ქალი პარლამენტარები წაკინკლავდნენ - შელაპარაკება ბესელიას და თაქთაქიშვილს შორის (+VIDEO)

ქალი პარლამენტარები წაკინკლავდნენ - შელაპარაკება ბესელიას და თაქთაქიშვილს შორის (+VIDEO)

დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეკა ბესელია მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა და 50 ათასი ლარის დაკისრებით დაემუქრა.

შელაპარაკება დეპუტატებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის იმ ინიციატივის განხილვისას მოხდა, რომელიც მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედების 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას ითვალისწინებს.

საკითხის განხილვის დროს უფლებადამცველთა მხრიდან ყურადღება საგამოძიებო ორგანოებში მოწმეებზე ზეწოლის და წამების პრობლემაზე გამახვილდა. ამაზე განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილმაც გააკეთა, რამაც ეკა ბესელიას პროტესტი გამოიწვია.

"მართლა როცა აწამებდნენ ხალხს, მაშინ ხმას არ იღებდით. წამების ფაქტებს როცა ჩადიოდით, მაშინ ამოგეღოთ ხმა. მორალური უფლება არა გაქვთ, ამაზე ილაპარაკოთ. სამი დღეა, სწორედ თქვენს ნაწამებ ადამიანებს ვხვდები. ციხეებში დღეს თქვენს მიერ ნაწამები ადამიანები შიმშილობენ. ადამიანის უფლებების დაცვა დღეს არ დაწყებულა", - მიმართა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილს.

ამ ბრალდებას ადრესატმა პასუხად აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძის მსგავსად ბესელიასაც დაეკისრება 50 ათასი ლარი, რადგან პატიმრების წამებას აბრალებს.

დეპუტატები კამათის დროს ერთმანეთისგან ხმის დაწევას მოითხოვდნენ. ბესელიამ თაქთაქიშვილს მიკრიფონის გამორთვისკენაც მოუწოდა და პროცედურის დარღვევის გამო, "გარეთაც გაბრძანებითაც" დაემუქრა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა