GRASS – ტყუილი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" განცხადებაში დაფიქსირდა, დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ იყო ნათქვამი

GRASS – ტყუილი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" განცხადებაში დაფიქსირდა, დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ იყო ნათქვამი

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ინფორმაციით, ტყუილი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში დაფიქსირდა , დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ იყო ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ პროექტ factcheck.ge შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა, ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადება მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირებს შეეხებოდა.

"ბესელიამ განაცხადა, რომ მოვალეთა რეესტრში ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქეა დარეგისტრირებული და ასი ათასობით ადამიანი ან გამოსახლებულია ან გამოსახლების პირასაა, ყადაღადადებულია, ან აღსრულების პროცესში". ჩვენ შესაბამისი მონაცემები გამოვითხოვეთ, გადავამოწმეთ და რიცხვებში აღმოჩნდა განსხვავება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება ზოგადად პროექტს, მისი განმარტებით, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადამოწმება მომავალ წელსაც გაგრძელდება.

"აღნიშნულ კონტექსტში მინდა მოვუწოდო ორივე პოლიტიკურ ძალას გააგრძელონ ჩვენთან თანამშრომლობა. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის მოწოდების კუთხით, განსაკუთრებით დაგვიანებით გასცემენ საჯარო ინფორმაციებს, შსს, განათლების სამინისტრო და პროკურატურა. საერთო ჯამში ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციები მხოლოდ 66%-ზე მივიღეთ პასუხი, 34%-ზე კი ვერა", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, საქართველოს რეფომების ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ახალი პრეზიდენტის და ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებების სიზუსტის გადამოწმება.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" დღეს პროექტ factcheck.ge-ის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 44 ფაქტიდან კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ერთი ტყუილი თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ამ კუთხით მაჩვენებელი ნული აქვს. აღნიშნული ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში 51 ფაქტის სიზუსტე შემოწმდა.

პროექტი factcheck.ge 2013 წლის 31 ივლისს დაიწყო, მის ფარგლებში სულ 150 ფაქტი, 6 საპრეზიდენტო კანდიდატი, 43 პარლამენტარი, 5 აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, კერძოდ, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების განცხადებები გადამოწმდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა