ზღაპრული სამყაროს გმირების მარში რუსთაველის გამზირზე

ზღაპრული სამყაროს გმირების მარში რუსთაველის გამზირზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საახალწლო შოუ-პროგრამა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ბავშვები არნახული სასწაულის მომსწრენი გახდებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, პატარების წინაშე ზღაპრული სამყაროდან საყვარელი გმირები გაცოცხლდებიან, რომლებიც სადღესასწაულოდ მორთული მარხილით სანტა-კლაუსებსა და თოვლის ბაბუას მოიწვევენ. საახალწლო სტუმრები პატარებს დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ, მათთან ერთად საშობაო ნაძვის ხეს აანთებენ და საჩუქრებს დაურიგებენ.

შოუ-პროგრამის დასრულების შემდეგ, სანტა კლაუსები პარლამენტის ეზოში განთავსებულ სადღესასწაულოდ მორთულ ავტობუსებში ჩასხდებიან, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძვრებიან და მთელ ქალაქს შემოივლიან.

სამინისტროს ინფორმაციით, 26 დეკემბრიდან ორი დღის განმავლობაში, ამ ზღაპრულ სანახაობას რეგიონებში მცხოვრები პატარებიც დაესწრებიან, საქართველოს 64 რეგიონს 700-მდე სანტა-კლაუსი ეწვევა.

ღონისძიება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 18:00 საათზე, გაიმართება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია