ნიკოლოზ ბარათაშვილის უცნობი ფოტო

ნიკოლოზ ბარათაშვილის უცნობი ფოტო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ლარისა შუღლიაშვილი-შენგელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოა.

"ვფიქრობ საინტერესო იქნება გაეცნოთ ლიტერატურის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის დავით შუღლიაშვილის (1910-1993) სტატიას "ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი" დაბეჭდილი "საბჭოთა ხელოვნებაში" 1984 წლის N7-ში. ფოტო აღმოჩენილია 1967 წელს თბილისში მცხოვრები ბარათაშვილების ოჯახში (მოხუცი დიასახლისის დედამთილი იყო "პრელესტ ბაბალე"). ამის შესახებ პირველად დაიბეჭდა 1968 წლის იანვარში", - წერს ლარისა შენგელია, რომელიც დავით შუღლიაშვილის ქალიშვილია.

როგორც ცნობილია, პოეტის რამდენიმე პორტრეტი არსებობს, თუმცა უცნობია, თუ როგორ გამოყურებოდა ის სინამდვილეში.

იხილეთ ასევე: ბედის ბორბალი, ანუ ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საქანელა-საკოცნელა

ნიკოლოზ ბარათაშვილი - მარადიული სიმაღლე, ქართველი ხალხის პასპორტი, შექმნილი ლირიკაში!

ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ნამდვილი პორტრეტი

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო