ღარიბაშვილი - საქართველო მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ძალ-ღონეს არ დაიშურებს

 ღარიბაშვილი - საქართველო მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ძალ-ღონეს არ დაიშურებს

საქართველო მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უზრუნველსაყოფად ძალ-ღონეს არ დაიშურებს, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა ყურადღება.

"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ლიტვას, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ამ ისტორიული მნიშვნელობის სამიტის ორგანიზებისათვის. ასევე მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან იგი გვაძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, განვაგრძოთ წინსვლა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგია არის რევოლუციური ინიციატივა მასში მონაწილეობის მსურველი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისათვის. პარტნიორებს, რომლებიც მზად არიან, გამოიჩინონ მეტი ძალისხმევა და ჩააბარონ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ტესტი, ეძლევათ ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა. ეს კი, მართლაც მნიშვნელოვანი წახალისებაა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის კუთხით. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უზრუნველსაყოფად. მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უკვე დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება", - განაცხადა ღარიბაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.

ვილნიუსის სამიტზე საუბრისას ღარიბაშივილი უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა. "მიგვაჩნია, რომ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება გამონახავს სწორ გზას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამომხატველი იქნება", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა