რო­გორ ამო­ვიც­ნოთ "გა­ყალ­ბე­ბუ­ლი" ტორ­ტე­ბი

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ "გა­ყალ­ბე­ბუ­ლი" ტორ­ტე­ბი

ბო­ლო დროს მარ­ცი­პა­ნით გა­კე­თე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბი თბი­ლის­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მარ­ცი­პა­ნი კან­ფე­ტია, რო­მელ­საც ტორ­ტ­ზე აკ­რა­ვენ და მის­გან ათას­ნა­ირ გა­სა­ფორ­მე­ბელ ფი­გუ­რა­საც ძერ­წა­ვენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ხდე­ბა ასე­თი ტორ­ტის დამ­ზა­დე­ბა და მორ­თ­ვა. ამის შე­სა­ხებ თა­თა გა­ბუ­ნი­ას ვე­სა­უბ­რე.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მი­მაჩ­ნ­და, რომ ქსო­ვა და კერ­ვაც უნ­და მცოდ­ნო­და. კუ­ლი­ნა­რია კი ყო­ველ­თ­ვის ჩე­მი ჰო­ბი იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუ­სეთ­ში გა­და­ვე­დი საცხოვ­რებ­ლად. იქ ალექ­სან­დ­რე კი­სინ­ცი­დის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კურ­სე­ბი გა­იხ­ს­ნა, სა­დაც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გეს­წავ­ლა და მე­რე კუ­ლი­ნა­რის სერ­ტი­ფი­კატს აიღებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ხანმოკლე სწავ­ლე­ბი­სა, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა - 1.000 დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე. კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სამ­სა­ხურ­საც გთა­ვა­ზობ­დ­ნენ. სწავ­ლა და­ვიწყე, მაგ­რამ ერ­თი კვი­რის შემ­დეგ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­მექ­მ­ნა და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში დავ­წე­ქი. გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის შემ­დეგ კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მიხ­და. ასე რომ, ის კურ­სი სრუ­ლად ვერ გა­ვი­ა­რე. თუმ­ცა, რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლე. და­ნარ­ჩენს მუდ­მი­ვად ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ვსწავ­ლობ. ხატ­ვა რომ უკე­თე­სად ვი­ცო­დე, სას­წა­უ­ლებს გა­ვა­კე­თებ­დი.

- მოს­კოვ­ში რამ­დენ ხანს ცხოვ­რობ­დით და იქ თუ აცხობ­დით ტორ­ტებს?

- იქ 13 წე­ლი ვიცხოვ­რე და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტორ­ტებ­საც ვაცხობ­დი. რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, მოს­კოვ­ში ტორ­ტე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რია. თან წო­ნის მი­ხედ­ვით იყი­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, "მას­ტი­კით" (რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მარ­ცი­პანს ეძა­ხი­ან) გა­კე­თე­ბუ­ლი ერ­თი კი­ლო ტორ­ტი 1.200 მა­ნე­თი ღირს, მა­შინ, რო­ცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრე­მით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ტორ­ტის ფა­სი 600 მა­ნე­თია.

- მა­გა­ლი­თად, 20-ნაჭ­რი­ა­ნი ტორ­ტი რამ­დე­ნი კი­ლო იქ­ნე­ბა?

- არ ამი­წო­ნია. მოს­კოვ­ში პა­ტა­რა ტორ­ტი გა­მო­ვაცხ­ვე, რო­მელ­მაც 3 კი­ლო აიწო­ნა. ერ­თ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მა­მის იუბი­ლეს­თ­ვის შე­მიკ­ვე­თა, თან გა­მაფ­რ­თხი­ლა, მა­მა­ჩე­მი ასაკ­შია და კარ­გად და­ნა­მუ­ლი გა­მი­კე­თეო. ის ქა­ლი კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე შეკ­ვე­თას მაძ­ლევ­და, ამი­ტომ 1.000 მა­ნე­თად გა­ვუ­კე­თე. შემ­დეგ მოს­ვ­ლა­ზე სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნა, - შენ­გან პა­ტივ­ნა­ცე­მი ვა­რო. აქ რომ ჩა­მო­ვე­დი და ტორ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი, გა­ვოც­დი. სა­ქორ­წი­ლო ტორ­ტის ერ­თი ნა­ჭე­რი 4 ლა­რი და 50 თეთ­რი ღირ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 200-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლის­თ­ვის რომ დაგ­ჭირ­დეთ, რა დაჯ­დე­ბა. ვიდ­რე მოს­კოვ­ში წა­ვი­დო­დი, მა­ნამ­დე აქ ტორ­ტე­ბი იმით ფა­სობ­და, თუ რამ­დე­ნი კვერ­ცხი სჭირ­დე­ბო­და. ახ­ლა კვერცხს აღა­რა­ვინ ით­ვ­ლის და ნაჭ­რე­ბის მი­ხედ­ვით იყი­დე­ბა.

- თქვე­ნი ტორ­ტე­ბიც ასე ძვი­რი ღირს?

- ამას წი­ნათ სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტი გა­ვა­კე­თე, რო­მელ­ზეც 3 კი­ლო "მას­ტი­კა" დამ­ჭირ­და. კი­ლო "მას­ტი­კა" 12 ლა­რი ღირს. მხო­ლოდ "მას­ტი­კა­ში" გა­და­ვი­ხა­დე 36 ლა­რი. ტორ­ტის მო­სარ­თა­ვად ყვა­ვი­ლე­ბიც ხომ უნ­და გა­მო­მე­ძერ­წა? ამის­თ­ვის კი­დევ ერ­თი კი­ლო "მას­ტი­კა" დავ­ხარ­ჯე. ასეთ ტორ­ტებს რუ­სე­ბი ხე­ლით ნა­მუ­შე­ვარს ეძა­ხი­ან და იქ ეს გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ფა­სობს. ტორტს "მას­ტი­კას" რომ გა­და­აკ­რავ, ნა­კე­ცი არ უნ­და ჰქონ­დეს, ჰა­ე­რი არ უნ­და შე­დი­ო­დეს და მე­ო­რე დღეს უნ­და იჭ­რე­ბო­დეს. რო­მე­ლი ტორ­ტიც მე­ო­რე დღეს არ იჭ­რე­ბა, მას მარ­ცი­პა­ნი აქვს გა­დაკ­რუ­ლი. მარ­ცი­პა­ნი "მას­ტი­კა­ზე" გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა, მაგ­რამ ის ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რა­ვად კი არა, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და სხვა მო­სარ­თა­ვის გა­სა­კე­თებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მოს­კოვ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლია ვედ­რო­ებ­სა თუ კო­ლო­ფებ­ში და აწე­რია, ყვა­ვი­ლე­ბის­თ­ვის არის თუ ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რა­ვად. აქა­უ­რი მარ­ცი­პა­ნი ხმე­ბა და მე­ო­რე დღეს ტორტს ვერ დაჭ­რი, ამი­ტომ პი­რა­დად მე, ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რავ მა­სა­ლას თა­ვად ვამ­ზა­დებ. ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში ზე­ფი­რის ფე­რა­დი კან­ფე­ტე­ბი იყი­დე­ბა, რო­მელ­საც გა­ვალ­ღობ, შაქ­რის პუდრს და­ვუ­მა­ტებ და მზად არის. ერ­თი კვი­რა რომ გე­დოს მა­ცი­ვარ­ში, მა­ინც არ გახ­მე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივად დაჭ­რი. "მას­ტი­კის" კი­დევ ერ­თი სა­ი­დუმ­ლო ის არის, რომ მას ყვე­ლა კრე­მის ზე­მო­დან ვერ გა­და­აკ­რავ, გად­ნე­ბა. მის შიგ­ნით მხო­ლოდ ე.წ. "ცი­ვი კრე­მი" გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მარ­ცი­პან­ში მა­ინც ქი­მი­უ­რი მი­ნა­რე­ვე­ბია და ამ ტორ­ტებს ბავ­შ­ვე­ბიც ჭა­მენ. რა­საც ჩემს შვილს ვერ ვაჭ­მევ, იმას ვერც სხვის შვილს გა­ვუ­კე­თებ. მეც ხომ დე­და ვარ. "ორი კა­პი­კის" გა­მო, სხვის შვილს ვერ მოვ­წამ­ლავ. სხვე­ბი მარ­გა­რი­ნით აკე­თე­ბენ ტორ­ტებს. ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი, რომ 19-ლა­რი­ან კა­რაქს ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ 6-9-ლა­რი­ანს ნამ­დ­ვი­ლად ვი­ყე­ნებ. ყვე­ლა კლი­ენ­ტი სახ­ლ­ში მო­დის და აქე­დან მი­აქვს ტორ­ტი. იმი­სი ნამ­დ­ვი­ლად არ მე­ში­ნია, რომ ჩე­მი ნა­ხე­ლა­ვი ვინ­მეს აწყენს. ახ­ლა მო­და­ში "დი­ა­ნას" კრე­მე­ბია. კონ­კ­რე­ტუ­ლი დი­ა­ნა კი არ აკე­თებს, ასე იყი­დე­ბა. არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, რად­გან რა­ღაც ქა­ფია, რო­მე­ლიც ქი­მი­ურ ელე­მენ­ტებ­საც შე­ი­ცავს. თურ­ქეთ­ში თურ­მე ისე­თი ფხვნი­ლი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც 2 კვერცხს აურე­ვენ და 30 ტორ­ტი ცხვე­ბა. ბაზ­რო­ბა­ზე გა­ვი­ა­რე, სა­დაც ტორ­ტის ბის­კ­ვი­ტე­ბი იყი­დე­ბა. 15-ნაჭ­რი­ა­ნი პა­ტა­რა ტორ­ტი 6 ლა­რი ღირს. ეს რო­გორ გა­ვი­გოთ? 10 კვერ­ცხი 3 ლა­რი ღირს. გარ­და ამი­სა, ფქვი­ლი და შა­ქა­რიც ხომ სა­ჭი­როა? ღუ­მელ­ში რომ შედ­გა და გა­მო­აცხო, დე­ნიც ხომ იხარ­ჯე­ბა? 15-ნაჭ­რი­ა­ნი ტორ­ტის გა­მოცხო­ბა ასე იაფი ვერ დაჯ­დე­ბა. 6 ლა­რად ვინც ყი­დის, იმას ხომ მცხო­ბე­ლის­გან აქვს აღე­ბუ­ლი... გა­მო­დის, რომ ამ 6 ლა­რი­დან, გა­მომ­ცხობ­საც რჩე­ბა მო­გე­ბა და - გამ­ყიდ­ველ­საც. ე.ი. ეს ბის­კ­ვი­ტი რი­თია გა­კე­თე­ბუ­ლი? თან გამ­ყიდ­ველ­მა ამა­ყად მითხ­რა, - ბის­კ­ვი­ტი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ფუჭ­დე­ბაო. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია... ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და გუ­ლით უნ­და აკე­თოს და აუცი­ლებ­ლად კარ­გად გა­მო­უ­ვა.

- საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბი გაქვთ...

- ყვე­ლა ჩე­მი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი არ არის, ზოგს ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხუ­ლობ. კე­თე­ბისას თა­ვად ვხვდე­ბი, რას რა მო­უხ­დე­ბა. ფან­ტა­ზი­ას ნამ­დ­ვი­ლად არ ვუ­ჩი­ვი. ძერ­წ­ვი­სა და ხატ­ვის ნი­ჭი აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, რომ "მას­ტი­კა­ზე" იმუ­შა­ოს. ხატ­ვის­თ­ვის თა­ვი­დან­ვე რომ მი­მექ­ცია ყუ­რადღე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ახ­ლა ვნა­ნობ, რომ ხატ­ვა­ზე არა­სო­დეს მივ­ლია.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე ტორ­ტი ოჯა­ხისა და მე­გობ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვაცხ­ვე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა მათ­განს ფო­ტოს ვუ­ღებ­დი. ჩემს შვილს გა­უჩ­ნ­და იდეა, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დ­ზე ამეტ­ვირ­თა, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხა და მომ­წე­რა, შეკ­ვე­თებს თუ იღე­ბო? მა­ნამ­დე არც მი­ფიქ­რია, რომ შეკ­ვე­თებ­ზე მე­მუ­შა­ვა. თა­ვი­დან რომ მკითხეს, 20-ნაჭ­რი­ან ტორტს რამ­დე­ნად გა­მი­კე­თე­ბო, ისიც კი არ ვი­ცო­დი, ფა­სი რის მი­ხედ­ვით უნ­და განმესაზღვრა. კარ­გი ცხოვ­რე­ბა რომ მქო­ნო­და, რუ­სეთ­ში ხომ არ გა­ვიქ­ცე­ო­დი?.. თუ კლი­ენ­ტის სა­სურ­ვე­ლი ტორ­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ თუ არ შე­მიძ­ლია, ტყუ­ი­ლად არა­ვის დავ­პირ­დე­ბი.

- არ­სე­ბობს ისე­თი ტორ­ტი, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც არ შე­გიძ­ლი­ათ?

- რა თქმა უნ­და. ინ­ტერ­ნეტ­ში ისეთ რა­ღა­ცებს ვნა­ხუ­ლობ, იმას ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ, თუ ისევ სად­მე კურ­სებ­ზე არ ვივ­ლი. ისე, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ვის­წავ­ლო და კვა­ლი­ფი­კა­ცია ავი­მაღ­ლო. ჩე­მი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მიწყობს. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, თუ რა­მე გა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ნამ შე­გიძ­ლია, ის­წავ­ლეო. ახ­ლა დამ­ცი­ნის ხოლ­მე, - სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეა, სი­ბე­რე­ში კი არაო.

- ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნა რო­გორ ტორ­ტებ­ზეა?

- რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან დიდი მოთხოვ­ნაა "მა­მა­კა­ცის ტორ­ტე­ბზე". არ­ყის ბოთ­ლი, შამ­პა­ნუ­რი, ქა­ლის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი და ა.შ. რაც აქ ჩა­მო­ვე­დი, არც ერ­თი მსგავ­სი ტორ­ტის შეკ­ვე­თა არ მი­მი­ღია. აქ სა­დე­დოფ­ლო და სა­ბავ­შ­ვო ტორ­ტე­ბი უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერ­თი შეკ­ვე­თა არ მაქვს ან იმ­დე­ნი შეკ­ვე­თა მაქვს ერ­თად, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს უარ­საც კი ვე­უბ­ნე­ბი. ბავ­შ­ვებს ყუ­რადღე­ბას ვერ მო­ვაკ­ლებ, რად­გან პირ­ველ რიგ­ში, დე­და ვარ. რო­ცა ვნა­ხავ, რომ ჩემ­მა შვილ­მა იმე­ცა­დი­ნა, ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მა­ბა­რა, მე­რე ვიწყებ ტორ­ტის გა­მოცხო­ბას.

- შეკ­ვე­თებს კლი­ენ­ტის გე­მოვ­ნე­ბით აკე­თებთ თუ კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­გაქვთ?

- ხში­რად ისეთ შეკ­ვე­თას ვას­რუ­ლებ, თა­ვა­დაც რომ არ მომ­წონს, მაგ­რამ გე­მოვ­ნე­ბა­ზე ხომ არ და­ო­ბენ. დამ­კ­ვეთს მოს­წონს და მი­სი სურ­ვი­ლი უნ­და შე­ვას­რუ­ლო. ერთ პა­ტარ­ძალს სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტი უნ­დო­და, რომ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი წი­თე­ლი იქ­ნე­ბო­და, მე­ო­რე ცო­ტა ღია და მე­სა­მე კი­დევ უფ­რო ღია, თან ზე­მო­დან დი­დი კა­ლე­ბი უნ­და ჰქო­ნო­და და ბო­ლოს ვარ­დიც გა­უ­კე­თეო. ვურ­ჩიე, რომ კა­ლას ვარ­დი არ მო­უხ­დე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­მი­ჯე­რა. ერ­თ­მა კი­დევ - მა­შას (მულ­ტ­ფილ­მის გმი­რი) ტორ­ტი და­მიკ­ვე­თა. მა­შა ბის­კ­ვიტ­ზე დი­დი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. იმ თო­ჯი­ნის გა­კე­თე­ბას ერ­თი კი­ლო "მას­ტი­კა" არ ეყო­ფო­და, თან იმას ხომ გაშ­რო­ბაც სჭირ­დე­ბო­და? და­მი­ჯე­რა და მცი­რე ზო­მის მა­შას დას­ჯერ­და. ეს ჩე­მი შე­მო­სავ­ლის წყა­რო არ არის. უბ­რა­ლოდ, მსი­ა­მოვ­ნებს ამის კე­თე­ბა. ერ­თი სუ­ლი მაქვს, დაწყე­ბულ ტორტს რო­დის მოვ­რ­თავ, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გა­მო­მი­ვა.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია