პრეზიდენტს ხელფასი 6 900 ლარამდე გაეზრდება

პრეზიდენტს ხელფასი 6 900 ლარამდე გაეზრდება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხელფასი 6 900 ლარამდე გაეზრდება, ნაცვლად 9 000 ლარისა, როგორც ამას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

როგორც პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების გაზრდის ინიციატორმა, უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმარტა, თავად გიორგი მარგველაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ მისი ხელფასი 9 000 ლარამდე არ გაიზარდოს და ამ თვალსაზრისით კანონპროექტი იმგვარად ჩასწორდეს, რომ პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი ჰქონდეთ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს. საგანალიძის თქმით, პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ოდენობა 6 900 ლარით განისაზღვრება, რაკი უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის, დაგეგმილი ცვლილებებით განსაზღვრულია 7 ათასი ლარი.

ამასთან, საგანელიძე პრეზიდენტის ხელფასის გაზრის საჭიროებას მისი ხარჯების გამჭირვალობის აუცილებლობით ხსნის. ამ თემაზე უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტში გამოსვლისას ვრცელი განმარტება გააკეთა.

"ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნის სახეა. იგი ქვეყანას წარმოადგენს ყველგან და მისი საქმიანობაც ყველაზე მეტად გამჭირვალე უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის შემოსავალი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ხალხისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რითი ცხოვრობს არჩეული პრეზიდენტი და აქვს თუ არა მას იმის საშუალება, რომ არა მხოლოდ ოჯახის პრობლემები, არამედ ხშირ შემთხვევაში ისეთი ფორმალური ურთიერთობები, როგორიც არის სტუმრის მიღება, როცა გინდა, რომ მას საკუთარი სახსრებით გაუმასპინძლდე ან გარკვეული ვიზიტების დროს საკუთარი ხარჯები გაწიო, შემოსავალი საკმარისი იყოს. სამწუხაროდ, თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ეს ყოველთვის ბუნდოვანი იყო. საქართველოს პრეზიდენტების შემოსავალი ქაღალდზე ძალიან მცირე იყო, ამაზე არავინ საუბრობდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტებს ყოველთვის ჰქონდათ საშუალება, გაეწიათ იმ მოცულობის ხარჯები, რისი სურვილიც მათ ჰქონდათ. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, მათ შორის უახლოეს ხანებში, როცა გამოქვენდა პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ფონდებიდან გაწეული ხარჯები, თუნდაც პრეზიდენტის ფონდიდან. გამართლება იმის, რომ ესა თუ ის ხარჯი იყო საჭირო და აუცილებელი, ყველას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებდა. მეორეს მხრივ, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მქონდა პატივი მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, პირადად მე, როგორ უმრავლეობის ლიდერმა საჭიროდ ჩავთვალე, აღნიშნული ინიციტივით გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს იმდენი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომლითაც პრეზიდენტს, ქვეყნის პირველ პირსა და სახეს, საშუალება ექნება ყოველთვის საზოგადოების წინაშე წარსდგეს ისე, როგორც მე, როგორც ამ ქვეყნის შვილს გამიხარდებოდა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, საბიუჯეტო სისტემაში მომუშავე პირების ანაზღაურების მხრივ არსებობს სრული დისპროპორცია, საკითხი გადასახედია და გარკვეული გრადაციას საჭიროებს.

"საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. მოქმედი კანონით პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 4 720 ლარით არის განსაზღვრული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა