რითი ხსნის ხელფასის გაზრდას პრეზიდენტი და რატომ დადის სამსახურში ფეხით?

რითი ხსნის ხელფასის გაზრდას პრეზიდენტი და რატომ დადის სამსახურში ფეხით?

რატომ გაიზრადა პრეზიდენტის ხელფასი და რატომ არ სარგებლობს საპრეზიდენტო კორტეჟისთ გიორგი მარგველაშვილი. ამ შეკითხვებს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა.

"ხელზე ავიღებ 7.200 ლარს. მანამდე დაახლოებით ამის ნახევარი ჰქონდა წინა პრეზიდენტს. ეს თემა, ისევე, როგორც "შალახო" ვილნიუსის სამიტზე და ჩემი არშესვლა პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართული საექსპერტო საზოგადოების ღრმა კვლევის საგანი გახდა. შემიძლია მარტივად ავხსნა, რამ გამოიწვია ჩემთვის ხელფასის გაზრდის საჭიროება და დასამალიც არაფერია.

4 ათასი ლარი არ იყო ის თანხა, რითაც რეალურად ცხოვრობდა საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორც კი შევუდექი მოვალეობის შესრულებას, გადავწყვიტე, რომ საზოგადოების მოტყუება და პრეზიდენტის ხარჯების სხვა უწყებებზე გაწერა უნდა დასრულებულიყო. პირდაპირ ვთქვი, რომ როცა გაქვს ასეთი სტატუსი, შესაბამისად, გაქვს ხარჯები, რისთვისაც 3-4 ათასი ლარი არ არის საკმარისი. არა იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ თანხით ვიცხოვრო, თუმცა ჩემი ხელფასი პოლიტიკაში მოსვლამდე მეტიც ყოფილა, არამედ იმიტომ, რომ ამ სტატუსით ვერ შეძლებ ამ თანხით ცხოვრებას. ან უნდა მოიტყუო", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, გამვლელებს, რომელთა შორისაც უმეტესობა ძველი ნაცნობები არიან, სამსახურში ფეხით მოსიარულე პრეზიდენტის დანახვა არ აკვირვებთ.

"მთავრობის კანცელარიიდან 50 მეტრში ვცხოვრობ. შესაბამისად, ხშირად დავდივარ სამსახურში ფეხით და ეს არ არის არც პოლიტიკური პრანჭიაობა და არც ჩემი თავმდაბლობა.

ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად შეიძლება სახლიდან კანცელარიამდე ფეხით მოსვლა, ვიდრე მანქანით. ქუჩაში უმეტესად ისინი მხვდებიან, ვისაც ბოლო 40 წელია ყოველდღე ვხვდები და ვხედავ. ამიტომ სულაც არ უკვირთ ჩემი დანახვა", - ამბობს პრეზიდენტი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა