დიდი საახალწლო-საბავშვო გათამაშება ბიბლუსისგან

დიდი საახალწლო-საბავშვო გათამაშება ბიბლუსისგან

კიდევ ერთი საახალწლო სიურპრიზი წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისგან“.

 

29 დეკემბერს 18:00 სთ-ზე“ თბილისი მოლის“ მე- 2 სართულზე დიდი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ჟურნალი „საბავშო კარუსელი“ და გასართობი ცენტრი „ჯოი აილენდი“ ბავშვებისთვის საზეიმო  გათამაშებას მოაწყობენ, თამაშში ყველა  ბავშვს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.  ის ვინც იაქტიურებს სხვადასხვა სპორტულ თუ ინტელექტუალურ  შეჯიბრებებში  მრავალფეროვანი  პრიზებით დასაჩუქრდება . გამარჯვებულ მონაწილეებს  გამომცემლობა „პალიტრა L”  და ჟურნალი „საბავშო კარუსელი“ დააჯილდოვებენ.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებლებს  დიდი საახალწლო გამოფენა-გაყიდვითა და გასართობი პროგრამებით  „თბილისი მოლში“ 22 დეკემბრიდან მასპინძლობს. გამოფენაზე  წარმოდგენილია მომხმარებლისთვის ცნობილი და სასურველი გამოცემები, საკანცელარიო საქონელი და საბავშვო ლიტერატურა.

29 დეკემბერს გამოფენა-გაყიდვა საზეიმოდ დაიხურება, ასე რომ,  კიდევ ერთი დღე აქვს მომხმარებელს საშუალება შეიძინოს სასურველი წიგნები და შეუქმნას  პატარებს საზეიმო განწყობა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია