პრემიერი სახელმწიფო დაწესებულებებს მიმართავს

პრემიერი სახელმწიფო დაწესებულებებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დაწესებულებებს მოუწოდებს, საახალწლო კორპორაციული ღონისძიებებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყენონ.

"იმის გამო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საბიუჯეტო თანხების რაციონალურად ხარჯვას, მოვუწოდებ სახელმწიფო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საახალწლო კორპორაციული ღონისძიებებისთვის არ გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები.

საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს საჯარო მოხელეთა ვალდებულებებს კანონისა და სახელმწიფოს წინაშე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა