ქორ­წი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ძარ­ცვის მცდე­ლო­ბის ამ­ბა­ვი

ქორ­წი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ძარ­ცვის მცდე­ლო­ბის ამ­ბა­ვი

ჩვენ ზამ­თრის პირ­ველ თვეს მო­სულ­მა დიდ­მა თოვ­ლმა შეგ­ვაშ­ფო­თა, 1890-ი­ა­ნი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლის პრე­სა­ში კი ნო­ემ­ბრის დიდ­თოვ­ლო­ბა­ზე წა­ვაწყ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­­­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ელექ­ტრო­ნულ არ­ქივ­ში და­ცულ 1896 წლის 21 ნო­ემ­ბრის გა­ზეთ "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" წე­რენ, რომ "გუ­და­უ­რის­კენ გზა შე­იკ­რა. ძლი­ე­რა თოვს. კობ­თან დი­დი თოვ­ლი და ნამ­ქე­რი­ა. ყაზ­ბეგ­თან ძლი­ერ დი­დი თოვ­ლი­ა. გზე­ბი შეკ­რუ­ლი­ა. ტფი­ლის­ში რუ­სე­თის ფოს­ტა არ მო­სუ­ლა". რო­გორც ჩანს, 19 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­შიც დი­დი თოვ­ლი მო­სუ­ლა: "ერ­თთა­ვად სთო­ვა და დი­დი თოვ­ლიც დას­დო. ტრამ­ვა­ის ვა­გო­ნე­ბი დი­ლით ვერ და­დი­ოდ­ნენ, მი­ნამ ლი­ან­და­გი არ გა­იწ­მინ­და. ერთ ღა­მეს იმ­დე­ნი თოვ­ლი დას­დო, რომ მარ­ხი­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ოდ­ნენ". გა­ზე­თის იმა­ვე ნო­მერ­ში ქურ­დო­ბის ერ­თობ ორი­გი­ნა­ლურ ამ­ბებ­საც მოგ­ვითხ­რო­ბენ. რო­გორც ჩანს, ზამ­თა­რი, თოვ­ლი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ყინ­ვა ხან­და­ხან ქურ­დებ­საც კი უღ­ვი­ძებს კე­თილ­შო­ბი­ლურ და სა­თუთ გრძნო­ბებს. სა­თა­უ­რით "გულ­-კე­თი­ლი" ქურ­დი, "ცნო­ბის ფურ­ცე­ლი" წერს, რომ "ო­დე­სა­ში ერ­თი ვა­ჭა­რი გა­უ­ქურ­დავთ და სხვა­თა შო­რის წა­უ­ღი­ათ მი­სი ცო­ლის თბი­ლი წა­მო­სას­ხა­მი. ქურ­დი წა­სუ­ლა ქა­ლა­ქის ლომ­ბარ­დში, და­უ­გი­რა­ვე­ბია წა­მო­სას­ხა­მი 25 მა­ნე­თად და კვი­ტან­ცია გა­უგ­ზავ­ნია ად­გი­ლობ­რივ ბო­ქა­უ­ლის­თვის შემ­დე­გი წე­რი­ლით: მოწყ­ა­ლეო ხელ­მწი­ფევ! მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ზამ­თა­რი დგე­ბა, სა­ცაა ძლი­ერ აცივ­დე­ბა. გიგ­ზავ­ნით ამას­თა­ნა­ვე ჩემ მი­ერ მო­პა­რულ და 25 მა­ნე­თად და­გი­რა­ვე­ბულ თბილ წა­მო­სას­ხა­მის კვი­ტან­ცი­ას. ვაჭ­რის ცო­ლი უწა­მო­სას­ხა­მოდ უეჭ­ვე­ლია გა­ცივ­დე­ბა და ავად გახ­დე­ბა. ამი­ტომ რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გა­და­ე­ცით ეს კვი­ტან­ცი­ა, რომ თა­ვი­სი წა­მო­სას­ხა­მი გა­მო­ის­ყი­დოს და ჩა­იც­ვას, თო­რემ თუ ავად გახ­და, ეს ჩე­მი ბრა­ლი იქ­ნე­ბა და მე მი­სი ცო­დო რად მინ­და!" ამ ქურ­დო­ბამ ერ­თი ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი ამ­ბა­ვი გა­მახ­სე­ნა. მარ­თა­ლი­ა, ის ამ­ბა­ვი პრე­სა­ში არ გა­მო­უ­ჭე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რად კი გავ­რცელ­და. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა­გა­და­ტა­ნილ სტუ­დენტ გო­გო­ნას ზამ­თრის ყინ­ვი­ან სა­ღა­მოს ქუ­ჩა­ში ქურ­დი დახ­ვედ­რია და და­ნის მუ­ქა­რით ქურ­ქის წარ­თმე­ვა მო­უნ­დო­მე­ბი­ა. გო­გო­ნას უთხ­ო­ვი­ა, ნა­ა­ვად­მყო­ფა­რი დღეს პირ­ვე­ლად გა­მო­ვე­დი ში­ნი­დან, ჩემს სა­დარ­ბა­ზომ­დე მი­ვი­დეთ და გპირ­დე­ბი, არ ვიყ­ვი­რებ, ისე გა­გა­ტან ქურ­ქსო. ქურ­დი წაჰ­ყო­ლია და გო­გო­ნას ქურ­ქის გახ­და რომ და­უ­პი­რე­ბი­ა, მა­მა­მი­სი შე­სუ­ლა სა­დარ­ბა­ზო­ში. შვი­ლი ახალ­გაზ­რდა ვაჟ­თან ერ­თად რომ და­უ­ნა­ხავს, _ აქ რა­ტომ დგა­ხართ, მე­გო­ბა­რი შინ შე­მო­ი­პა­ტი­ჟე­ო, უთ­ქვამს გო­გო­ნას­თვის და თვი­თონ წინ წაძღ­ო­ლი­ა. გო­გო­ნას ვა­ჟის დას­მე­ნა არ უკად­რე­ბია და შინ შე­უყ­ვა­ნი­ა. ოჯახს შინ ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი ჰქო­ნია და გო­გო­ნაც ში­შობ­და, ბი­ნაც არ გაგ­ვი­ძარ­ცვო­სო. მაგ­რამ ვა­ჟი დიდ­ხანს არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა, მად­ლო­ბა გა­და­უხ­დია მას­პინ­ძლე­ბის­თვის და წა­სუ­ლა. მა­შინ კი უთ­ქვამს გო­გო­ნას სი­მარ­თლე, მაგ­რამ იმ ვაჟს ვინ­ღა მი­ე­წე­ო­და. ის ვა­ჟი კი­დევ დახ­ვედ­რია გო­გო­ნას ერ­თხელ, ორ­ჯერ, სამ­ჯერ... მო­წო­ნე­ბია თურ­მე. ისიც უამ­ბნი­ა, ახ­ლო­ბე­ლი მყავ­და ძა­ლი­ან ცუ­დად და მის­თვის მჭირ­დე­ბო­და ის ფუ­ლი, პირ­ვე­ლად ვცა­დე ქურ­დო­ბა­ო... ასე ხვდე­ბოდ­ნენ კარ­გა ხანს, ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ, მე­რე რო­გორ­ღაც მშობ­ლე­ბიც და­ი­ყო­ლი­ეს და და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც... აი ასე­თი რო­მან­ტი­კუ­ლი ქურ­დო­ბე­ბიც ხდე­ბა ჩვენს ქა­ლაქ­ში.

გა­ზეთ­ში და­ბეჭ­დი­ლი მე­ო­რე ამ­ბა­ვი კი ოს­ტა­ტურ ქურ­დო­ბა­ზე გვი­ამ­ბობს. ფოს­ტა­ში ვი­ღაც მა­მა­კაცს მო­ხე­ლის­თვის ხე­ლი­ნო­ვის ქარ­ვას­ლა­ში მცხოვ­რე­ბი მო­შე ბა­თოშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ბო­ქა­უ­ლის ხელ­მო­წე­რი­ლი და ბე­ჭედდას­მუ­ლი სა­ფოს­ტო უწყ­ე­ბა წა­რუდ­გე­ნია და სა­ნაც­ვლოდ 40 მა­ნე­თი და წე­რი­ლი წა­მო­უ­ღი­ა. ერ­თი თვის შემ­დეგ ფოს­ტა­ში ბა­თოშ­ვი­ლი მი­სუ­ლა და უთ­ქვამს, ჩემს სა­ხელ­ზე ფუ­ლი და წე­რი­ლია გა­მოგ­ზავ­ნი­ლი და უწყ­ე­ბა რა­ტომ არ მო­მი­ვი­და­ო. გა­გი­ჟე­ბუ­ლა ფოს­ტის მო­ხე­ლე: "ფუ­ლი აკი წა­ი­ღე­თო". ბა­თოშ­ვი­ლის უა­რის შემ­დეგ "ფოს­ტის მო­ხე­ლემ მხო­ლოდ ეხ­ლა შე­ამ­ჩნი­ა, რომ უწყ­ე­ბა­ზე ბო­ქა­უ­ლის ბეჭ­დის მა­გი­ე­რად შა­უ­რი­ა­ნით იყო ბე­ჭე­დი დას­მუ­ლი. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­მნა თა­ვი­სი ჯი­ბიდ­გან მი­ე­ცა ფუ­ლი მო­შე ბა­თოშ­ვი­ლი­სათ­ვის".

მოამზადა ირმა ხარშილაძემ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია