"წლის ლუარსაბ თათქარიძე" და "წლის რწყილი" - უსიამოვნო ნომინაციები ქართველი პოლიტიკოსებისთვის

"წლის ლუარსაბ თათქარიძე" და "წლის რწყილი" - უსიამოვნო ნომინაციები ქართველი პოლიტიკოსებისთვის

თით­ქ­მის ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი თუ ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­და­ნაა აღე­ბუ­ლი. თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ჩვენ გარ­შე­მო მა­თი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­­გა­ნიც რო­მე­ლი­მე გმირს ჰგავს, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყუ­რადღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლეთ. რა­ტომ­ღაც, რეს­პონ­დენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე გა­ა­კე­თა. ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი და რეს­პონ­დენ­ტ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი კი ასე­თია: ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ვის რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირ­სა თუ ზღაპ­რის პერ­სო­ნაჟს ადა­რებთ?

"წლის რწყი­ლი" - ეს ნო­მი­ნა­ცია კან­დი­და­ტე­ბის სიმ­ცი­რეს არ უჩი­ვის, რად­გან არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი გვყავს, რო­მე­ლიც პარ­ტი­ი­დან პარ­ტი­ა­ში "დახ­ტის". ხალ­ხის აზ­რით, ამ ნო­მი­ნა­ცი­ას ყვე­ლა­ზე მე­ტად, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" "გა­დამ­ხ­ტა­რი" პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ. მათ შო­რის არი­ან ისევ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი და ამა­ვე საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ზა­ზა გა­ბუ­ნია.

"წლის ნა­ცარ­ქე­ქი­ა" - ეს სა­ხე­ლი, ხალ­ხის აზ­რით, ყვე­ლა­ზე მე­ტად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრს, გო­გა ხა­ჩი­ძეს "უხ­დე­ბა", რად­გან მუდ­მი­ვად ყვი­რის, რეპ­ლი­კას ის­ვ­რის, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არა­ფერს აკე­თებს. ბა­ტო­ნი გო­გას გარ­და, ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში პარ­ტი­ი­დან წა­სუ­ლი, მაგ­რამ შე­სა­ნა­ხი შვი­ლე­ბის გა­მო, კვლავ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლიც და­სა­ხელ­დ­ნენ. ხალ­ხის თქმით, ბა­ტონ კო­ბას სხვა პრობ­ლე­მა არ აწუ­ხებ­და და კა­ნონ­პ­რო­ექ­ტებს პრე­ზერ­ვა­ტი­ვის აკ­რ­ძალ­ვა­ზე წერ­და; ითხოვ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სხდო­მას ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მ­ლით შე­მო­სი­ლე­ბი დას­წ­რე­ბოდ­ნენ, ეს კი ნამ­დ­ვი­ლად ნაც­რის ქექ­ვააო... არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს კი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და ნაც­რის ქექ­ვა სხვას აბა, რას ნიშ­ნავ­სო? - ამ­ბობს ხალ­ხი.

"წლის ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძე" - ეს ნო­მი­ნა­ცია უპი­რო­ბოდ, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს მი­ა­ნი­ჭეს. რო­გორც ხალ­ხ­მა გან­გ­ვი­მარ­ტა, ბა­ტო­ნი გუ­ბა­ზი ლუ­არ­სა­ბად მო­ნათ­ლეს არა იმი­ტომ, რომ მსუ­ქა­ნია, არა­მედ იმი­ტომ, რომ სულ თვლემს და არა­ფერს აკე­თებს.

"წლის შერ­ლოკ ჰოლ­მ­სი" - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნია, მაგ­რამ ეს რამ­დე­ნად გა­მოს­დის, სხვა სა­კითხი­ა", - გვითხ­რა ერთ-ერ­თ­მა რეს­პონ­დენ­ტ­მა. მსა­ხი­ობ­მა ზუ­ზუ ბე­ჟაშ­ვი­ლ­მა კი გაგ­ვან­დო: შერ­ლოკ ჰოლ­მ­სის როლს სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვას­რუ­ლებ­დი, თუმ­ცა არ ვი­ცი, ამ პერ­სო­ნაჟს რამ­დე­ნად მამ­ს­გავ­სებ­თო.

"წლის ბუ­რა­ტი­ნო" - ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მხო­ლოდ ერ­თი კან­დი­და­ტუ­რა, პარ­ლა­მენ­ტა­რი ზუ­რაბ აბა­ში­ძე და­ა­სა­ხე­ლეს. მარ­თა­ლია, მას არც ისე დი­დი ცხვი­რი აქვს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ამ გმირს მა­ინც მი­ამ­ს­გავ­სეს.

"წლის სა­მი მუშ­კე­ტე­რი" - ეს ნო­მი­ნა­ცია სამ მთა­ვარ პერ­სო­ნა­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლეს, რომ­ლე­ბიც დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბი არი­ან: ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ალა­სა­ნია. დ"არ­ტა­ნი­ა­ნად კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლეს.

"წლის კომ­ბ­ლე" - ამ ნო­მი­ნა­ცი­ის ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რით, ის მუდ­მი­ვად კომ­ბ­ლებს თლის, ჭერ­ში აწყობს და დი­დი სურ­ვი­ლი აქვს, რომ ვინც გა­აბ­რა­ზებს, თავ­ში ჩას­ცხოს. ის კომ­ბ­ლით გა­მოჩ­ნ­და თეთ­რი სახ­ლი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის წინ.

"წლის და­თა თუ­თაშ­ხი­ა" - ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რის ხა­სი­ათს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ში ხე­დავს, რად­გან ის სა­მარ­თ­ლის აღ­დ­გე­ნას მუდ­მი­ვად გვპირ­დე­ბო­და. ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მის მი­ერ მემ­კ­ვიდ­რედ და­ტო­ვე­ბუ­ლი "პრე­მი­ე­რო­ვი­ჩი" (რო­გორც ერთ-ერ­თი გა­და­ცე­მის წამ­ყ­ვა­ნი უწო­დებს), ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც და­ა­სა­ხე­ლეს, რო­მე­ლიც წი­ნა­მორ­ბედ­ზე უფ­რო მე­ტი სიმ­კაც­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

"წლის მზე­თუ­ნა­ხა­ვი" - ვე­რა ქო­ბა­ლია და ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე. მარ­თა­ლია, ამ ორი ექ­ს­მი­ნის­ტ­რის მუ­შა­ო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ გა­რეგ­ნო­ბით მარ­თ­ლაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ეს ორი ქალ­ბა­ტო­ნი ახა­ლი მთავ­რო­ბის მოს­ვ­ლის შემ­დეგ ტე­ლე­ეკ­რან­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ჩვენ მი­ერ გა­მო­კითხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან საყ­ვე­დუ­რე­ბიც მი­ვი­ღეთ. ერთ-ერ­თ­მა მათ­გან­მა გვითხ­რა: "წლის ლურჯ მე­ლა­ზე" რა­ტომ არა­ფე­რი გვკითხეთ? ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას და­ვა­სა­ხე­ლებ­დი­თო. მე­ო­რე რეს­პონ­დენ­ტ­მა კი გულ­წ­რ­ფე­ლად გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა გვკითხა: "ფუ­ფა­ლა" რა­ტომ და­გა­ვიწყ­დათ? ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე გა­ი­მარ­ჯ­ვებ­დაო. მოკ­ლედ, ზღაპ­რე­ბის პერ­სო­ნა­ჟებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმი­რებს რა და­ლევს, და­ნარ­ჩე­ნებ­ზე მო­მა­ვალ წელს ვი­სა­უბ­როთ. მა­ნამ­დე კი, ჩვენს მხი­ა­რულ სტა­ტი­ას ისევ და­ვით კვი­ნი­კა­ძის მი­ერ ექ­ს­პ­რომ­ტად შექ­მ­ნი­ლი ლექ­სით და­ვას­რუ­ლებთ: "შრო­მობ­და, რო­გორც ჭი­ან­ჭ­ვე­ლა,/ ასე აშე­ნა რა­ბა­თი,/ მე­რე ცი­ხე­ში ჩა­ვარ­და,/ ცოდ­ვა წა­ი­ღო ამა­თი./ აქ ჭი­ა­ბე­რა გა­მოხ­ტა,/ მა­გა­ში მეც მაქვს წი­ლიო,/ ისე და­ე­ძებს სა­მარ­თალს,/ ვით ღო­რის ჯა­გარს - რწყი­ლიო./ ვით ჭი­ან­ჭ­ვე­ლა და რწყი­ლი,/ გზად მი­დი­ოდ­ნენ კა­ცე­ბი,/ ვა­ნიჩ­კა­ცა და ზუ­რი­კოც,/ იყ­ვ­ნენ ბო­ბო­ლა "ნა­ცე­ბი".../ პა­ტა­რაა და მოქ­ნი­ლი,/ ნა­ცარ­ქე­ქი­ას მა­გო­ნებს,/ ხან ბად­რის, ხან - ას­ლან ბა­ბუს,/ ხან თვით მი­შა­საც "ა­ბო­ლებს"./ ამ თარ­გა­მა­ძე გი­ორ­გის/ უნ­დო­და პირ­ველ­კა­ცო­ბა,/ ხალ­ხ­მა გა­შიფ­რა, გა­უ­გეს,/ მას ში­ნა­გა­ნი "ნა­ცო­ბა".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია