შენ დაუკარ!" - რესტორნებში დახარჯული საბიუჯეტო თანხები

შენ დაუკარ!" - რესტორნებში დახარჯული საბიუჯეტო თანხები

2013 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ რესტორან "წისქვილში" 4 527 ლარი გადაიხადა, როგორც ხელშეკრულებაშია განმარტებული - ოფიციალური მიღებისთვის. აქედან სარესტორნო მომსახურების ღირებულება 3 677 ლარია, ხოლო 850 ლარი მუსიკით მომსახურებაშია გადახდილი.

"საქართველოში, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ. აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენდა პოლონურ-ქართული პროექტის ნაწილს, რომელიც გათვლილია 2013-2014 წლებზე და დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. აღნიშნულ ორ უწყებას თანამშრომლობის სამწლიანი ისტორია აქვს, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობას ოფიციალური სახე მიეცა და მოხდა მისი დაფინანსება. ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" გაიმართა სამუშაო შეხვედრა. რაც შეეხება უშუალოდ რესტორანში დახარჯულ თანხას, ეს იყო ოფიციალური მიღება, ვახშამი, რომელზეც ქართულმა მხარემ მიიწვია პოლონეთის დელეგაცია და სწორედ ამ მიღებისთვის იქნა გამოყოფილი თანხა", - ასე ხსნიან სარესტორნო ხარჯებს უწყებაში.

საკმაოდ სოლიდურია სხვა უწყებების რესტორანში გადახრჯული თანხებიც. თბილისის საკრებულოს ბიუჯეტიდან, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საპატიო თბილისელებისთვის ორგანიზებული ვახშმის მოწყობაზე რესტორან "წისქვილში", 8 861 ლარი და 10 თეთრი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულომ სიგარეტები - "კენტი და "მალბოროც" კი ბიუჯეტის ფულით შეიძინა. საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემამ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სააქციო საზოგადოებაა, 2013 წლის 10 ივლისს აზერენერჯის" დელეგაციის" მასპინძლობისას, რესტორან "ძველი სახლის" სარესტორნო მომსახურებაში 1645 ლარი და 47 თეთრი გადაიხადა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია