ქართველი მინისტრების რეიტინგი

ქართველი მინისტრების რეიტინგი

NDI-ის კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი ლიდერობენ.

ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 13 %, კარგად - 41 პროცენტი; ირაკლი ალასანიას საქმიანობას - ძალიან კარგად - 9 %, კარგად - 42%; თეა წულუკიანის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 8%, ხოლო კარგად - 38%.

რეიტინგში შემდეგ ადგილებზე არიან მაია ფანჯიკიძე და დავით სერგეენკო. საგარეო საქმეთა მინისტრის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 6%, კარგად - 34%; ხოლო ჯანდაცვის მინისტრის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5%, კარგად - 32%.

კახა კალაძის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5%, კარგად - 32; თამარ სანიკიძის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 3%, კარგად - 27;

სოზარ სუბარის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 3%, კარგად - 28; დავით ნარმანიას საქმიანობას ძალიან კარგად - 4%, კარგად - 24; ნოდარ ხადურის საქმიანობას ძალიან კარგად 3%, კარგად - 26.

საქმიანობის შეფასების რეიტინგში შემდეგ ადგილებზე არიან ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ფიფია, პაატა ზაქარეიშვილი, დავით დარახველიძე და ხათუნა გოგალაძე.

ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" 13-დან 27 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 3,915 რესპონდენტი წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა