პროკურატურა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ დღეს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ბრალდებულ გიგი  უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლისმე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი "თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, უგულავასათვის წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ჯერ უცნობია, როდისთვის ჩანიშნავს თბილისის საქალაქო სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ