ვდგა­ვართ თუ არა რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ი­ს" საფ­რ­თხის წი­ნა­შე?

ვდგა­ვართ თუ არა რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ი­ს" საფ­რ­თხის წი­ნა­შე?

http://chasovnya.msk.ru/...... მა­ნამ, სა­ნამ ამ სამ­ლოც­ვე­ლო­ში შე­ა­ბი­ჯებ­დეთ, გახ­სოვ­დეთ შემ­დე­გი: თქვენ უფ­ლის შვი­ლი ხართ. კარ­გად და­ფიქ­რ­დით იმა­ზე, თუ რა უნ­და სთხო­ვოთ უფალს ან რის­თ­ვის უნ­და გა­და­უ­ხა­დოთ მად­ლო­ბა. აქ თქვენ აგ­რეთ­ვე შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა და ილო­ცოთ ახ­ლობ­ლებ­ზე.

შემ­დეგ სამ­ლოც­ვე­ლოს მარ­ჯ­ვე­ნა ფლი­გელ­ში ინაც­ვ­ლებთ, სა­დაც წმინ­დან­თა გრძე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ირ­ჩევთ სა­სურ­ველ წმინ­დანს და მი­სი ხა­ტის წინ ლოც­ვას კითხუ­ლობთ. თუ შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა ზე­პი­რად არ იცით, შე­გიძ­ლი­ათ, ტა­ბუ­რეტ­ზე და­დე­ბუ­ლი ლოც­ვე­ბის წიგ­ნი მო­იშ­ვე­ლი­ოთ. სან­თ­ლე­ბიც იქ­ვეა, ოღონდ მარ­ცხ­ნივ - ხის ყუთ­ში.

მათ შე­სა­ძე­ნად ხურ­და სა­ჭი­რო არ არის.

chasovnya.com უფ­რო დახ­ვე­წი­ლი და მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლოა. ხის ყუთ­ში მოზ­რ­დი­ლი ზო­მის სან­თ­ლე­ბი სა­მად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და მა­თი დან­თე­ბა უფა­სოდ შე­გიძ­ლი­ათ. ხა­ტე­ბი, ლოც­ვის წიგ­ნი. არც სახ­ლი­დან გას­ვ­ლაა სა­ჭი­რო. სკა­მი­დან ად­გო­მა ხომ, მით უმე­ტეს, არ დაგ­ჭირ­დე­ბათ. სა­ლო­ცა­ვად მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რია სა­ჭი­რო. სა­უ­ბა­რი ინ­ტერ­ნე­ტეკ­ლე­სი­ა­ზეა, რომ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­მე­დიასივ­რ­ცე­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რ­ცელ­და.

ყვე­ლა­ფე­რი კი ევ­რო­პა­ში და­იწყო. St Pixels ერ­ქ­ვა პრო­ექტს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მე­თო­დის­ტურ­მა ეკ­ლე­სი­ამ გა­დაწყ­ვი­ტა. 2004 წელს პრო­ექ­ტ­მა ოთხ­თ­ვი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მას­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და ანი­მი­რე­ბუ­ლი ავა­ტა­რე­ბის სა­ხით. მათ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გო­ტი­კუ­რი სტი­ლის 3 ტაძარში შეკ­რე­ბი­ლიყ­ვ­ნენ, ეგა­ლო­ბათ, ელო­ცათ. სა­იტ­ზე სულ 41 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და. ყო­ველ­დღე კი მას 7 300 მლოც­ვე­ლი ჰყავ­და. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ასა­კი 30 წელს ზე­ვით იყო. აქე­დან 60%-ს მა­მა­კა­ცე­ბი შე­ად­გენ­დ­ნენ.

- ყო­ვე­ლი­ვე ეს ცხად­ყოფს, რომ ტა­ძა­რი ჭა­ღა­რა­შე­რე­უ­ლი ში­ნა­ბე­რე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი არ არის, - ხუმ­რობს კი­დეც მი­სი ერთ-ერ­თი შემ­ქ­მ­ნე­ლი, სა­ი­მონ ჯენ­კინ­სი და სა­კუ­თარ პრო­ექტს, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთ ახალ, პროგ­რე­სულ და ინო­ვა­ცი­ურ ფორ­მას დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებს.

ევ­რო­პას კვალ­დაკ­ვალ რუ­სე­თი მიჰ­ყ­ვა და გა­ას­წ­რო კი­დეც. რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ამ ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 17 ასე­თი სამ­ლოც­ვე­ლოა.

"აღ­დ­გო­მა გვი­ახ­ლოვ­დე­ბა. ათა­სო­ბით მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს ტა­ძარ­ში აღ­ნიშ­ნავს. უფ­ლის აღ­დ­გო­მას ზე­ი­მობს. მაგ­რამ რა ქნან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­წოლს არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი და გარ­კ­ვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი შეზღუდ­ვე­ბის გა­მო სა­კუ­თა­რი ბი­ნის საზღ­ვ­რებს ვერ სცილ­დე­ბი­ან? ან იქ­ნებ ვინ­მეს უამ­რავ ადა­მი­ან­თან ერ­თად ლოც­ვას, თა­ვის­თ­ვის ურ­ჩევ­ნია ილო­ცოს?" - ასე მი­მარ­თა­ვენ კომ­პა­ნია R Vision და დე­ნის კაპ­რა­ლო­­ვი ონ­ლა­ინ ტაძ­რის ვი­ზი­ტო­რებს. თით­ქოს ცუ­დი ამა­ში არა­ფე­რია, ერ­თ­გ­ვა­რი სხი­ვიც არის პორ­ნოგ­რა­ფი­ი­თა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რეკ­ლა­მე­ბით გა­ჯე­რე­ბულ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ თუ კარ­გად და­ვუ­ფიქ­რ­დე­ბით და პა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბა­საც ჩა­ვა­ტა­რებთ, უამ­რა­ვი პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი კითხ­ვა გაგ­ვიჩ­ნ­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უნარ­შეზღუ­დულ­ნი არი­ან, სახ­ლი­დან გას­ვ­ლი­სა და ტა­ძარ­ში ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ, მაგ­რამ რა უშ­ლით მათ ხელს სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში მო­იწყონ სა­ლო­ცა­ვი კუთხე და რე­ა­ლუ­რი სან­თე­ლიც აუნ­თონ უფალს? ან განა ყვე­ლას აქვს კომ­პი­უ­ტე­რი სახ­ლ­ში?

მოკ­ლედ, უამ­რა­ვი კითხ­ვით თავ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი, ვებ­გ­ვერდს ვეწ­ვიე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ის მომ­ხ­მა­რე­ბელს ვებ და პრო­მო გვერ­დე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­სა და თა­მა­შე­ბის შექ­მ­ნას სთა­ვა­ზობს. დამ­კ­ვე­თე­ბის სი­აც შთამ­ბეჭ­და­ვია: "პეპ­სი", "ლიპ­ტო­ნი", "პან­ტე­ნი", "მაქს ფაქ­ტო­რი" და ა.შ. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, აქ­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე კი­დევ ერ­თი სამ­ლოც­ვე­ლო - ინ­დუ­რი ღვთა­ე­ბის, გა­ნე­შას პა­ტივ­სა­ცე­მად. მას­ში ყვე­ლა­ფე­რი იგი­ვეა, რაც "ჩა­სოვ­ნი­ა­ში". ოღონდ ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით - სან­თ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად არო­მა­ტუ­ლი ჩხირე­ბია, სა­გა­ლობ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად - მან­ტ­რა, ხო­ლო მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტე­ბის ნაც­ვ­ლად - ინ­დუ­რი ღმერ­თე­ბის ქან­და­კე­ბე­ბი. კომ­პა­ნი­ის პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში აგ­რეთ­ვე თავს იწო­ნებს ონ­ლა­ინ თა­მა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ხელ­წო­დე­ბით - Playboy. კი­დევ ერ­თი კითხ­ვა და­მე­ბა­და - ვინ და­უკ­ვე­თა ონ­ლა­ინ სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი კომ­პა­ნი­ას? და­ვი­ჯე­რო, კაპ­რა­ლოვ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გაყ­ვა­ნა ამ­გ­ვა­რი სა­ი­ტის დამ­ზა­დე­ბით გა­დაწყ­ვი­ტა? ამ კითხ­ვით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კაპ­რა­ლოვს მივ­მარ­თე. მის კე­დელ­ზე უამ­რა­ვი მად­ლო­ბაა ონ­ლა­ინ სამ­ლოც­ვე­ლოს შექ­მ­ნის­თ­ვის. არის კითხ­ვე­ბიც.იქვე ვი­გებ, რომ სა­ი­ტი კურ­თხე­ვის გა­რე­შე შე­იქ­მ­ნა, რად­გა­ნაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა უარი გა­ნაცხა­დეს მის კურ­თხე­ვა­ზე და მი­ზე­ზად გარ­კ­ვე­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი გა­ნა­წე­სი და­ა­სა­ხე­ლეს. "გა­ნა­წე­სი რა, ჯარ­ში ხომ არ ვართ?" - კაპ­რა­ლოვს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის პა­სუ­ხი ხუმ­რო­ბა­ში გა­და­აქვს.

კაპ­რა­ლოვს პი­რად­ში წე­რილს ვუ­ტო­ვებ კითხ­ვით, - ვინ­მემ ურ­ჩია ამ­გ­ვა­რი სა­ი­ტე­ბის შექ­მ­ნა თუ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­დაწყ­ვი­ტა, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა?

პა­სუხს ერ­თი კვი­რის მან­ძილ­ზე ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ - ამა­ოდ. კაპ­რა­ლო­ვი მუ­დამ ხაზ­ზეა და მხო­ლოდ მად­ლო­ბებს იხ­დის.

ჩვენ­თან, სა­დაც ეკ­ლე­სი­ას ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია, ცო­ტა არ იყოს, სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. გა­მო­კითხულ­თა დი­დი ნა­წი­ლი გა­მო­რიცხავს, რომ ოდეს­მე მსგავს პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით მსოფ­ლი­ოს ვირ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ტემპს, ცო­ტა ში­ში მიპყ­რობს: ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ტა­ძარ­ში წას­ვ­ლის ნაც­ვ­ლად, ონ­ლა­ინ ლოც­ვა არ ვამ­ჯო­ბი­ნოთ. იქნებ ამ პრო­ექ­ტ­ში ჩა­დე­ბუ­ლი დე­და­აზ­რიც ეს არის? - ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან მოწყ­ვე­ტა და ვირ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია. ამ კითხ­ვებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გვი­პა­სუ­ხე­ბენ.

პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძეა, ევან­გე­ლის­ტურ-ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი:

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში რე­ლი­გი­ის "გა­და­ბარ­გე­ბის" შე­სა­ხებ ცო­ტა რამ ვი­ცი, თუმ­ცა მაქვს ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ მხრივ. ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან ხში­რად ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ წიგ­ნის ბეჭ­დ­ვა ეშ­მა­კის მან­ქა­ნად იყო შე­რაცხი­ლი. არ­ც­თუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში კი ტე­ლე­ვი­ზო­რის და სულ მთლად "გუ­შინ" - კომ­პი­უ­ტე­რის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოს­ვ­ლა ბო­რო­ტე­ბად მო­ნათ­ლეს. თუმ­ცა, გა­მოხ­და ხა­ნი და ეკ­ლე­სი­ე­ბი ბიბ­ლი­ე­ბის ბეჭ­დ­ვამ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა. ცო­ტა კი­დევ უფ­რო გვი­ან კი ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბი მიხ­ვ­დ­ნენ, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქა­და­გე­ბე­ბით გა­ცი­ლე­ბით დიდ აუდი­ტო­რი­ას მი­აწ­ვ­დენ­დ­ნენ ხმას, ვიდ­რე თუნ­დაც ყვე­ლა­ზე დიდ ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას. მსგავს პრო­ცე­სებს ვაკ­ვირ­დე­ბით კომ­პი­უ­ტერ­თან და ინ­ტერ­ნეტ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. საქ­მე ისაა, რომ ფორ­მა ან­და რა­მე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა სრუ­ლად სა­სი­კე­თო ან სრუ­ლად სა­ზი­ა­ნო. მთა­ვა­რია, რა ში­ნა­არსს ვდებთ მას­ში. თუ ხე­დავ, რომ ესა თუ ის ფორ­მა ეხ­მა­რე­ბა ში­ნა­არსს, მა­შინ არ შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე ხე­ლა­ღე­ბით უარის თქმა იმის გა­მო, რომ ამი­ს გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ა­ში. ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დის უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის რე­ლი­გია - ის ამავ­დ­რო­უ­ლად, თე­მად ყოფ­ნის გან­ც­დაც არის. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ სივ­რ­ცე­ში, არა­მედ ზო­გა­და­დაც უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს. რაც დრო გა­დის, სულ უფრო იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით მე­გობ­რებს. იშ­ვი­ა­თად გვე­ნატ­რე­ბა ახ­ლობ­ლე­ბი, იმი­ტომ რომ ოდეს­ღაც ერ­თ­მა­ნეთს სუ­რა­თე­ბი ან­და სტა­ტუ­სე­ბი და­ვუ­ლა­ი­ქეთ და ამით და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი. ასე თუ გაგ­რ­ძელ­და, მა­ლე ალ­ბათ ყვე­ლა­ნი მარ­ტო­სუ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით.

- მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა ეს მოვ­ლე­ნა პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლად?

- სამ­წუ­ხა­როდ, რე­ლი­გია ყო­ველ­თ­ვის პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია. იმ­პე­რა­ტორ კონ­ს­ტან­ტი­ნეს მი­ერ ეკ­ლე­სი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად გა­დაქ­ცე­ვა იყო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი მოვ­ლე­ნა და მას მე­რე არა­ერ­თხელ გვი­ხი­ლავს რე­ლი­გია-პო­ლი­ტი­კის დუ­ე­ტი თუ დუ­ე­ლი.

- ბო­ლო დროს ბევრს სა­უბ­რო­ბენ, - სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იბა­რე­ბენ აღ­სა­რე­ბა­სო. თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, შექ­მ­ნის თუ არა ეს ფაქ­ტი ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად გა­დაქ­ცე­ვის საფ­რ­თხეს? და კი­დევ უფ­რო უარე­სი: შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ამ" ადა­მი­ა­ნი ღმერთს ჩა­მო­ა­შო­როს?

- ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად ქცე­ვა ევ­რო­პა­ში უკ­ვე და­იწყო, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ში ინ­ტერ­ნე­ტი და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ღმერ­თ­თან და­შო­რე­ბას, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ადა­მი­ა­ნი ღმერთს არ შორ­დე­ბა ფორ­მე­ბის გა­მო. ადა­მი­ა­ნი ღმერთს შორ­დე­ბა ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში. თუ მოძღ­ვარს ონ­ლა­ინ იმი­ტომ უკავ­შირ­დე­ბი, რომ პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი გი­ჭირს და ასე წე­რა-წე­რით უფ­რო გი­ად­ვილ­დე­ბა გუ­ლის გახ­ს­ნა ან თუ შორს ხარ და გინ­და, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­ლა­პა­რა­კო, ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ თუ­კი მოძღ­ვარს აღ­სა­რე­ბას იმი­ტომ აბა­რებ ონ­ლა­ინ, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვ­ლა გე­ზა­რე­ბა ან ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბებს შო­რის ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე აღ­მო­ა­ჩი­ნე და ბა­რემ ამა­საც მო­ვი­შო­რე­ბო, ფიქ­რობ, მა­შინ ეს უკ­ვე დი­დი პრობ­ლე­მაა.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ თქვენც დად­გეთ იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რა­საც ჰქვია სა­კუ­თა­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ლოც­ვე­ლო­სა და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ავა­ტა­რის შექ­მ­ნა?

- ვთვლი, რომ თუ­კი მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უფ­რო მეტ დროს გა­ა­ტა­რე­ბენ, ეკ­ლე­სი­აც იქ უნ­და მი­ვი­დეს, სა­დაც სამ­წყ­სოა და იქ და­ე­ლა­პა­რა­კოს მრევლს. ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ან­თან, სა­დაც უნ­და იმ­ყო­ფე­ბო­დეს ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ­შია - იქ უნ­და და­ე­ლა­პა­რა­კოს. თუ მუ­ყა­ოს კო­ლო­ფე­ბი­სა­გან აწყო­ბილ ქოხ­ში ცხოვ­რობს რო­მე­ლი­მე ხი­დის ქვეშ - ეკ­ლე­სია იქ უნ­და მი­ვი­დეს. თუ საპყ­რო­ბი­ლე­შია - სა­კან­ში უნ­და მო­ი­ნა­ხუ­ლოს, თუ მში­ე­რია - ცხე­ლი ულუ­ფით უნ­და ეს­ტუმ­როს. თუ სცი­ვა - თბი­ლი წინ­დე­ბი უნ­და მო­უქ­სო­ვოს. თუ სცე­ნა­ზე დგას - დარ­ბაზ­ში უნ­და დაჯ­დეს და მო­უს­მი­ნოს. ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ყვე­ლა სივ­რ­ცე­სა და გან­ზო­მი­ლე­ბა­ში.

- რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ამ" ჯერ ევ­რო­პა მო­იც­ვა, მე­რე - რუ­სე­თი, ჩვე­ნი ჯე­რიც დად­გე­ბა?

- ჩვენ ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვართ და რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, ის ად­რე თუ გვი­ან ჩვე­ნამ­დეც მო­დის. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ რა­ტომ­ღაც ნე­გა­ტი­ვე­ბის გად­მო­ღე­ბა უფ­რო გვი­ად­ვილ­დე­ბა, ვიდ­რე სა­ხე­ი­რო­სი.

- პი­რა­დად თქვენ თუ გი­სა­უბ­რი­ათ მრევ­ლ­თან "ფე­ის­ბუ­კით" ან "სკა­იპ­ში"?

- ვერ­ბა­ლუ­რად, ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლის გად­მო­ცე­მა თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. თვა­ლე­ბი და ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ცე­მის უდი­დე­სი წყა­როა. ვებ­კა­მე­რი­თა და მით უფ­რო - "სმა­ი­ლი­კე­ბით" უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ სა­უ­ბა­რია აღ­სა­რე­ბა­ზე, უშუ­ა­ლოდ შეხ­ვედ­რას ვარ­ჩევ. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ხში­რად მი­წევს ადა­მი­ა­ნებ­თან მი­წერ-მო­წე­რით სა­უ­ბა­რი. ღა­მე გა­მი­თე­ნე­ბია სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ჩატ­ში. ინ­ტერ­ნე­ტი ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­შიც და­მეხ­მა­რა. ვცდი­ლობ, ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­არ­სი­ა­ნად გა­მო­ვი­ყე­ნო. თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, რომ ადა­მი­ა­ნის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვას და იქ ცრემ­ლე­ბი­სა თუ ღი­მი­ლის მიღ­მა უფ­ლის და­ნახ­ვას ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის.

წმინ­და მო­წა­მე­თა - კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას ტაძ­რის მღვდე­ლს, ლე­ვან ალა­დაშ­ვი­ლი:

- მა­მაო, მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა, რომ რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცია" (თუ შე­იძ­ლე­ბა ამ პრო­ცესს ასე ვუ­წო­დოთ) ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია? თუ ამის მიღმა სხვა რა­მე უნ­და ვე­ძე­ბოთ? კერ­ძოდ - ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლის კულ­ტუ­რის გა­მიზ­ნუ­ლი დაქ­ვე­ი­თე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში?

- ვერ გეტყ­ვით, ვინ რა მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ით". უბ­რა­ლოდ, ბუ­ნებ­რი­ვად მი­მაჩ­ნია, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ყვე­ლა მიღ­წე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი, აუცი­ლე­ბე­ლია კა­ცობ­რი­ო­ბისა­ვე სა­სარ­გებ­ლოდ. ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ან გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­სა და დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გა­მო ვერ ახერ­ხე­ბენ მოძღ­ვარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ისი­ნი ისე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბენ ნუ­გეშს, და­რი­გე­ბას ან უბ­რა­ლოდ მე­გობ­რულ სა­უ­ბარს, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის ის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხში­რად იაროს ტა­ძარ­ში და და­ეს­წ­როს წირ­ვა-ლოც­ვას. მე ყო­ველ­თ­ვის ვე­უბ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნებს, - რო­დე­საც გი­ჭირთ, არ მო­გე­რი­დოთ, და­რე­კეთ, მომ­წე­რეთ. მე მზად ვარ მათ მო­სას­მე­ნად ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ისე­ვე, რო­გორც ტა­ძარ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გეტყ­ვით, რომ ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ან­თან ყველ­გან და ამის­თ­ვის ყვე­ლა გზა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, თუნ­დაც - ვირ­ტუ­ა­ლუ­რი.

- რამ­დე­ნად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ ეს მოვ­ლე­ნა? მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში, სა­დაც ეს პრაქ­ტი­კა ფარ­თოდ არის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, ყო­ვე­ლი­ვეს სექ­ტან­ტებ­სა და ფუ­ლის კე­თე­ბის მა­ნი­ით შეპყ­რო­ბილ, ანა­ფო­რას ამო­ფა­რე­ბულ ფსევ­დოსა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­საც აბ­რა­ლე­ბენ.

- ვერ გეტყ­ვით, რა შე­ხე­ბა აქვს ამ მოვ­ლე­ნას­თან პო­ლი­ტი­კას. ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც სა­სი­კე­თოდ, ასე­ვე სა­ზი­ა­ნოდ. არც სექ­ტან­ტე­ბის ხე­ლი უნ­და გა­მო­ი­რიცხოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთვლი, რომ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასეთი სა­ი­ტის სტუ­მა­რი ხდე­ბა, დი­დი სიფ­რ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. ინ­ტერ­ნე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბის მოტყუ­ე­ბა აქვს გან­ზ­რა­ხუ­ლი, პი­რის­პირ სა­უბ­რის დრო­საც კარ­გად ახერ­ხებს ამას.

- ხში­რად გაგ­ვი­გო­ნია - თუ ლოც­ვა გინ­და, ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი არ არის ტა­ძარ­ში წას­ვ­ლა. უფა­ლი ყველ­გან შე­ის­მენს მას. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ონ­ლა­ინ ეკ­ლე­სი­ა­ში ლოც­ვა მი­სა­ღებ მოვ­ლე­ნად ჩა­ით­ვა­ლოს?

- და­გე­თან­ხ­მე­ბით. ლოც­ვა ყველ­გან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და და­საშ­ვე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს. არა აქვს ამას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, გვი­ჭირს თუ გვილ­ხინს. რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ ეკ­ლე­სი­ას, გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ის სა­ლო­ცა­ვად ძა­ლი­ა­ნაც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს ვგუ­ლის­ხ­მობ. უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტი არ­სე­ბობს, სა­დაც ლოც­ვე­ბის მო­ძი­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენ მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლილ სა­ი­ტებს, იქ ვი­ხი­ლე ონ­ლა­ინ სან­თ­ლე­ბი, რაც მარ­თ­ლა ზედ­მე­ტო­ბად მი­მაჩ­ნია.

- ბო­ლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევრს სა­უბ­რო­ბენ - მა­მა­ო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­კით" იბა­რე­ბენ აღ­სა­რე­ბა­სო. რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ეს? თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, ქმნის თუ არა ეს ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად გა­დაქ­ცე­ვის საფ­რ­თხეს?

- კი­დევ ერ­თხელ გა­გი­მე­ო­რებთ: თუ ადა­მი­ანს რჩე­ვა სჭირ­დე­ბა, გვერ­დ­ში დგო­მა, და­რი­გე­ბა, რა­ტო­მაც არ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს ამის­თ­ვის ინ­ტერ­ნე­ტი? ადრე ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო, მაგ­რამ იყო წე­რი­ლო­ბი­თი მი­მო­წე­რა ადა­მი­ა­ნებს შო­რის. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ დრო­შია. მა­შინ კვი­რე­ბი იყო ამის­თ­ვის სა­ჭი­რო, ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე დრო­ში ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ეკ­ლე­სი­ის მუ­ზე­უ­მად გა­დაქ­ცე­ვას, მას დი­დი ეპის­ტო­ლა­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა აქვს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, მას ეს საფ­რ­თხე და­ე­მუქ­როს.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ წლე­ბის შემ­დეგ ქარ­თ­ველ­მა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ­მა მრევ­ლ­მა, ტა­ძარ­ში წას­ვ­ლას და მა­გა­ლი­თად, ლი­ტა­ნი­ო­ბა­ზე დას­წ­რე­ბას, არ­ჩი­ოს იმა­ვე პრო­ცე­სი­ის ონ­ლა­ინ ტა­ძარ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დეს?

- რად უნ­და ამას წლე­ბი? დღე­საც რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩვენ შო­რის, რო­მე­ლიც სა­ზე­ი­მო წირ­ვა-ლოც­ვას ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებს? ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­ვის­მი­ნოთ დი­ლი­სა და სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბი, აგ­რეთ­ვე - შვიდ­გ­ზის. ნუ აღ­ვიქ­ვამთ ამას ალ­ტერ­ნა­ტი­ვად და ჩა­ნაც­ვ­ლე­ბად. ეს უბ­რა­ლოდ ერ­თ­გ­ვა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა გარ­კ­ვე­ულ ვი­თა­რე­ბა­ში მყო­ფი და გარკვეული კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია