როგორ გაეხვივნენ ქართველი ფეხბურთელები გაუგებრობაში

როგორ გაეხვივნენ ქართველი ფეხბურთელები გაუგებრობაში

ფეხბურთელები დათო თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ბოლო დროს სკანდალში გაეხვივნენ. მათი საფეხბურთო გუნდის ''ილიჩივეცის'' მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ იცის, სად არიან ქართველი ფეხბურთელები, ერთი თვეა, რაც არ გამოჩენილანო. დათოსა და თორნიკეს ''ილიჩივეცის'' ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ დაუმთავრდათ, თბილისში დაბრუნდნენ და ახლა სხვა გუნდებისგან ელიან შეთავაზებებს. დავით თარგამაძესთან შეხვედრა საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, მოვიხელთეთ ინტერვიუს ჩასაწერად.

- დათო, რა მოხდა დონეცკში? ცოტა ხნის წინ მწვრთნელი ამბობდა შენსა და თორნიკე ოქრიაშვილზე, რომ დაიკარგეთ და ვერ გპოულობდათ. სად იყავით?

- ჩვენს გუნდთან ერთად. დაიწერა, რომ ნაკრებიდან სექტემბერში წავედით და მას მერე გუნდში არ გამოვჩენილვართ. ამ ინტერვიუს დაბეჭდვის შემდეგ მწვრთნელმა დაგვიბარა და გვითხრა, ვიგულისხმე, რომ ნაკრებიდან ტრავმირებულები ჩამოხვედით და გუნდთან ერთად ვეღარ ივარჯიშეთ. ჟურნალისტებმა სხვანაირად გაიგეს და სხვანაირად დაწერესო. ფაქტია, რომ რეალურად გუნდთან ერთად ვიყავით. მე წელის პრობლემა მქონდა, თორნიკეს - მენისკის და გუნდთან ერთად არ გვივარჯიშია. თუმცა გუნდის ექიმთან დავდიოდით და მერე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდით. ჩვენმა მწვრთნელმა ჩვენი თანდასწრებით დაურეკა ჟურნალისტს და უთხრა, თქვენ სხვანაირად გაიგეთ, რაც გითხარითო და მერე დაიწერა, რომ მე და თორნიკე გუნდში ვიყავით, მაგრამ ტრავმების გამო არ ვვარჯიშობდით. მართლა არ მესმის, როგორ უნდა ეთქვა მწვრთნელს, თორნიკე და დათო არ მინახავსო, როცა ყოველდღე გვხედავდა.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ერთობით შენ და თორნიკე.

- ფოტოები გადაღებულია ჩვენი გუნდელის დაბადების დღეზე. მთელი გუნდი ვიყავით დაბადების დღეზე და ბიჭებმა გვთხოვეს, ქართული იცეკვეთო. ამ დროს გადაგვიღეს ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში მოხვდა. ამ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდა კომენტარები, თარგამაძე და ოქრიაშვილი გულაობენ და რეჟიმში არ არიანო. ამ ამბავს გავითვალისწინებ და შემდეგში მსგავს ფოტოებს სოციალურ ქსელში აღარ დავდებ, თორემ ასეთ საქციელს ბევრი ჭორი მოჰყვება.

- ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შენ და თორნიკე კარგად ცეკვავთ.

- მე ასე ვერ ვიტყოდი. უკრაინელებისთვის კარგად ვცეკვავთ. ყველას მოსწონდა და გვთხოვდნენ, ქართული გვეცეკვა.

- დადიოდით ცეკვაზე?

- არა, ჩვენი სტილი გვაქვს და რაღაცებს ვწვალობთ.

- სასმელთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- მე და თორნიკე ვცდილობთ, ჯანსაღად ვიცხოვროთ. ჩვენგან სიგარეტი ძალიან შორსაა. რაც შეეხება დალევას, ძალიან იშვიათად და ცოტას ვსვამთ. ახალ წელს შეიძლება, ოჯახთან ერთად სიმბოლურად ერთი ჭიქა დავლიო. იმდენი არასდროს დამილევია, სახლში ხელით წავეყვანე ვინმეს.

- კონტრაქტი ორივეს გაგიუქმდათ ''ილიჩივეცში''. თორნიკე არ არის კმაყოფილი ამ გუნდში თამაშით. შენც იმავე აზრის ხარ?

- რა თქმა უნდა, არ ვიყავი კმაყოფილი ამ გუნდში ყოფნით, მაგრამ კონტრაქტი გვქონდა და ვერ წამოვიდოდით. ''ილიჩივეცზე'' უკეთესი გუნდები არიან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ არც ვიცი, სად წავალთ. ჩვენი აგენტები მუშაობენ. იანვრის ბოლომდე არის სატრანსფერო ფანჯარა. ამ დრომდე შეგვიძლია, სხვა გუნდში გადავიდეთ. გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ. ყველაზე კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სადაც იქნება, იქ გადავალ.

- რომელ გუნდში გირჩევნია თამაში. როგორ ფიქრობ, სად უფრო გამოამჟღავნებ შენს შესაძლებლობებს?

- ჩემი და თორნიკეს ძალიან დიდი სურვილია, ევროპაში ვითამაშოთ.

- ახლა, როდესაც შემოთავაზებას ელოდები და ისვენებ, ვარჯიშს აგრძელებ?

- რამდენიმე დღეა, თბილისში ჩამოვედი. ინდივიდუალურად ვარჯიშს ვაგრძელებ. დავდივარ ტრენაჟორებსა და აუზზე. საერთოდ რომ არ ვივარჯიშო, იფიქრებენ, არაპროფესიონალი ვარ. ინდივიდუალურად ჩვენთვის ვვარჯიშობთ. მინიფეხბურთს ვთამაშობ ხოლმე ჩვენს მეგობრებთან ერთად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია