ქართველი მხატვარი ამტკიცებს, რომ მის სახლში უცხოპლანეტელები ცხოვრობენ

ქართველი მხატვარი ამტკიცებს, რომ მის სახლში უცხოპლანეტელები ცხოვრობენ

90-ი­ან წლებ­ში მხატ­ვრე­ბის - გია გუ­გუშ­ვი­ლი­სა და ქე­თი მა­ტა­ბე­ლის ოჯახ­ში მომ­ხდარ უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნებ­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლა­პა­რა­კობ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი წყნე­თის აგა­რაკ­ზე და­იწყ­ო, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, მათ საცხ­ოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გაგ­რძელ­და. წლე­ბის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" მხატ­ვა­რი გია გუ­გუშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს. 

- მას შემ­დეგ 23 წე­ლი გა­ვი­და და რაც მახ­სოვს, მხო­ლოდ იმას გი­ამ­ბობთ. სექ­ტემ­ბე­რი იყო, იმ წელს და­ი­ბა­და ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ა­მი. ინ­ტუ­იცი­ით ვგრძნობ, რომ ეს სწო­რედ მა­რი­ა­მის გა­ჩე­ნას და­უ­კავ­შირ­და და სა­სი­კე­თო ძვრე­ბის­თვის მოხ­და. 90-ი­ან წლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­იმ­ჩნე­ო­და ინ­ტე­რე­სი ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის მი­მართ. ეს საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი თე­მა იყო კო­მუ­ნის­ტუ­რ სივ­რცე­ში, "პე­რეს­ტრო­ი­კის" პე­რი­ოდ­ში კი ბევრ რა­მეს ტა­ბუ აეხ­სნა და ტყუ­ილ­-მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რი­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­მაც იმა­ტა. თით­ქოს სო­ცი­უ­მი მზად იყო იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სარ­წმუ­ნოდ მი­ე­ღო. გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და ამო­უც­ნობ მფრი­ნავ ობი­ექ­ტებ­ზე ლა­პა­რა­კი. რა­საც ახ­ლა გი­ამ­ბობთ, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი­ა.

- პირ­ვე­ლად რა უც­ნა­უ­რო­ბა შე­ნიშ­ნეთ?

- ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და, მთე­ლი ოჯა­ხი წყნეთ­ში ავე­დით, ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას 27 ნო­მერ­ში გვაქვს აგა­რა­კი. კაკ­ლის ხის ძირ­ში ვის­ხე­დით, რო­ცა ცი­დან პა­ტა­რა კენ­ჭე­ბი და დახ­ვე­უ­ლი მავ­თუ­ლე­ბი ჩა­მოც­ვივ­და. არა­და, წყნეთ­ში ჩვე­ნი სახ­ლი ისეთ ად­გი­ლა­სა­ა, სა­დაც ხალ­ხი ნაკ­ლე­ბად მოძ­რა­ობს, სიწყ­ნა­რე­ა. შეგ­ვე­შინ­და და პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თეთ. პო­ლი­ცი­ამ გა­დაწყ­ვი­ტა ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­საფ­რე­ბოდ­ნენ და გა­ე­გოთ, რა ხდე­ბო­და. ერ­თხე­ლაც, უკ­ვე და­სა­ძი­ნებ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დით, რომ ღა­მის 12 სა­ა­თის­თვის ჩვენ­თან მო­ვი­და სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი რამდენიმე პო­ლი­ცი­ე­ლი, ვი­ღაც უც­ნობ პი­როვ­ნე­ბას ეძებ­დნენ, ვუთხ­ა­რით, რომ არა­ვინ შეგ­ვი­ნიშ­ნავს. შუაღა­მი­სას სა­ში­ნე­ლი სრო­ლა ატყ­და. მივ­ვარ­დით ფან­ჯა­რას და ვხე­დავთ, ქუ­ჩა­ში უამ­რა­ვი ხალ­ხი დარ­ბის. ყვი­რი­ან, გა­რეთ გა­მო­დი­თო. გა­ვე­დით და ვნა­ხეთ აკან­კა­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. იქ­ვე იდ­გა მწვა­ნე ჟი­გუ­ლის მარ­კის ფურ­გო­ნი, რომ­ლის სა­ქა­რე მი­ნა­ზეც უზარ­მა­ზა­რი ბრტყე­ლი ქვა ეგ­დო, თუმცა მი­ნა ჩამ­სხვრე­უ­ლი არ იყო. ხე­ლი მოვ­კი­დე და, ქვა თბი­ლი იყო...

- სრო­ლა რა­ტომ­ღა ატყ­და?

- პო­ლი­ცი­ე­ლებს სახ­ლი ჩუ­მად მო­უქ­ცე­ვი­ათ ალ­ყა­ში, უფიქ­რი­ათ, რომ ვი­ღაც ჩვენს შე­სა­ში­ნებ­ლად ის­რო­და ეზო­ში ქვებს და მის და­სა­კა­ვებ­ლად ჩა­საფ­რე­ბუ­ლან. უეც­რად "ჟი­გუ­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში მსხდომ პო­ლი­ცი­ე­ლებს შე­უ­ნიშ­ნავთ, რო­გორ მი­ე­მარ­თე­ბო­და მათ­კენ უც­ნა­უ­რი ობი­ექ­ტი, სწო­რედ ამ დროს მოხ­ვედ­რია მან­ქა­ნის მი­ნას ქვა. უფიქ­რი­ათ, რომ მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე სახ­ლის სხვე­ნი­დან მოხვდა მან­ქა­ნას ქვა და და­უწყ­ი­ათ ჰა­ერ­ში სრო­ლა. ერთ პო­ლი­ცი­ელს უც­დია ღო­ბე­ზე გა­დახ­ტო­მა, მაგ­რამ ვე­რაფ­რით ვერ მო­უ­ხერ­ხე­ბი­ა, თით­ქოს ვი­ღა­ცა უკ­ნი­დან ექა­ჩე­ბო­და­ო... ამის შემ­დეგ დავ­რწმუნ­დით, რომ, რაც ხდე­ბო­და, რე­ა­ლუ­რი იყო. ში­შით კა­რიც ვერ დავ­ხუ­რეთ (ი­ცი­ნის).

- რო­გორც ვი­ცი, საქ­მე­ში თა­ლეს შო­ნი­აც ჩა­ერ­თო...

- არ მახ­სოვს, ვინ მი­მარ­თა თა­ლეს შო­ნი­ას ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან, მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­სა­ბა­მი­სი ხელ­საწყ­ო­ე­ბით მოგ­ვად­გა შინ. მის მოს­ვლამ­დე კი­დევ უფ­რო გახ­შირ­და ჩვენს სახ­ლში უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ეზო­ში წე­რი­ლე­ბის გად­მოყ­რა და ა.შ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, თით­ქოს სახ­ლში ჩვენ­თან ერ­თად ვი­ღაც იყო. წი­ნა დღით მა­გა­რი ქა­რი, თით­ქოს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი ამო­ვარ­და. თა­ლე­სი შე­ვი­და იმ ეზო­ში, სა­დაც გა­დახ­ტო­მა უნ­დო­და პო­ლი­ცი­ელს, მი­წა­ში ჩა­არ­ჭო სპი­ლენ­ძის მავ­თუ­ლე­ბი და თქვა, აქ იჯ­და ობი­ექ­ტი 7XX7-ზე, ტოლ­ფერ­და სამ­კუთხ­ე­დის ფორ­მის, ქა­რიშ­ხა­ლიც სწო­რედ ამით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი­ო. შემ­დეგ სახ­ლიც შე­ა­მოწ­მეს, თა­ლეს­მა იკითხ­ა, სახ­ლში უც­ნა­ურს ხომ არაფერს ხე­დავ­თო. ჩე­მი მე­უღ­ლის, ქე­თი მა­ტა­ბე­ლის ბე­ბი­ამ უთხ­რა, ხში­რად ვამ­ჩნევ ციმ­ციმ­სო. თა­ლეს­მა მა­შინ­ვე "ჩა­ავ­ლო", რა ციმ­ციმს ხე­და­ვო? ნეს­ტო­როვ­ნამ აუხ­სნა, შუ­შა­ბან­დში, სა­დაც მძი­ნავს, ჩემს თავ­თან ვამ­ჩნევ ციმ­ციმ­სო. თა­ლეს­მა გა­ზო­მა ზუს­ტად ის ად­გი­ლიც და თქვა, აქ იყ­ვნენ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი­ო. ყოველ ნა­ბიჯ­ზე გვიმ­ტკი­ცებ­დნენ ფაქ­ტე­ბით, რომ ისინი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­დნენ. ბე­ბია ად­რე რომ ამ­ბობ­და, ციმ­ციმს ვხე­და­ვო, წნე­ვის ბრა­ლი გვე­გო­ნა, წამ­ლებს ვას­მევ­დით და ვა­ძი­ნებ­დით... სას­წრა­ფოდ დავ­ბრუნ­დით თბი­ლის­ში. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, აქაც გაგ­რძელ­და იგი­ვე მოვ­ლე­ნე­ბი. ერთ სა­ღა­მოს მე და ჩე­მი სი­მამ­რი მი­სა­ღებ ოთახ­ში ვის­ხე­დით. გა­ზე­თე­ბი გვეწყო წინ, და­ახ­ლო­ე­ბით რვა მეტ­რის და­შო­რე­ბით ვის­ხე­დით ერ­თმა­ნე­თის­გან, უცებ გა­ზე­თე­ბი აფ­რი­ალ­და და ძირს გა­ი­ფან­ტა. არადა, კა­რი და ფან­ჯრე­ბიც და­ხუ­რუ­ლი გვქონ­და. ქე­თის მა­მამ შე­მომ­ხე­და და გა­ფით­რდა კა­ცი. სას­წრა­ფოდ და­ვუ­რე­კეთ თა­ლეს შო­ნი­ას. თა­ლეს­მა გვითხ­რა, მო­დი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ბი­ო­ვე­ლე­ბი გავ­ზო­მო­თო. ყვე­ლას ცალ­-ცალ­კე გაგ­ვი­ზო­მეს, ბო­ლოს ქე­თი და მა­კაც შე­ა­მოწ­მეს და პირ­და­პირ თქვა თა­ლეს­მა - ეს არის მე­დი­უ­მი­ო. ყვე­ლა­ზე დი­დი კონ­ტაქ­ტი უცხ­ოპ­ლა­ნე­ტელ­ებთან სწო­რედ მა­კას ჰქონ­და. ამის შემ­დეგ სახ­ლში დაგ­ვი­მონ­ტა­ჟეს აპა­რა­ტუ­რა, ფქვი­ლი და­ყა­რეს და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებს - აქ თუ ხარ, ფქვილ­ზე და­ტო­ვე ანა­ბეჭ­დი­ო. ერ­თი ამ­ბა­ვი იყო, ვინ არ გვსტუმ­რობ­და, უმე­ტე­სო­ბა "სა­ღა­და­ოდ" და­დი­ო­და ჩვენს სახ­ლში (ი­ცი­ნის). ერ­თხე­ლაც შევ­ნიშ­ნე ფქვილ­ზე ბლაგ­ვი ფორ­მის ანა­ბეჭ­დი. ქე­თის მა­მას, გუ­ლი მა­ტა­ბელს, ჯან­მრთე­ლო­ბა შერ­ყე­უ­ლი ჰქონ­და, იმ დი­აგ­ნო­ზით დიდი დღე აღარ ეწერა, მაგ­რამ სა­მი წე­ლი კიდევ იცოცხ­ლა. თა­ლე­სი გვე­უბ­ნე­ბო­და, სა­სი­კე­თოდ არი­ან მო­სუ­ლები­ო. აგ­რო­ვებ­და უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის და­ტო­ვე­ბულ დახ­ვე­ულ ბარათებს ხსნი­და და ამ­ბობ­და, რო­მე­ლი იყო მა­თი და რო­მე­ლი არა. ერ­თხელ წე­რი­ლიც ვი­პო­ვეთ, სა­დაც ეწე­რა, რომ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტელს იქო­ლა ერ­ქვა. თა­ლეს­მა თქვა, რომ ნამ­დვი­ლად უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლის ნაწერი იყო. ტკბი­ლე­ულ­საც კი ვუ­ტო­ვებ­დით იქო­ლას. თა­მა­შის ელ­ფე­რი მი­ი­ღო ამ ყვე­ლა­ფერ­მა და ერ­თხე­ლაც იქო­ლა რომ აორ­თქლდა, მა­კამ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და მი­სი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად მა­კას­თან ურ­თი­ერ­თობ­დნენ. ერთ დღე­საც ჩვენ­თან მო­ვი­და მა­კას მე­გო­ბა­რი ხა­თუ­ნა, რო­მელ­მაც თქვა, რომ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი მას­თან წა­ვიდ­ნენ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და მის სახ­ლში უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი და მთე­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი ტარ­დე­ბო­და. ახ­ლა, რო­გორც ვი­ცი, იქაც აღარ ცხოვ­რო­ბენ. მე ვახ­დენ ფაქ­ტის კონ­სტა­ტა­ცი­ას, რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი და პი­რა­დად შე­ვე­ჯა­ხე.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია