რეპუტაცია და ნდობა - ეს ტიტული დღეიდან ყველაზე მოდურ ქართულ ჟურნალ "ბომონდს" ეკუთვნის. ეს ჯილდო 17 წლის ისტორიის მქონე ჟურნალმა "ქართული ბრენდის დღე 2013"-ის ცერემონიაზე მიიღო, რომელიც "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.
ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, ბრენდპერსონა და წარმატებული ტელეპროექტი - დაჯილდოების რიგით მეთერთმეტე ცერემონიაზე, სწორედ ამ ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.
"ქართული ბრენდის დღის" ცერემონიაზე "ბრენდ-პერსონა 2013" დაასახელეს. ამ ტიტულის მფლობელი წელს მსახიობი გივი ბერიკაშვილი გახდა.
პროექტის მიზანი ქართული ბრენდების განვითარება და ჯანსაღი კონკურენციისთვის ხელშეწყობაა და ის ყოველწლიურად ტარდება.