუარყოფ, რომ ასეა, გარდა ჩემი და მისი ახლობლობისა" - ამბობს დავით ცინცაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია