გადაიღე ფოტო, გამოიმუშავე ფული - "პალიტრა მედია" და Scoopshot-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ

გადაიღე ფოტო, გამოიმუშავე ფული - "პალიტრა მედია" და Scoopshot-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ

იხილეთ სიუჟეტი

მათ, ვისაც მობილურით ფოტოების გადაღება უყვარს, "პალიტრა მედია" საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ახალი ამბების შექმნაში.

გადაიღე ფოტო და გამოიმუშავე ფული - ყველას, ვისაც სმარტფონი აქვს, საკუთარი გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის გაყიდვა შეუძლია. ამისთვის მხოლოდ უნიკალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო.

მობილურის Playstore-იდან ან Appstore-დან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია "სქუფშოტი", დარეგისტრირდით და გახდით "სქუფშოთერი". აპლიკაციის მეშვეობით მიიღებთ კონკრეტული დავალებას. გაგზავნეთ აპლიკაციის საშუალებით ფოტო და ვიდეო მასალა და მიიღეთ ანაზღაურება.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაიღოთ საინტერესო მოვლენა, მიუთითოთ ადგილმდებარეობა, ფასი, აღწერა და ატვირთოთ "სქუფშოტის" საიტზე. შესაძლოა თქვენი მასალა წამყვანი მედიასაშუალების ფურცლებზეც კი აღმოჩნდეს.

"პალიტრა მედია" რეგიონში პირველი მედიასაშუალებაა, რომელიც საქართველოში Scoopshot-ის აპლიკაციის გამოყენებას იწყებს. ამ სერვისით უკვე სარგებლობს სამოცამდე ცნობილი უცხოური მედიაკომპანია, მათ შორის, გერმანული "შპიგელი", შვედური "მეტრო ინთერნეიშენელი", ბრიტანული "დეილი სთარი", თურქული "ჰარიეტი" და სხვები.

"ჩვენ გადავწყვიტეთ პალიტრასთან თანამშრომლობა, რადგან ეს კომპანია ამისთვის შესაფერისია, პალიტრა ორიენტირებულია ახალ ბიზნესზე, დაინტრესებულია ახალი ამბების შექმნით, ახალი ინსტრუმენტებით, ფოკუსირებულია როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ გამოცემებზე და აპლიკაციებზე. ასევე მკითხველის ჩართულობაზე. ასე რომ, ეს სფუქშოტისთვის ძალიან კარგი, ბრწყინვალე გარემოა", - ამბობს Scoopshot-ის წარმომადგენლი, ერიკ სერეველდი.

ერიკ სერეველდის თქმით, "სქუფშოთორებს" სამი სახის სარგებლის მიღება შეუძლიათ. პირველ რიგში, თქვენ შეგიძლიათ ფულის გამომუშავება თქვენი მობილურით, თუ თქვენს მიერ გადაღებულ ფოტოს მედიაკომპანია შეიძენს, თქვენ სანაცვლოდ მიიღებთ თანხას.

მეორე – თქვენს მიერ გადაღებული ფოტო რომელიმე მედიასაშუალებაში გამოჩნდება. რაც ძალიან კარგია. თქვენ შეიძლება ერთი დღით გმირიც კი გახდეთ.

და მესამე – თქვენ მონაწილეობთ ახალი ამბების შექმნაში - თუ გარშემო ხედავთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, შეგიძლიათ გადაუღოთ ფოტო, ვიდეო და ის პირდაპირ პალიტრის საინფორმაციო ველში მოხვდება. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ, როგორც მოქალაქემ გავლენა იქონიოთ ახალ ამბებზე", - ამბობს ერიკ სერეველდი.

Scoopshot-ის გამოყენება სმარტფონის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია, აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა და ხელმისაწვდომია აიფონების, ანდროიდისა და "ვინდოუსის" პროგრამის მქონე სმარტფონებისთვის.

აპლიკაცია Scoopshot -ი 2010 წელს ჰელსინკში, კომპანია P2S Media Group-მა შექმნა და დღეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში 280 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის უკვე 150 ქართველი "სქუფშოთერიცაა".

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Scoopshot -ი და დაელოდეთ პირველ დავალებას "პალიტრა მედიისგან"!

იხილეთ სიუჟეტი

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Qr უნიკალური კოდით

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია