მოცეკვავე და ჩოხოსანი ომარ მხეიძე მწვავე სტენოკარდიული შეტევით ანზორ მელიას კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც Ambebi.ge-ს თვითმხილველებმა აცნობეს, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე და ჩოხოსანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "გულში" რამდენიმე წუთის წინ მიიყვანა.
ექიმების განცხადებით, 78 წლის პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უკვე დაენიშნა და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.