31 დეკემბერს თელავში სტალინის ძეგლს აიღებენ

 31 დეკემბერს თელავში სტალინის ძეგლს აიღებენ

თელავში სტალინის ძეგლის დემონტაჟი 31 დეკემბერს განხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, დიდების მემორიალთან აღმართული ძეგლის დემონტაჟზე გამოცხადებულ ტენდერში "სამოქალაქო განათლების ფონდმა" გაიმარჯვა და ბელადის მონუმენტს 31 დეკემბერს 634 ლარად მოხსნის.

სტალინის ძეგლი თელავში მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ორგანიზაცია "სტალინელმა" ძეგლი თელავის ყოფილი გამგებლის ნებართვით, საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე დადგეს. სტალინის ძეგლის დემონტაჟზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი დეკემბრის დასაწყისში გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია