ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი - ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზე?!

ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი - ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზე?!

სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი "მის სა­ქარ­თვე­ლო" 1996 წლი­დან ტარ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სკან­და­ლე­ბი არა­სო­დეს მოჰ­კლე­ბია - მი­სი მო­ნა­წი­ლე ხან გათხ­ო­ვი­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლა, ხან კი... ნა­სა­მარ­თლე­ვი. შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­ერ­თხელ და­უ­ჩივ­ლი­ათ, რომ მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი მხო­ლოდ ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზეა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ვლინ­დე­ბა. კონ­კურ­სე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ ბრალ­დე­ბას, რა თქმა უნ­და, უარ­ყო­ფენ, თუმ­ცა მათ­გან გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლიც ბევ­რი გვი­ნა­ხავს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას "მის სამ­ყა­რო­სა" და "მის მსოფ­ლი­ო­ზე" წა­რად­გე­ნენ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ წარ­მა­ტე­ბა არ­ცთუ ისე ხში­რად მოგ­ვი­პო­ვე­ბი­ა. რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სულ ცო­ტა, ათე­ულ­ში მა­ინც მოხ­ვდეს? - ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რი­ა, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უდა­ვოდ ლა­მა­ზი­ა, თუმ­ცა ეს სი­ლა­მა­ზე რა­ტომ­ღაც არ ფას­დე­ბა, ან "რა­ღაც დე­ტა­ლი აკ­ლი­ა". მთა­ვა­რი კი ისა­ა, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით არ­ჩე­ვენ "მის სა­ქარ­თვე­ლოს" მო­ნა­წი­ლე­ებს. ამ თე­მა­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ყო­ფი­ლი მო­დე­ლი გი­ორ­გი ნაზღ­ა­ი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

-  ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა და რა გა­საკ­ვი­რი­ა, რომ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ვერ ტარ­დე­ბა.­ ა­ქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღირ­სე­ულ შე­დეგ­საც ვერ ვი­ღებთ. ჩვენ­ში ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის ნაც­ნო­ბი ან ნა­თე­სა­ვია და ამის მი­ხედ­ვით ხდე­ბა ჩაწყ­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ ფაქ­ტებს ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით. ათ­ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მით რომ შე­ვა­ფა­სოთ, რამ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად ტარ­დე­ბა კონ­კურ­სე­ბი ჩვენში, მე სამ ქუ­ლას დავ­წერ­დი.

-  ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კონ­კურ­სებ­ზე წარ­მა­ტე­ბას რომ ვერ აღ­წე­ვენ, ამის გა­მო ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. ამის მი­ზე­ზიც ე.წ. ჩაწყ­ო­ბა­ა?

-  აქ კი­დევ ბევ­რი ნი­უ­ან­სი­ა. თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი გო­გო­ნა­ა, თუმ­ცა მენ­ტა­ლი­­ტე­ტი თა­ვი­სას შვრე­ბა. ვი­ღა­ცას მა­მა არ უშ­ვებს, ვი­ღა­ცას ბი­ძა. მე­ო­რე პრობ­ლე­მაა ის, რაც ზემოთაც აღვ­ნიშ­ნე - რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის ნაც­ნო­ბო­ბის გა­მო ხვდე­ბა ასეთ კონ­კურ­სში. იმ შეკ­რე­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი­დან, კარ­გია თუ ცუ­დი, ვი­ღა­ცამ ხომ უნ­და გა­ი­მარ­ჯვოს? ზო­გი­ერ­თი იმა­საც ფიქ­რობს, მა­ინც ჩაწყ­ო­ბი­ლია და რა­ტომ მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ო. ჩე­მი აზ­რით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ინც უნ­და მი­ი­ღო, რად­გან შე­ნი სი­ლა­მა­ზე და ნი­ჭი არა­სო­დეს და­ი­კარ­გე­ბა, შესაძლოა შემ­დგომ­ში გახ­დე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჩაწყ­ო­ბით მოხ­ვდი თუ არა.

-  რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნ­და შე­ფას­დეს მო­დე­ლი, წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წი­ოს?

-  სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლებს ზედ­მე­ტი თა­ვის ქე­ბა გვჩვე­ვი­ა. მო­დით, ნუ შე­ვა­ქებთ ჩვენს თავს, უმ­ჯო­ბე­სია სხვამ შეგ­ვა­ქოს. ჩვენ­თან სა­მო­დე­ლო სფე­რო სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ, ქარ­თველ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვოს, კი­დეც გა­მიკ­ვირ­დე­ბა. თუმცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი არ გვყავს.

ნო­დარ ქუ­თა­თე­ლა­ძე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებს 90-ი­ა­ნი წლე­ბი­დან ატა­რებ­და, 2004 წლის შემ­დეგ კონ­კურ­სი აღარ ჩა­უ­ტე­რე­ბი­ა, თუმ­ცა ამ სა­კითხ­ზე თვალსაზრისი გაგ­ვი­ზია­რა:

-  დი­დი ხა­ნია კონ­კურ­სი აღარ ჩა­მი­ტა­რე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, აღარც ვი­ცი, დღეს რა ხდე­ბა, მაგ­რამ გუ­ლი მწყდე­ბა, კონ­კურ­სე­ბი არა­სა­მარ­თლი­ა­ნად რომ ტარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ამის თქმა ჩემ­გან უხერ­ხუ­ლი იყოს, მაგ­რამ ჩემ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბი ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, პა­ტა­რა მი­ნი-­სპექ­ტაკ­ლი იყო ყო­ვე­ლი ტუ­რი. მე რომ სა­მარ­თლი­ა­ნად ვა­ტა­რებ­დი და მეტ­რო­თი მოვ­დი­ო­დი კონ­კურ­სის შემ­დეგ, ეს ზუს­ტად ვი­ცი, დღეს კი რას აკე­თე­ბენ, ვერ გეტყ­ვით...

-  რა­ტომ ვერ აღ­წე­ვენ ჩვე­ნი მო­დე­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე წარ­მა­ტებას?

-  ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი გო­გო­ნა გვყავს, ღმერ­თმა გვიმ­რავ­ლოს, მაგ­რამ ჩვენში კონ­კურ­სე­ბი უსა­მარ­თლოდ ტარ­დე­ბა და ასე­ვე ხდე­ბა პირ­ვე­ლი ად­გი­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა. არ ვი­ცი, ჩაწყ­ო­ბა ხდე­ბა თუ არა, მაგრამ ჟი­უ­რი­ში რომ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სხე­დან, უდა­ვო­ა (ჩემ­თან ყო­ველ­თვის ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი იჯ­და). ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის რა ხე­ი­რია აქე­დან, ვერ ვხვდე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში მე­წარ­მე, მე­წა­ღე და პუ­რის მცხო­ბე­ლი იჯ­დეს. ამით ვე­რას­დროს მი­ვაღ­წევთ იმ დო­ნეს, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე­ა. დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ერ­თოდ უმარ­თე­ბუ­ლოდ მი­მაჩ­ნია, ასე­თი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბას, ჯო­ბი­ა, სა­ერ­თოდ არ ჩა­ა­ტა­რო. ჯერ ერ­თი, სპონ­სო­რე­ბი არ არი­ან. მე ყო­ველ­თვის გა­ჭირ­ვე­ბით ვა­ტა­რებ­დი, ვმათხ­ოვ­რობ­დი. დღეს ვე­ღარ იმათხ­ოვ­რებ. ამი­ტო­მაც გვაქვს ის, რაც გვაქვს...

პირ­ვე­ლი "მის მსოფ­ლიო"

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სი­ლა­მა­ზის კონ­კუ­რსი "მის მსოფ­ლი­ო" 1951 წელს ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სში დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან 21 გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, 5 კი საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან. პირ­ვე­ლი "მის მსოფ­ლიო" შვე­დი კერ­სტინ "კი­კი" ჰა­კან­სო­ნი გახ­და.

ესაუბრა ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია