ლევან ვასაძე: ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკვლელი ერი

ლევან ვასაძე: ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკვლელი ერი

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა" გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარადგინა. ამასთან დაკავშირებით ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ვასაძემ, საპატიო თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და გამგეობის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფონდმა 2013 წელი დემოგრაფიის წლად გამოაცხადა და დემოგრაფიული პროგრამის მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. მისივე ინფორმაციით, პირველ ივლისამდე სანამ მშობიარობა უფასო გახდებოდა, ფონდი აფინანსებდა მრავალშვილიანი ოჯახების სამშობიარო ხარჯებს. პირველი ივლისიდან პირველ დეკემბრამდე კი ფონდმა მოამზადა დემოგრაფიული პროგრამის ძირითადი მიმართულებები და კონკრეტულ ინიციატივებზე მუშაობს მთავრობასა და პარლამენტთან ერთად.

რაც შეეხება ინიციატივებს, ვასაძის თქმით, ფონდის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა ყოველი მესამე ახალშობილის დაფინანსება 2014 წლიდან. კანონპორექტი უკვე მომზადებულია და იანვარში რიგგარეშე სესიაზე დიმიტრი ხუნდაძე გაიტანს. ვასაძის თქმით, ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის აბორტების სტატისტიკა საქართველოში.

"ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 30 000 აბორტი კეთდება საქართველოში, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ციფრი სინამდვილეში არის ბევრად უფრო მაღალი, ლაპარაკი არის 100-დან 150 ათასამდე აბორტზე წელიწადში, რაც ნიშნავს 3-4 %-ს მოსახლეობის. თუ ეს ასეა, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკვლელი ერი. ჩვენ დავიწყეთ მიზეზების შესწავლა. გარე მონაცემებით, რომელიც ფონდის მიერ არ არის გადამოწმებული, არსებობს სამი მიზეზი თუ რატომ ხდება დედების მიერ შვილების მკვლელობა არც ერთი ამ მიზეზთაგანი არ არის საპატიო, ანუ არ არის დაკავშირებული დედის ჯანმრთელობის პრობლემებთან და ნაყოფის მოშორების აუცილებლობასთან. 47 % მშობლებისა აცხადებს, რომ მათ არ სურთ გაზარდონ მეტი შვილი, 29 % ასახელებს ბარბაროსულ მიზეზს, რომ ნაყოფი არის გოგო და 24 % არის ე.წ. სირცხვილის აბორტები, ანუ არასაქორწინო კავშირის შედეგად ჩასახული ბავშვების მკვლელობა. ჩვენ მომავალ წელს ვეცდებით ეს მონაცემები გადავამოწმოთ. იმისთვის რომ საქართველომ აიცილოს თავიდან დემოგრაფიული კატასტროფა, უნდა მოხდეს ორი რამ - უნდა გავაჩინოთ მეტი ბავშვი და უნდა მოვკლათ რაც შეიძლება ნაკლები, სასურველია არც ერთი ბავშვი", - აცხადებს ვასაძე.

მისვე თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად ფონდი მომავალ წელს ახალი ინიციატივით გამოვა, რომელიც გულისხმობს, რომ აბორტამდე აუცილებელი გახდეს კონსულტაციები, როგორც გინეკოლოგთან, ასევე ფსიქოლოგთან.

ვასაძის თქმით, ფონდი ასევე მუშაობს განათლების მიმართულებით 2 პროექტზე – სკოლებში დამამთავრებელი კლასებისთვის "საქართველოს დემოგრაფიული ისტორიის" დამატებით საკითხავ ლიტერატურაზე და ასევე სალექციო კურსზე უმაღლესი სასწავლებელიბისთვის.

ფონდ ამ ეტაპზე სულ შვიდი საკანონმდებლო ინიციატივა და 8 პროექტი აქვს მომზადებული, მათ შორისაა: მთის კანონი, პატიმართა განსახლების საკითხი, მრავალშვილიანების სტატუსის განსაზღვრა და სხვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია