ნუგზარ რუხაძის სპი­ლო­თი მოგ­ზა­უ­რო­ბა ჯუნ­გ­ლებ­ში

ნუგზარ რუხაძის სპი­ლო­თი მოგ­ზა­უ­რო­ბა ჯუნ­გ­ლებ­ში

"60-65 ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, ბევრ ქა­ლაქ­ში მიცხოვ­რია, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ქვეყ­ნე­ბიც და ღრმად ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბიც თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თ­ვის", - ამ­ბობს Georgian journal-ის რე­დაქ­ტო­რი, ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე და მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებს იხ­სე­ნებს. ქვეყ­ნე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც მას­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა ჯო­რით, სპი­ლო­თი, უჩ­ვე­უ­ლო ბა­ნა­ო­ბა ტბა­ში და ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი... ეს ნუგ­ზარ რუ­ხა­ძის სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლია.

- მე-7 კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მამ ქვეყ­ნი­დან პირ­ვე­ლად გა­მიყ­ვა­ნა. მოს­კოვ­ში, კრემ­ლ­ში სა­ა­ხალ­წ­ლო ნაძ­ვის ხის ზე­იმს და­ვეს­წა­რი, რაც ჩემ­თ­ვის დღემ­დე და­უ­ვიწყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბად რჩე­ბა. თა­ვად ნაძ­ვის ხე ვე­ე­ბერ­თე­ლა, გი­გან­ტუ­რი ზო­მის და ძა­ლი­ან ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი იყო. გარ­შე­მო ბავ­შ­ვე­ბი ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო თა­მა­შე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ. მე­ო­რედ 18 წლის ასაკ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, ინ­ს­ტი­ტუტ­ში ახალ­შე­ძე­ნილ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, შემ­დეგ - ვარ­შა­ვა­ში. ინ­ს­ტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ ნე­პალ­ში მოვ­ხ­ვ­დი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ნე­პალს, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნას ეხ­მა­რე­ბო­და. სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ზე, შაქ­რის, თამ­ბა­ქოს ქარ­ხ­ნებ­ში და გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ინ­გ­ლი­სურ-რუ­სუ­ლე­ნო­ვან თარ­ჯიმ­ნად ვმუ­შა­ობ­დი.

- ნე­პა­ლი ძა­ლი­ან ეგ­ზო­ტი­კუ­რი ქვე­ყა­ნაა...

- ნამ­დ­ვი­ლად. მთე­ლი ნე­პა­ლი შე­მო­ვი­ა­რე. მი­სი მთე­ბი და გა­რე­მო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძა­ლი­ან ჰგავს. ევე­რეს­ტის ძირ­ში ვცხოვ­რობ­დი. ევე­რესტს ნე­პა­ლუ­რად "სა­გარ­მა­თა" ჰქვია. ყო­ველ დი­ლით ამ მწვერ­ვალს ვუ­ყუ­რებ­დი. ნე­პა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­უ­რია. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა ნე­პალ­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რის მიზ­ნით, მათ ქორ­წი­ნე­ბი­სა და ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­პა­გან­და და­იწყეს. შექ­მ­ნეს პა­ტა­რა სკულ­პ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კატ­მან­დუ­ში შე­ნო­ბებ­ზე იყო მო­ფე­ნი­ლი. ამ ქა­ლაქ­ში იყო ღია ზო­ო­პარ­კი, მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი მა­ი­მუ­ნე­ბი ჩემ გვერ­დით და­დი­ოდ­ნენ. ადა­მი­ა­ნებს შეჩ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ექ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, სადღაც ტყე­ში, მა­ი­მუ­ნებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

- ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­თა ტრა­დი­ცი­ე­ბი რო­გო­რია?

- ქორ­წი­ნე­ბის, და­საფ­ლა­ვე­ბის ტრა­დი­ცია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მათ­თან ქორ­წი­ლი დი­დი ზე­ი­მია, შე­ღე­ბი­ლე­ბი არი­ან, გარ­შე­მო უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლია მი­მო­ფან­ტუ­ლი. და­საფ­ლა­ვე­ბა კი ჩემ­თ­ვის იმით იყო უჩ­ვე­უ­ლო, რომ მიც­ვა­ლე­ბულს წვა­ვენ. ნე­პალ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნე­ბის ბა­ნა­ო­ბის წეს­მა გა­მა­ო­ცა. არ­ც­თუ ისე პა­ტა­რა ტბა­ში, ყვე­ლა ერ­თად შე­დი­ო­და და ბა­ნა­ობ­და, იმ წყალს პირ­ში ივ­ლებ­დ­ნენ. არა­ჰი­გი­ე­ნუ­რად იქ­ცე­ოდ­ნენ.

- ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ერ­თად ბა­ნა­ობ­დ­ნენ?

- რა თქმა უნ­და, ოღონდ არ იხ­დიდ­ნენ, წყალ­ში ტან­საც­მ­ლი­ანად შე­დი­ოდ­ნენ. მათ­თან ტაძ­რებ­ში შეხ­ვ­დე­ბო­დი პა­ტა­რა ბავშვს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწყო­ბილ ად­გილ­ზე, თო­ჯი­ნა­სა­ვით იჯ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, თაყ­ვანს სცემ­დ­ნენ, შე­სა­წი­რი მიჰ­ქონ­დათ. უჩ­ვე­უ­ლო რი­ტუ­ა­ლია, არა? 22 წლი­სა ვი­ყა­ვი, ნე­პალ­ში რომ ჩა­ვე­დი. მა­შინ ჩემ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ბევ­რი რამ ახ­დენ­და. მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა. ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი დიდ სით­ბოს, სიყ­ვა­რულს ამ­ჟ­ღავ­ნე­ბენ. არა მხო­ლოდ ერ­თ­მა­ნეთს უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან, არა­მედ - ცხო­ვე­ლებ­საც. მა­შინ თამ­ბა­ქოს პლან­ტა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. დი­ლით შე­ნო­ბი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დი, და­ვი­ნა­ხე, ზღურ­ბ­ლ­ზე ვე­ე­ბერ­თე­ლა კობ­რა იყო გა­წო­ლი­ლი. მოვ­კ­ლათ-მეთ­ქი, ვუთხა­რი ჩემს თან­მ­ხ­ლებ ად­გი­ლობ­რივს. ლა­მის გა­გიჟ­და, რა­ტომ უნ­და მოვ­კ­ლათ, ცოცხა­ლი არ­სე­ბააო. მე­რე პა­ტა­რა ჯო­ხი აიღო, შე­უ­ჩიჩხი­ნა და გა­აგ­დო. ასე­თი გან­წყო­ბი­ლე­ბაა მათ­თან, ცხო­ვე­ლე­ბი ოჯა­ხებ­შიც ჰყავთ. ნე­პა­ლუ­რი ენა ინ­დუ­რის­გან დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, მაგ­რამ დამ­წერ­ლო­ბა იგი­ვე აქვთ. მას შემ­დეგ ნე­პალ­ში აღარ ვყო­ფილ­ვარ. ამ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თი ჩე­მი ამე­რი­კე­ლი მე­გო­ბა­რიც იმ­ყო­ფე­ბო­და ახ­ლა­ხან. რომ დაბ­რუნ­და, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მი­ზი­ა­რებ­და. ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­ემ­თხ­ვა.

- ეგ­ზო­ტი­კუ­რი ქვეყ­ნე­ბი მე­ტად გი­ზი­დავთ?

- ასეც ვერ ვიტყ­ვი. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა თა­ვი­სე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა - ეგ­ზო­ტი­კუ­რი იქ­ნე­ბა თუ ღრმა ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის. კომ­ფორ­ტი უფ­რო მიყ­ვარს, ვიდ­რე - ველ­ზე ცხოვ­რე­ბა. კა­რავ­ში ღა­მის გა­ტა­რე­ბას, სას­ტუმ­რო­ში და­ძი­ნე­ბა მირ­ჩევ­ნია. ცხე­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად მან­ქა­ნა მირ­ჩევ­ნია, თუმცა აქ­ლე­მი­თა და ჯო­რი­თაც მი­მოგ­ზა­უ­რია. აშშ-ში დიდ კა­ნი­ონ­ში მდი­ნა­რე კო­ლო­რა­დოს ნა­პი­რამ­დე, ჯო­რით ბო­ლომ­დე ჩა­ვე­დი. ცხო­ვე­ლი ისეთ ვიწ­რო ბი­ლიკ­ზე მი­დი­ო­და, ფე­ხი რომ დას­ც­დე­ნო­და, დღეს ცოცხა­ლი აღარ ვიქ­ნე­ბო­დი.

- შე­გე­შინ­დათ?

- იქ მითხ­რეს, ჯო­რი ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ცხო­ვე­ლია, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში ფე­ხი არ შე­ეშ­ლე­ბა და კლდე­ზე არ გა­და­გაგ­დებ­სო. ვენ­დე. ნე­პალ­ში ზოგ­ჯერ სამ­სა­ხურ­ში სპი­ლო­თიც დავ­დი­ო­დი.

- რა­ტომ?

- თამ­ბა­ქოს პლან­ტა­ცია ჩვე­ნი ოფი­სი­დან შორს იყო. ნე­პა­ლე­ლებს აგ­რო­ნო­მე­ბი ახა­ლი ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ჯუნ­გ­ლე­ბი უნ­და გაგ­ვევ­ლო, რომ პლან­ტა­ცი­ამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვით.

- სპი­ლო­თი მგზავ­რო­ბა უსაფ­რ­თხოა?

- მარ­ტო არ ვმგზავ­რობ­დი, სპი­ლოს "მძღო­ლი" მარ­თავ­და, რო­მე­ლიც ჩემ წინ იჯ­და. ცხო­ველს აჩო­ქებ­და, მას­ზე ავ­დი­ო­დი და რომ არ გად­მოვ­ვარ­დ­ნი­ლი­ყა­ვი, ხელს სპე­ცი­ა­ლურ თოკს ვკი­დებ­დი.

- ერ­თი პე­რი­ო­დი ცხე­ნოს­ნო­ბი­თაც ყო­ფილ­ხართ გა­ტა­ცე­ბუ­ლი...

- სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბიც მქონ­და, დოღ­შიც გავ­დი­ო­დი. ერ­თხელ ცხე­ნი­დან გად­მოვ­ვარ­დი, გა­დამ­თე­ლა და ფლოქ­ვი მკერ­დ­ზე და­მარ­ტყა. სახ­ლ­ში მი­მი­ტა­ნეს, მაგ­რამ გა­დავ­რ­ჩი. ცხე­ნი ბავ­შ­ვო­ბი­დან მიყ­ვარ­და. ამე­რი­კა­ში კარ­გი გა­სარ­თო­ბია ლა­სო­თი (ლა­სო - ქა­მან­დი, საგ­დე­ბე­ლი, რომ­ლი­თაც ცხე­ნო­სა­ნი მწყემ­სე­ბი და მო­ნა­დი­რე­ე­ბი ცხო­ვე­ლებს იჭე­რენ) თა­მა­ში. ბედ­მა გა­მი­ღი­მა და ხბო და­ვი­ჭი­რე. სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის გა­და­ვი­რიე. იმ ცხენ­თან ერ­თად ფო­ტოც გა­და­ვი­ღე.

- რო­მე­ლია ქვე­ყა­ნა, სა­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლიც დღემ­დე ვერ აიხ­დი­ნეთ?

- დღემ­დე ვერ მოვ­ხ­ვ­დი იაპო­ნი­ა­ში. იმე­დია, მა­ლე ამ ქვე­ყა­ნა­საც მო­ვი­ნა­ხუ­ლებ. ლონ­დო­ნი ის ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც სულ მე­ნატ­რე­ბა. იქ 3 წე­ლი ვიცხოვ­რე. ბევ­რი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ვარ ნამ­ყო­ფი, ნაცხოვ­რე­ბი და არ­სად მსგავ­სი გან­ც­და არ მქო­ნია. ლონ­დონ­ში თა­ვი სახ­ლ­ში მგო­ნია. ამ ქა­ლაქ­ში სხვა კომ­ფორ­ტია და ჩას­ვ­ლის დღი­დან­ვე თავს ში­ნა­უ­რად გრძნობ.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვ­ლი­სას, ბუ­ნებ­რი­ვია, სამ­ზა­რე­უ­ლო­საც ეც­ნო­ბით. ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი კერ­ძი და­გა­მახ­სოვ­რ­დათ?

- სი­რი­ა­ში რეს­ტო­რან­ში ხა­ში მო­მი­ტა­ნეს, იქ ნაწ­ლა­ვე­ბის "სუ­ფი" ჰქვია. ჩვე­ნე­ბურ ხაშ­თან შე­და­რე­ბით მჟა­ვე იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი. მი­სი გე­მო დღემ­დე ვერ და­ვი­ვიწყე. ბა­ყა­ყის ხორ­ციც კარ­გად იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ნე­პალ­ში ყოფ­ნი­სას ქუ­ჩა­ში "ფუ­ულ"-ს ვყი­დუ­ლობ­დი, ეს არის ორ­მაგ ლა­ვაშ­ში ჩას­ხ­მუ­ლი ლო­ბიო ტა­ხი­ნის სო­უ­სით, უგემ­რი­ე­ლე­სია. ინ­დო­ეთ­ში გვე­ლის ხორ­ციც მი­ვირ­თ­ვი, მაგ­რამ დი­დად არ მო­მე­წო­ნა, უგე­მუ­რი თევ­ზის გე­მო ჰქონ­და.

- უპი­რა­ტე­სო­ბას რო­მე­ლი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს ანი­ჭებთ?

- ისე მდიდ­რუ­ლად და ისე­თი გა­ტა­ცე­ბით, რო­გორც პა­რიზ­ში, არ­სად მი­ჭა­მია. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი სუ­შია. ამე­რი­კა­ში რომ ჩავ­დი­ვარ, აერო­პორ­ტი­დან­ვე სუ­შის საჭ­მე­ლად მივ­დი­ვარ. მომ­წონს, კლა­სი­კურ ჩი­ნურ რეს­ტო­რან­ში ზი­ხარ და მცი­რე ულუ­ფე­ბად მრა­ვა­ლი კერ­ძი მო­აქვთ. მქო­ნია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ერთ დღეს 30-მდე კერ­ძი და­ვა­გე­მოვ­ნე.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია