უკრაინაში "კორვალოლი" აკრძალეს

უკრაინაში "კორვალოლი" აკრძალეს

უკრაინის სამკურნალო პრეპარატების სახელმწიფო სამსახურმა "კორვალოლის" წვეთების რეალიზაცია, შენახვა და გამოყენება აკრძალა. დროებითი იქნება ეს ეკრძალვა თუ წამალი აფთიაქებიდან სამუდამოდ გაქრება, ექსპერტები გადაწყვეტენ. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით "კორვალოლის" შემოწმებას შეუდგნენ.

დამამშვიდებელი წვეთები აშშ-ი, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ლიტვაში, პოლონეთში, ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში აფთიაქებიდან უკვე ამოიღეს.

პრეპარატი, რომელიც 1912 წელს გერმანიაში შექმნეს, უკრაინასა და მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში რეცეპტის გარეშე იყიდებოდა. მას ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევდნენ. აკრძალვის მიზეზი მის შემადგენლობაში ფენობარბიტალისა (ფსიქოტროპული საშუალება) და ეთანოლის არსებობა გახდა, რომელსაც ნარკოტიკული და ტოქსიკური მოქმედება აქვს.

უკრაინაში აიკრძალა სხვა რიგი პრეპარატებიც, მათ შორის "კორვალდინი", "ურონეფრონის" გელი და ცხვირის წვეთები "ნაზოფერონი". წელს ზაფხულში უკრაინაში "მარგანცოვკის" შეტანა აიკრძალა, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორი საშუალებების სიაში შეიტანეს.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია