"ფუ­ლის ჩა­რიცხ­ვის ნაც­ვლად ცხვა­რი მოჰ­ყავთ" - ქველმოქმედება ქართულად

"ფუ­ლის ჩა­რიცხ­ვის ნაც­ვლად ცხვა­რი მოჰ­ყავთ" - ქველმოქმედება ქართულად

სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გით, ქველ­მოქ­მე­დე­ბის დო­ნით სა­ქარ­თვე­ლომ მსოფ­ლი­ოს 135 ქვე­ყა­ნას შო­რის 116-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, შარ­შან კი 128-ე ად­გი­ლი ეჭი­რა. რე­ი­ტინ­გში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში თან­ხის გა­და­რიცხ­ვა, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა და ა.შ. რა არის ქველ­მოქ­მე­დე­ბა, არის თუ არა ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სიმ­დიდ­რე­ზე? რო­დის უჩ­ნდე­ბა ადა­მი­ანს სხვი­სი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი და რა მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებს? - ამ სა­კითხ­ებ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის, ასო­ცი­ა­ცია "კა­თარ­ზი­სის" პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლე გუ­ლი­კო რო­მა­ნიშ­ვი­ლი და კულ­ტუ­რო­ლო­გი, სო­ცი­ო­ლო­გი ლე­ლა ია­კო­ბაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

გუ­ლი­კო რო­მა­ნიშ­ვი­ლი: - ქველ­მოქ­მე­დე­ბის სურ­ვი­ლი უფ­რო მე­ტად წი­ნა­სადღ­ე­სას­წა­უ­ლოდ - სა­შო­ბა­ოდ, სა­ა­ხალ­წლოდ, სა­აღ­დგო­მოდ იზ­რდე­ბა. ამ დროს სათ­ნო­ე­ბის სახ­ლის­თვის, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სთ­ვის გა­ღე­ბუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბაც მა­ტუ­ლობს და შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სიხ­ში­რეც. თუმ­ცა, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც მხო­ლოდ ქველ­მოქ­მე­დე­ბით, კერ­ძო პი­რე­ბი­სა თუ კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბით არ­სე­ბობს.

-  ადა­მი­ა­ნებს პი­რა­დი ტრა­გე­დი­ი­სას, ოჯა­ხის წევრის გან­საც­დე­ლის გა­მო თუ უჩ­ნდე­ბათ ქველ­მოქ­მე­დე­ბის სურ­ვი­ლი?

-  არის ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი. ამ დროს თან­ხის გად­მო­რიცხ­ვა­ზე ხში­რად შე­სა­წი­რი ცხვა­რი მოჰ­ყავთ, ცოცხ­ა­ლი ან დაკ­ლუ­ლი, ჩა­უთ­ქვა­მენ და მე­რე საკ­ლავს კლა­ვენ, პრო­დუქ­ტიც მო­აქვთ. რო­ცა ოჯა­ხის წევრს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მა აქვს ან ავა­რია შე­ემ­თხვე­ვა და გა­დარ­ჩე­ბა, აღუთ­ქვა­მენ, რომ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის შე­სა­წირს გა­ი­ღე­ბენ.

-  რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბი­სას?

-  შე­საძ­ლო­ა, ზო­გი პი­ა­რის­თვი­საც აკე­თებს, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თად გვქო­ნია - ვი­ღა­ცას მცი­რე­დი გა­უ­ღია და მე­რე მო­უთხ­ო­ვია გა­შუ­ქე­ბა, ფარ­თო აფი­ში­რე­ბა. ძი­რი­თა­დად, უან­გა­როდ გვეხ­მა­რე­ბი­ან, გვყავს მე­გო­ბა­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შეც ვერ ვი­არ­სე­ბებ­დით. ისი­ნი გულ­წრფე­ლად ეხ­მა­რე­ბი­ან მათ, ვი­საც მარ­თლა ძა­ლი­ან უჭირს. გვინ­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც თუნ­დაც ერთ თეთრს გა­ი­ღებს უმ­წე­ო­ე­ბის­თვის, ამ სახ­ლში მო­ვი­დეს და თა­ვი­სი თვა­ლით ნა­ხოს ისი­ნი, ვი­საც ეხ­მა­რე­ბა - ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ უფ­რო მე­ტის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ.

ლე­ლა ია­კო­ბაშ­ვი­ლი: - დახ­მა­რე­ბის, ქველ­მოქ­მე­დე­ბის სურ­ვი­ლი, ისე რო­გორც სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვა, ადა­მი­ა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი; იმა­ზე, შე­უძ­ლია თუ არა პი­როვ­ნე­ბას გა­ი­ზ­იაროს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბა და მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ნა­ხოს. ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში ამას ემა­ტე­ბა ის ფაქ­ტო­რიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო უღა­რი­ბე­სი ქვე­ყა­ნა­ა, ხო­ლო შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა კი ჯერ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა, ეს ახა­ლი ქარ­თვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი თა­ო­ბა­ა, რო­მე­ლიც ფულს "გა­და­ე­ყა­რა" და თა­ვი­სი რო­ლი სო­ცი­ა­ლუ­რ სტრუქ­ტუ­რა­ში ჯერ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არა აქვს. და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ფი­ნან­სურ­მა ელი­ტამ ზუს­ტად იცის, რომ თვი­თონ მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა კარ­გად, რო­ცა მის ირ­გვლივ ნაკ­ლე­ბი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იცხ­ოვ­რებს, მათ უზ­რუნ­ველ ყო­ფას ნაკ­ლე­ბი საფ­რთხე, აგ­რე­სია და­ე­მუქ­რე­ბა და უან­გა­როდ გა­ცე­მის სურ­ვი­ლის გარ­და, მათ ესეც ამოძ­რა­ვებთ. ქველ­მოქ­მე­დე­ბა მარ­ტო ფუ­ლის მი­ცე­მა არ არის, სო­ცი­ა­ლუ­რ სივ­რცის გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ა: მათხ­ო­ვარს და­ეხ­მა­რე­ბი, თუ და­ი­ნა­ხავ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს (ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოს) გა­ჭირ­ვე­ბა აქვს კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და იქ ჩა­დებ ფულს; უცხ­ო­ეთ­ში ძალ­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი არ შე­ვა მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც თუნ­დაც სა­შუ­ა­ლო ფა­სე­ბი­ა, პრეს­ტი­ჟის გარ­და მას ისიც ამოძ­რა­ვებს, რომ სხვა, ნაკ­ლე­ბად უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ ადა­მი­ა­ნებს და­უ­ტო­ვოს ეს სივ­რცე, ესეც სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნად­გო­მის, ქველ­მოქ­მე­დე­ბის ერ­თგვა­რი ფორ­მა­ა.

-  ამ გა­მო­კითხ­ვით, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჯერ კი­დევ ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, ქუ­ჩა­ში უც­ნობს ფუ­ლი მის­ცენ, ვიდ­რე საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­და­რიცხ­ონ. რით ახ­სნით ამას?

-  ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­სა­გე­ბია - ხელ­გაწ­ვდილ, გა­თო­შილ ადა­მი­ანს ხე­დავ და ისიც იცი, რა­ში აძ­ლევ ფულს. საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კი რიგ შემ­თხვე­ვა­ში, არ ენ­დო­ბი­ან, ესეც ჩვე­ნი მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბის ექო­ა: ზო­გი­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბით მი­ღე­ბულ პრო­დუქტს ბაზ­რო­ბებ­ზე ყიდ­და.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია