საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და მათი ფოტოები...

საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და მათი ფოტოები...

19 წლის ნიკოლოზ ცანავა მოყვარული ფოტოგრაფია, თუმცა, კოლეგებისგან განსხვავებით, ბევრი უცნაურობა ახასიათებს. არ უყვარს სულიერის გადაღება, ძირითადად, თავისი ხელით სახელდახელოდ აწყობილ ნივთებს იღებს. ნივთები ერთჯერადია და არ ინახავს. მასალა კი შეიძლება, სხვა დროსაც გამოადგეს. ბავშვობიდან, დიდი ბაბუის მსგავსად, მსახიობობაზე ოცნებობდა, თეატრალურში ჩაბარებაც სცადა, ბოლოს კი ტურიზმი აირჩია, თუმცა დროებით. ნიკას ოცნება საზღვარგარეთ ფოტოხელოვნების შესწავლაა, ოღონდ მსახიობობის აუსრულებელი ოცნების გადმოტანა ფოტოგრაფიაზე სურს.

- ბავშვობიდან მიყვარდა სურათების გადაღება, მას შემდეგ, რაც კამერიანი ტელეფონი შევიძინე, უამრავ სურათს ვიღებდი. ჩემი დიდი ბაბუა, გრიგოლ ტყაბლაძე, მსახიობი გახლდათ, ამიტომ მეც ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. თუმცა ბევრჯერ შევცვალე გადაწყვეტილება და მას შემდეგ, რაც ჯარში ვერ წავედი, დამიწუნეს, გადავწყვიტე, ფოტოგრაფიისთვის ხელი სერიოზულად მომეკიდა. თავიდან მხოლოდ ჩემს ნახატებსა და საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთებს ვუღებდი ფოტოებს, შემდეგ ცა შემიყვარდა. ერთხელ გათენებაც გადავიღე. მთელი ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ თენდებოდა და ცის ფერის ცვლილებას ვიღებდი. არასოდეს გადამიღია პორტრეტები, სულიერის ფოტოზე ასახვა არ მიყვარდა. თეატრალურში ჩაბარებისას დამავალეს, რომ ადამიანის ნაკვთები გადამეღო და შემდეგ დამეწერა, რას ვფიქრობდი თითოეულ მათგანზე, მაგრამ აღარ დამაინტერესა და ისევ უსულო საგნებს დავუბრუნდი.

- შიშველი ნატურით არასოდეს დაინტერესებულხარ?

- არა, ბევრია ასეთი ფოტო, თითქმის ყველა ფოტოგრაფი იღებს და სისულელეა, სტუდიური სურათებით ამ სფეროს რა უნდა შევმატო. ცუდია, მაგრამ ფოტოებზე მხოლოდ საკუთარ განცდებს გადმოვცემ. ახლა სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობ. მინდა, ჩემი გადაღებული სურათები უფრო მასშტაბური და ღრმა გამოვიდეს. საფრანგეთში ან იტალიაში წავალ, ორივე ქვეყანაში ძალიან კარგი სკოლებია. ახლა "რუსთავი 2"-ში ნიჭიერის მონაწილეებს ვიღებ. ისინი თამამები არიან, არ აწუხებთ ვარსკვლავური დაავადება და კარგად პოზირებენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია