"სააკაშვილი ბუნებით მშიშარა ადამიანია და იცის, საკანში ჯდომას ვერ გაუძლებს"

"სააკაშვილი ბუნებით მშიშარა ადამიანია და იცის, საკანში ჯდომას ვერ გაუძლებს"

NDI-იმ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება დააპატიმრებს. რამდენად რეალურია ეს, ჩვენ კომენტარი ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ:

- ხალხმა იცის, რომ დასავლეთის ზეწოლის გამო სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება ვერ დააპატიმრებს. რაც შეეხება ყბადაღებულ თემად ქცეულ ხალხის დაკვეთას, სწორედ ხალხის დაკვეთაა, რომ სააკაშვილი წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაგრამ დღევანდელი მოცემულობის პირობებში ხალხს ამის აღარ სჯერა. არის კიდევ ერთი ფაქტორი, გასათვალისწინებელია, თუ ვინ ატარებს კვლევას. NDI-ის ხელწერა ჩვენ კარგად ვიცით და გამორიცხული არაა, რომ ციფრების ფალსიფიცირება მოხდა.

- ვის ინტერესებში შედის ამ ციფრების ფალსიფიკაცია?

-მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ხელთ ექნება ეს ციფრები, თავისი უცხოელი პარტნიორებისთვის (რომლებსაც უკვე ეჭვი შეაქვთ მის წესიერებაში) და აუფრიალებს ამ ციფრებს, რომ აი, ქართველი ხალხი წინააღმდეგია ჩემს მიმართ რეპრესიული ქმედების გატარებისა. იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის და მის გარშემო მყოფი მცირე ადამიანების სურვილი და არა ქართველი ერისა.

- დასავლეთის ზეწოლა ახსენეთ და ხომ არ შეეწირება დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებას, ხალხის მიერ მოთხოვნილი სამართლიანობის აღდგენა?

- რასაკვირველია, შეეწირება. "ნაციონალური მოძრაობის" დაცვისას ჩვენ გვაქვს საქმე ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფთან, რომლებიც ერთ-ერთ პარტიას წარმოადგენენ, მაგ. "სახალხო პარტიას", და მათ თითოეულ პროტესტს მოჰყვება ხოლმე უზარმაზარი აჟიოტაჟი და საშინელი რეაქცია და შემდეგ ეს ფასდება როგორც მთელი დასავლეთის რეაქცია. ამ დროს ეს სულაც არაა სიმართლე. დასავლეთში არის უამრავი პოლიტიკოსი, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ ისინი ვერ დაკავდებიან ყოველდღიურად საქართველოში მიმდინარე პროცესების კომენტარით, ხოლო ქართველ საზოგადოებას ჰგონია, რომ ეს ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს და დასავლელმა პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა მისცენ შეფასება ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ეს არაა ხალხის ბრალი, ესაა ხელისუფლების ბრალი, რომელმაც ასეთი ტონი შექმნა.

- "სახალხო პარტიის" განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მედიასაშუალებები ყოველთვის აქტიურად აშუქებენ, ხოლო თუ მათ საწინააღმდეგო განცხადება გავრცელდა, ასეთი ინფორმაცია რატომღაც ნაკლებად ვრცელდება. რბილად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს, ერთგვარ შიდა საინფორმაციო ომთან და ამ ომში, "ნაციონალური მოძრაობა" ხომ არ ამარცხებს ხელისუფლებას?

- "ნაციონალური მოძრაობა" ამ ომში ჯერ არაა გამარჯვებული, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია. საქართველოს ხელისუფლება ერთის მხრივ, ერიდება ხალხის განსაკუთრებულ გაღიზიანებას, რათა ხალხი ლინჩის წესით გასამართლებაზე არ გადავიდეს, ხოლო მეორეს მხრივ, ცდილობს ხალხის დაკვეთა შეასრულოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა